სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

ნახუნაოს საჯარო სკოლას 7 უფროსი მასწავლებელი ჰყავს
16-09-2019
-
+


მარტვილის მუნიციპალიტეტის ნახუნაოს საჯარო სკოლას უკვე 7 უფროსი მასწავლებელი ჰყავს.

ეს პედაგოგები არიან:

დავით პირტახია - ინფორმაციულ საკომუნიკაციო ტექნოლოგიები
სვეტლანა ქიქავა - რუსული ენა
ნონა ცანავა - ბუნებისმეტყველება
მარინა ზარქუა - ბუნებისმეტყველება
დოდო გაბუნია - ფიზიკა
ელიკო წულაია - მათემატიკა
გერასიმე კიკალიშვილი - გეოგრაფია 

დავით პირტახიამ და სვეტლანა ქიქავამ უფროსი მასწავლებლის სტატუსი 2018-2019 სასწავლო წელს მიიღეს, ხოლო დანარჩენმა პედაგოგებმა 2019 წლის 10 სექტემბრიდან აიმაღლეს სტატუსი.

ნახუნაოს საჯარო სკოლის ადმინისტრაცია პედაგოგებს უფროსი მასწავლებლის სტატუსის მინიჭებას ულოცავს და შემდგომ წინსვლას უსურვებს.

სკოლის ადმინისტრაციის შეკითხვაზე „რა შეგრძნებაა იყო სტატუსით უფროსი მასწავლებელი?" პედაგოგები ასე პასუხობენ:

დავით პირტახია - „მას შემდეგ, რაც დამტკიცდა „მასწავლებელთა პროფესიული განვითარებისა და კარიერული წინსვლის სქემა", 2015 სასწავლო წლიდან,  პრაქტიკოსი მასწავლებლის სტატუსით ამ პროცესში აქტიურად ჩავერთე. სულ 4-ჯერ გავედი საგამოცდოდ და ბოლოს საგნობრივ გამოცდაზე 10 კრედიტი, ხოლო პროფესიულ უნარებზე 1 კრედიტი დავაფიქსირე, რაც სრულიად საკმარისი იყო გავმხდარიყავი სტატუსით უფროსი მასწავლებელი. მოსწავლეების სწავლა-აღზრდის საქმეში ეს ჩემთვის უფრო მეტ პასუხისმგებლობას ნიშნავს, რადგან მათ ის უნარ-ჩვევები უნდა ჩამოვუყალიბო, რასაც ეროვნული სასწავლო მიზნები ითვალისწინებს. მსურს ჩემს მიერ მიღებული და დაგროვებული ცოდნა გადავცე მომავალ თაობას. ამით სკოლასა და საკუთარ თავს დავეხმარები წარმატების მიღწევაში".

ნონა ცანავა - „მიხარია და ბედნიერი ვარ, რომ გავხდი უფროსი მასწავლებელი, რაც ჩემთვის უფრო მეტ პასუხისმგებლობას ნიშნავს. ვულოცავ ჩემს კოლეგებს მიღწეულ წარმატებებს. ყველა პედაგოგს ვუსურვებ იმ შეგრძნებების განცდას, რასაც ჰქვია იყო წარმატებული მასწავლებელი".

დოდო გაბუნია - „უფროსი მასწავლებლის სტატუსის მიღება ჩემთვის დიდი სიხარულია და ამავე დროს დიდი პასუხისმგებლობაცაა. ვულოცავ ჩემს კოლეგებსაც, რომლებიც გახდნენ უფროსი მასწავლებლები. ყველას ვუსურვებ პროფესიულ წინსვლას".

ელიკო წულაია - „ძალიან გამიხარდა სტატუსის ამაღლება. ყველა პედაგოგს ვუსურვებ კარიერულ წინსვლას პედაგოგიურ საქმიანობაში".

გერასიმე კიკალიშვილი - „ნახუნაოს საჯარო სკოლის დირექტორის მოვალეობის შემსრულებელი ვარ 2011 წლის 15 სექტემბრიდან. მაშ შემდეგ, რაც დამტკიცდა „მასწავლებელთა პროფესიული განვითარებისა და კარიერული წინსვლის სქემა", ამ პროცესში აქტიურად ჩავერთე პრაქტიკოსი მასწავლებლის სტატუსით. 2-ჯერ გავედი გამოცდებზე და ბოლოს საგნობრივ გამოცდაზე 7 კრედიტი, ხოლო პროფესიულ უნარებში 4 კრედიტი დავაფიქსირე, რაც სრულიად საკმარისი იყო გავმხდარიყავი სტატუსით უფროსი გეოგრაფიის მასწავლებელი. ეს ჩემთვის უფრო მეტ პასუხისმგებლობას ნიშნავს".

კომენტარები


ეტალონი

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

საგნობრივ ოლიმპიადის ფარგლებში კი დარჩა მხოლოდ ერთი მათემატიკის ოლიმპიადა 

19 მაისს „ეტალონის“ საგაზაფხულო სეზონის ფარგლებში ინგლისური ენის ოლიმპიადა დაიწყო

სიახლეები

ე.წ. მეორადი ჩარიცხვები 23 სექტემბერს გამოქვეყნდება - NAEC ინფორმაციას ავრცელებს 

განახლდება თუ არა სააღმზრდელო პროცესი ორშაბათიდან იმ ბაღებში, რომლებშიც ბავშვები მოიწამლნენ

მოსწავლესთან ერთად საგანმანათლებლო პროცესიც შეფასდება - მინისტრის ბრძანება 

წამყვანი და მენტორი მასწავლებლების ახალი კომპეტენციები - პროფესიული სტანდარტის დეტალები

პიროვნება

ახალი დასაწყისი თამაკონის სკოლაში - როგორ შეხვდნენ მოსწავლეები სასწავლო წლის პირველ დღეს

„მნიშვნელოვანია, მოსწავლე სასწავლო პროცესზე იყოს ორიენტირებული და ყურადღებას სხვადასხვა გასართობი საშუალება არ უფანტავდეს

 

 

სკოლები

„ჩვენი თითოეული მოსწავლე უმნიშვნელოვანესია“ - კონსტანტინე ცხოვრებაძე, ენისლის საჯარო სკოლის დირექტორი

15 იანვარს სკოლამ თავისი სტუმართმოყვარე კარი დიდი სიყვარულით გაუღო მოსწავლეებს
 
საინტერესო

ქვეყნები, რომელთაც PISA-ს კვლევაში საუკეთესო შედეგები აჩვენეს

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება