სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საინტერესო

ესპანური სკოლა, სადაც ვაჟებს დაუთოებას და საკვების მომზადებას ასწავლიან
30-09-2019
-
+


ესპანეთის ქალაქ ვიგოში მდებარე მონტეკასტელოს ​ვაჟთა კოლეჯში მოსწავლეებს საკვების მომზადებას, კერვას და ტანსაცმლის დაუთოებას ასწავლიან. კურსი - Home Skills - საოჯახო საქმის გაკვეთილები 2018/2019 სასწავლო წელს შემოიღეს.

იდეა ოთხი წლის წინ გაჩნდა. როგორც ხელმძღვანელობა აღნიშნავს, მსოფლიოში, რომელიც გენდერული თანასწორობის პრინციპის რეალიზებას ცდილობს, მამაკაცებმა ქალები „ფსიქოლოგიური წნეხისგან“ უნდა გაათავისუფლონ და მათთან საოჯახო საქმეების ტვირთი გაიზიარონ. ამისთვის კი ვაჟებს დასჭირდებათ ყველა ის უნარი, რომლებსაც ტრადიციულად ქალებს ასწავლიდნენ.

საოჯახო საქმეების კურსი სავალდებულოა, გაკვეთილები ყოველკვირეულად ტარდება. მათზე მოზარდები მარტივი კერძების მომზადებას, კერვას, რეცხვას, ტანსაცმლის დაუთოებას და საყოფაცხოვრებო ტექნიკის გამოყენებას სწავლობენ. პროგრამაში შედის ზოგიერთი ტრადიციული „მამაკაცური“ უნარებიც, მაგალითად ელექტრო მოწყობილობების რემონტი, სანტექნიკური სამუშაოები და ა.შ.

თავიდან სიახლეს მოსწავლეებსა და მშობლებში არაერთგვაროვანი რეაქცია მოჰყვა. მაგრამ დროსთან ერთად მეცადინეობებში მოსწავლეთა მშობლები მოხალისეების სახით ჩაერთნენ. შედეგად მოსწავლეები დარწმუნდნენ, რომ შეუძლიათ შეუძლიათ საოჯახო საქმეებს მარტივად გაუმკლავდნენ.

კურსი Home Skills - კოლეჯის ადმინისტრაციის ნამდვილი სიამაყეა. ხელმძღვანელობას იმედი აქვს, რომ ეს ინიციატივა განვითარდება და საოჯახო საქმეების გაკვეთილებს სხვა სასწავლო დაწესებულებებშიც შეიტანენ.


კომენტარები


ეტალონი

გამარჯვებების დროა! „ეტალონისა“ და IZRUNE.GE-ს ფინალური საგნობრივი ოლიმპიადები გელით

სიახლეები

სკოლაში დასაქმების მსურველ მასწავლებელთა საკვალიფიკაციო მოთხოვნები განსხვავდება - რა წერია კანონში

პიროვნება
სკოლები
ღონისძიებაში მონაწილეობდნენ სკოლის დაწყებითი და საბაზო საფეხურის მოსწავლეები
 

პატარები ნერგებს მოუვლიან, მათ ზრდა-განვითარებას დააკვირდებიან და უკეთ გაიაზრებენ გარემოს დაცვის მნიშვნელობა

„ეს ინიციატივა ბავშვებისთვის ბუნებაზე ზრუნვისა და გარემოს დაცვის პირველი მნიშვნელოვანი გამოცდილება იყო“

„ეს არ არის უბრალოდ მცენარე - ეს არის ჩვენი ზრუნვის, მეგობრობისა და მომავლის სიმბოლო“

 

 

საინტერესო

გამარჯვებების დროა! „ეტალონისა“ და IZRUNE.GE-ს ფინალური საგნობრივი ოლიმპიადები გელით

ტექნოლოგიების გამოყენების შეზღუდვის შემდეგ მასწავლებლებმა უკვე შეამჩნიეს, რომ მოსწავლეები სასწავლო პროცესში უფრო აქტიურად არიან ჩართულნი

 

„ეტალონის“ ოლიმპიადაში მონაწილეობა კი საქართველოს მასშტაბით ასეულობით მოსწავლისთვის უკვე ნიშნავს გამარჯვებას

მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება