| მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |

ახალი, 2019-2020 სასწავლო წლის დაწყების აღსანიშნავად საგანმანათლებლო აქტივობების ვებ-გვერდი etaloni.ge და მოსწავლეთა ტესტირების ინოვაციური პორტალი izrune.ge ერთობლივ კონკურსს აცხადებენ. გადაიღეთ და გამოგვიგზავნეთ სკოლაში დაბრუნების ემოციური ფოტო და გახდით კონკურსის გამარჯვებული.
კონკურსში მონაწილეობის მისაღებად საჭიროა მოგვაწოდოთ სკოლაში დაბრუნების ამსახველი ემოციური ფოტო ელ. ფოსტაზე: info@etaloni.ge ან etaloni.ge-ს Facebook გვერდზე პირადი შეტყობინების საშუალებით. ფოტოზე აუცილებელია ასახული იყოს სკოლის შენობა, საკლასო ოთახი ან სკოლის ეზო და მოსწავლ(ეებ)ის ან/და მასწავლებლ(ებ)ის სკოლის დაწყებასთან დაკავშირებული ემოციები.
გამარჯვებულები რამდენიმე ნომინაციაში გამოვლინდებიან, მათ შორის Facebook-ზე მოწონებების მიხედვით და etaloni.ge-ს და izrune.ge-ს რჩეულები. გამარჯვებულები სპეციალური დიპლომებით დაჯილდოვდებიან.
საკონკურსო ფოტოების გამოგზავნა შეგიძლიათ 16 სექტემბრიდან 10 ოქტომბრის ჩათვლით. გამარჯვებულები 11 ოქტომბერს გამოვლინდებიან.
☞ გაეცანით კონკურსის პირობებს:
შენიშვნა: კონკურსის დასრულების შემდეგ, etaloni.ge-ს შემოქმედებითი ჯგუფი არაბუნებრივი გზით მიღებულ ლაიქებს გააბათილებს.
წარმატებებს გისურვებთ!
„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხ ძირითად მიმართულებაში
ამინდის უარესდება, მოსალოდნელია ძლიერი ნალექი - ინფორმაციას გარემოს ეროვნული სააგენტო ავრცელებს
რეპეტიტორიუმში პედაგოგების დასაქმებისთვის რეკომენდაციებს მასწავლებლის სახლი გასცემს - ხუციშვილი დეტალებზე
პროფესიული თანამშრომლობა, გამოცდილების გაზიარება და ახალი საგანმანათლებლო მიდგომები - მასწავლებლის საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილი შეხვედრა
დირექტორი დადებითად აფასებს, როგორც სასწავლო პროცესის დროს მობილური ტელეფონების გამოყენების შეზღუდვას, ისე სკოლებში სასკოლო ფორმების შემოღებას.
მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა