სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

ბერძენაულის სკოლა 100 წლისაა
12-09-2019
-
+


ქარელის მუნიციპალიტეტის, ბერძენაულის საჯარო სკოლა 100 წლის იუბილეს აღნიშნავს.

სკოლას საინტერესო ისტორია აქვს, რომელსაც სკოლის წარმომადგენელი გვიზიარებს.  წერილს უცვლელად გთავაზობთ. 

ბერძენაულის სკოლა 100 წლისაა

„1919 წლის სექტემბერში პირველად გაიხსნა ბერძენაულის დაწყებითი სკოლა. სკოლის მასწავლებლად დაინიშნა ახალგაზრდა ქალბატონი, სურამიდან, თამარ ჯობაძე. სკოლის გახსნამ სოფლის მოსახლეობა დიდად გაახარა. პირველ კლასში სასკოლო ასაკის ბავშვებთან ერთად უფროსი ასაკის ახალგაზრდებიც დადიოდნენ, რათა წერა-კითხვა ესწავლათ.

ახალგახსნილ სკოლას არ ჰქონდა მუშაობის ნორმალური პირობები. არ იყო საკმარისი ინვენტარი, თუმცა მოსახლეობის დახმარებით სკოლა თანდათან მწყობრში ჩადგა.

1922 წელს სკოლაში მოვიდა მეორე პედაგოგი, ქვენატკოცელი რამან თოთლაძე, რომელიც მალე დაქორწინდა თამარ ჯობაძეზე. 1924 წელს რამან თოთლაძე უსამართლოდ იქნა რეპრესირებული. თამარ
ჯობაძემ 1925 წელს სკოლაში მუშაობას თავი დაანება.

იმავე წლის სექტემბრიდან გამგე მასწავლებლად დაინიშნა ზესტაფონის რაიონის მცხოვრები მარიამ კიმოთეს ასული მაღრაძე, რომელმაც იმუშავა 1930 წლამდე. შემდეგ კი მუშაობა გააგრძელა სოფელ ბერძენაულის მკვიდრმა ანტონ დაბრუნდაშვილმა.

1933 წელს კოლმეურნეობის დახმარებით სკოლისათვის შეძენილი იქნა ორი ოროთახიანი ხის შენობა, საჭირო ინვენტარით.

გავიდა დრო, დაწყებითი სკოლა გადაკეთდა არასრულ საშუალოდ. 1976 წელს აშენდა ახალი ტიპიური სასკოლო შენობა.

ამჟამად სკოლა საშუალო საფეხურისაა. ჩვენი სკოლის დირექტორები იყვნენ: კოსტა მჭედლიძე,
ნიკოლოზ უროტაძე, მურმან შავერდაშვილი, გოდერძი ოსაძე, დარეჯან ბერუაშვილი, გოდერძი წიწვიანიძე, ნელი ბერუაშვილი, თქვენი მონა-მორჩილი ივანე გისი.

მე მეამაყება, რომ სკოლა დაკომპლექტებულია უფროსი და წამყვანი სტატუსის მქონე პედაგოგებით.
საამაყოა, რომ ჩემმა სკოლამ ბევრი წარჩინებული მოსწავლე აღზარდა. სპორტსმენები: ვალერი და ჯონი დაბრუნდაშვილები, ჯემალი დაბრუნდაშვილი, ვაჟა მარგველაშვილი და თორნიკე მარგველაშვილი, ჟურნალისტი ვასილ დაბრუნდაშვილი, ექიმი დიმიტრი მარგველაშვილი, იურისტი ია მეარაყიშვილი და სხვა.

ყველას ჩამოთვლისთვის დროს აღარ წაგართმევთ. თუმცა არ შემიძლია არ აღვნიშნო წლევანდელ კურსდამთავრებულთა წარმატებები: XII კლასში 8 მოსწავლიდან 5 მედალოსანი მოსწავლე გვყავს, X კლასში გვყავს 5 კომპიუტერის მიღების კანდიდატი.

წელს 6 აბიტურიენტი გვყავდა. ექვსივემ წარმატებით ჩააბარა უმაღლეს სასწავლებელში. და ბოლოს, მინდა წარმატებები ვუსურვო ჩემი სკოლის ყველა პედაგოგსა და ყველა მოსწავლეს“.


კომენტარები


ეტალონი

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

საგნობრივ ოლიმპიადის ფარგლებში კი დარჩა მხოლოდ ერთი მათემატიკის ოლიმპიადა 

19 მაისს „ეტალონის“ საგაზაფხულო სეზონის ფარგლებში ინგლისური ენის ოლიმპიადა დაიწყო

სიახლეები

ე.წ. მეორადი ჩარიცხვები 23 სექტემბერს გამოქვეყნდება - NAEC ინფორმაციას ავრცელებს 

განახლდება თუ არა სააღმზრდელო პროცესი ორშაბათიდან იმ ბაღებში, რომლებშიც ბავშვები მოიწამლნენ

მოსწავლესთან ერთად საგანმანათლებლო პროცესიც შეფასდება - მინისტრის ბრძანება 

წამყვანი და მენტორი მასწავლებლების ახალი კომპეტენციები - პროფესიული სტანდარტის დეტალები

პიროვნება

ახალი დასაწყისი თამაკონის სკოლაში - როგორ შეხვდნენ მოსწავლეები სასწავლო წლის პირველ დღეს

„მნიშვნელოვანია, მოსწავლე სასწავლო პროცესზე იყოს ორიენტირებული და ყურადღებას სხვადასხვა გასართობი საშუალება არ უფანტავდეს

 

 

სკოლები

„ჩვენი თითოეული მოსწავლე უმნიშვნელოვანესია“ - კონსტანტინე ცხოვრებაძე, ენისლის საჯარო სკოლის დირექტორი

15 იანვარს სკოლამ თავისი სტუმართმოყვარე კარი დიდი სიყვარულით გაუღო მოსწავლეებს
 
საინტერესო

ქვეყნები, რომელთაც PISA-ს კვლევაში საუკეთესო შედეგები აჩვენეს

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება