| მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
თეთრიწყაროს N1 საჯარო სკოლაში 2019-2020 სასწავლო წლის დაწყება საზეიმოდ აღინიშნა.
ღონისძიებას მიწვეული სტუმრები და მშობლები ესწრებოდნენ.
სასწავლო წელი მოსწავლეებს თეთრიწყაროს მერმა, გიორგი ქორიძემ მიულოცა.
სკოლის დირექტორმა გიული ზაქაიძემ, სიგელები გადასცა იმ მოსწავლეებს, რომლებმაც გასული სასწავლო წელი წარჩინებით დაამთავრეს.
ეს დღე ყველაზე განსაკუთრებული მაინც იმ 34 პირველკლასელისთვის იყო, რომლებმაც წელს, პირველად შეაღეს სკოლის კარი. მათ, კიდევ ცალკე სკოლის სააქტო დარბაზში საზეიმო კონცერტი გაუმართეს.
ამის შემდეგ, პირველკლასელები საკლასო ოთახებისკენ გაემართნენ. მათ სკოლის დირექტორმა ბუკები, ხოლო მეთორმეტე კლასის მოსწავლეებმა ტრადიციული სამახსოვრო საჩუქრები გადასცეს.
იხილეთ ფოტოები
„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხ ძირითად მიმართულებაში
3 ქალაქი 3 საგამოცდო ცენტრი მასწავლებელთა გამოცდებისთვის - დეტალები
მასწავლებელთა გამოცდები 11 იანვარიდან დაიწყება - დეტალური განრიგი ჩასაბარებელი საგნების მიხედვით ცნობილია
დირექტორი დადებითად აფასებს, როგორც სასწავლო პროცესის დროს მობილური ტელეფონების გამოყენების შეზღუდვას, ისე სკოლებში სასკოლო ფორმების შემოღებას.
მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა