სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სიახლეები

რა პრინციპით ხდება სარემონტო სკოლების შერჩევა?! - 2020 წელს 600-ზე მეტი საჯარო სკოლის რეაბილიტაცია იგეგმება
08-09-2019
-
+


2020 წელს იგეგმება 70-ზე მეტი ახალი საჯარო სკოლის მშენებლობის დაწყება და 600-ზე მეტი საჯარო სკოლის რეაბილიტაცია - აღნიშნულის შესახებ etaloni.ge-ს საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტომ განუცხადა.

ამასთან, უწყებაში აღნიშნავენ, რომ სარეაბილიტაციო საჯარო სკოლების გამოვლენა ხდება საჯარო სკოლებიდან და საგანმანათლებლო რესურსცენტრებიდან შესული წერილების საფუძველზე, სადაც ატყობინებენ სკოლებში არსებულ გადაუდებელ ინფრასტრუქტურულ ვითარებას,  ხორციელდება სკოლის საჭიროებების ადგილზე შესწავლა/შერჩევა პრიორიტეტების გათვალისწინებით, რის საფუძველზეც ფორმირდება საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის სამოქმედო გეგმის პროექტი, რომელიც მტკიცდება განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის ბრძანების საფუძველზე. მზადდება შესასრულებელი სამუშაოების საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმეტნაციები და შესაბამისი სატენდერო პროცედურების შემდეგ იწყება სარეაბილიტაციო სამუშაოები.

წინასწარ განსაზღვრული პრიორიტეტები, რომლის მიხედვითაც სარემონტო სკოლების შერჩევა ხდება:

  • სახურავისა და სარინელის გამოცვლა/რეაბილიტაცია;
  • სველი წერტილების მოწყობა/რეაბილიტაცია;
  • კარ-ფანჯრის გამოცვლა;
  • გათბობის სისტემის მოწყობა/რეაბილიტაცია.

საჯარო სკოლაში ზემოაღნიშნული  ინფრასტრუქტურული პრობლემების სრულად აღმოფხვრის შემდეგ, შესაძლებელია განხორციელდეს სხვა მცირე სარეაბილიტაციო სამუშაოები შემდეგი პრიორიტეტების გათვალისწინებით:

  • ელექტრობის მოწყობა/რეაბილიტაცია;
  • სახანძრო უსაფრთხოების უზრუნველყოფა;
  • კიბის უჯრედის მოწესრიგება;
  • საკლასო ოთახების რეაბილიტაცია;
  • ბიბლიოთეკის რეაბილიტაცია;
  • სამედიცინო კაბინეტის მოწყობა/რეაბილიტაცია;
  • რესურს-ოთახის მოწყობა/რეაბილიტაცია;
  • დერეფნების რეაბილიტაცია;
  • სპორტული დარბაზების/სპორტული მოედნების მოწყობა/რეაბილიტაცია;
  • სხვა შიდა და გარე ინფრასტრუქტურული პრობლემების მოგვარება.

აღნიშნულ რეკომენდაციებს ითვალისწინებენ ასევე საქართველოს სხვადასხვა მუნიციპალიტეტის თვითმმართველი ორგანოები.


კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

სიახლეები

მასწავლებლებისთვის - საგნის გამოცდაზე რეგისტრაცია 20 ოქტომბრიდან იწყება

შერჩეულ პედაგოგებს ხელფასს მასწავლებლის სახლიც გადაუხდის და სკოლაც - განაცხადის ვადები და დეტალები 

პიროვნება

„მოსწავლის ინდივიდუალობა თუ აკადემიური სტანდარტი -  მაყვალა გელაშვილის ხედვა სასკოლო ჩაცმულობაზე“

 

„მნიშვნელოვანია, სკოლებში კვალიფიციური მასწავლებლები იყვნენ“ - ფერმის საჯარო სკოლის დირექტორი თამარ ალიევი

„კომპეტენტური მასწავლებელი ძლიერი სკოლის საფუძველია“, - თბილისის N39 საჯარო სკოლის დირექტორი ბესარიონ სიხარულიძე

სკოლები

„მოსწავლის ინდივიდუალობა თუ აკადემიური სტანდარტი -  მაყვალა გელაშვილის ხედვა სასკოლო ჩაცმულობაზე“

 

„ჩემთვის, როგორც სკოლის დირექტორისთვის, მნიშვნელოვანია, თითოეულ მასწავლებელს ჰქონდეს განვითარების სურვილი“ - ჯუმბერ ხოზრევანიძე

„მნიშვნელოვანია, სკოლებში კვალიფიციური მასწავლებლები იყვნენ“ - ფერმის საჯარო სკოლის დირექტორი თამარ ალიევი

„ძვირფასო სტუდენტებო, გისურვებთ, რომ თქვენი არჩეული გზები ნათელი, სტაბილური და დანაკარგის გარეშე ყოფილიყოს

„კომპეტენტური მასწავლებელი ძლიერი სკოლის საფუძველია“, - თბილისის N39 საჯარო სკოლის დირექტორი ბესარიონ სიხარულიძე

საინტერესო

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

მასწავლებლები იმ მოსწავლეებს, ვისაცდაწესებულ სტანდარტებთან შეუსაბამო ვარცხნილობა ჰქონდა, შენობაში შესვლის უფლებას არ აძლევდნენ

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება