TOP ნიუსი
სიახლეები
სიახლეები, ინტერვიუ

2020 წელს უცხოური ენების ტესტებში ცვლილებები კვლავ განხორციელდება
06-09-2019
-
+


შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის უცხოური ენების ჯგუფის ხელმძღვანელი რუსუდან ტყემალაძის განცხადებით, 2019 წლის უცხოური ენის გამოცდებში განხორციელებულმა ცვლილებებმა გაამართალა. ცვლილებები 2020 წლის ტესტშიც იქნება მოსალოდნელი, თუმცა როგორც ჯგუფის ხელმძღვანელი etaloni.ge-სთან ინტერვიუში აღნიშნავს, კონკრეტული დეტალები ცნობილი მოგვიანებით გახდება, მანამდე კი მომავალმა აბიტურიენტებმა მომზადება ჩვეულ რეჟიმში უნდა დაიწყონ.

რაც შეეხება 2019 წლის ეროვნული გამოცდების უცხოური ენის ტესტში მიღებულ შედეგებს, რუსუდან ტყემალაძის შეფასებით, მიუხედავად იმისა, რომ ყოველწლიურად მატულობს იმ აბიტურიენტთა რაოდენობა, რომლებიც იმსახურებენ მაღალ შეფასებას, სუსტი აბიტურიენტების რაოდენობა არ იკლებს.

- უცხოური ენის გამოცდებში საერთო ჯამში წელს აბიტურიენტების 95.5%-მა გადალახა მინიმალური კომპეტენციის ზღვარი. როგორ შეაფასებდით მიღებულ შედეგებს?

- ის ფაქტი, რომ უცხოურ ენებში აბიტურიენტების 95.5-მა პროცენტმა გადალახა მინიმალური კომპეტენციის ზღვარი, განპირობებულია იმით, რომ ჩვენს საგანში მინიმალური კომპეტენციის ზღვარი ძალიან დაბალია - მხოლოდ 20%, მაშინ როდესაც ეს ზღვარი სხვა საგნების შემთხვევაში, უმეტესწილად, არის 25%. წლების წინ გადაწყდა, რომ უცხო ენა რთული საგანია  და მასში 20%-ზე მაღალი მინიმალური ზღვარის შემთხვევაში ბევრი აბიტურიენტი ჩაიჭრებოდა. მართალია, უცხო ენის ზოგადად და, განსაკუთრებით ინგლისური ენის ცოდნის დონემ აბიტურიენტებში ბოლო წლებში შესამჩნევად მოიმატა, მაგრამ, მიუხედავად ამისა,  სტატისტიკური ანალიზის მიხედვით, წელს დაახლოებით  3-ჯერ მეტი აბიტურიენტი ჩაიჭრებოდა (დაახლ. 12-13%, 4.5%-ის ნაცვლად), გადასალახი ზღვარი 20%-ის ნაცვლად, მაგ., 25 % რომ იყოს.

დაბალ მინიმალურ ზღვარს აქვს თავისი დადებითიც და უარყოფითიც. უარყოფითია ის, რომ ის აბიტურიენტი, რომელიც მხოლოდ ზღვარს გადალახავს და მიიღებს გამსვლელ ქულას (მაგ., 17 ან 18 ქულას), ფაქტობრივად, არის ძალიან სუსტი  და მას ძალიან გაუჭირდება დაძლიოს საუნივერსიტეტო პროგრამა. თუმცა დადებითი კი არის ის, რომ დაბალი გამსვლელი ქულის შემთხვევაში, უმაღლესი განათლების მიღების საშუალება ეძლევათ, მათ შორის იმ აბიტურიენტებსაც, რომლებიც სწავლობენ მაღალმთიანი სოფლების სკოლებში, ან არიან სოციალურად დაუცველი ოჯახებიდან და, შესაბამისად, უცხოური ენის შესწავლის  ისეთი ხელსაყრელი პირობები არ აქვთ, როგორიც ეს დავუშვათ, თბილისელ ან ქუთაისელ აბიტურიენტებს. ვგულისხმობ, სწრაფ ინტერნეტ-კავშირს, ან სახლში კომპიუტერთან ხელმისაწვდომობას, მასწავლებლის კვალიფიკაციას და ა. შ.

- ანუ ნაწილობრივ აბიტურიენტების ცოდა გაუმჯობესებულია და ტესტი არ გამარტივებულა?

- ცალსახად შემიძლია ვთქვა, რომ ტესტი არ გაგვიმარტივებია. პირიქით, წელს უფრო მკაცრი გასწორების კრიტერიუმები გვქონდა, განსაკუთრებით ტესტის წერით ნაწილში. რაც შეეხება აბიტურიენტების ცოდნის დონის გაუმჯობესებას, გიდასტურებთ, რომ ეს მართლა ასეა. მიუხედავად იმისა, რომ, როგორც ვთქვი, წერის დავალებების შეფასებას უფრო მკაცრად მივუდექით, ვიდრე ეს წინა წლებში იყო, ინგლისურში დაახლოებით 700-მა აბიტურიენტმა ესეში  უმაღლესი შეფასება (16 ქულა) დაიმსახურა და მთლიან ტესტში 137-მა აბიტურიენტმა მიიღო უმაღლესი შეფასება (80 ქულა).

იმ აბიტურიენტების რაოდენობა, რომლებმაც მიიღეს 70 და მეტი ქულა, ანუ კარგი ან ძალიან კარგი შეფასება, არის დაახლოებით 20%. ეს მაჩვენებელი მეტყველებს იმაზე, რომ კარგად მომზადებული აბიტურიენტების რაოდენობა არის საკმაოდ მაღალი, თუმცა არ შემიძლია აქვე არ აღვნიშნო, რომ ასეთივეა სუსტი ან ძალიან სუსტი აბიტურიენტების რაოდენობაც, ანუ მათი, ვინც მინიმალური ზღვარი მხოლოდ რამდენიმე ქულით გადალახა. აქედან გამომდინარე, ყოველწლიურად მატულობს იმ აბიტურიენტთა რაოდენობა, რომლებიც იმსახურებენ მაღალ შეფასებას, სუსტი აბიტურიენტების რაოდენობა კი არ იკლებს.

- რა ტიპის შეცდომები ჰქონდათ აბიტურიენტებს ტესტში ყველაზე მეტად დაშვებული?

- ესეს გასწორებაში ყველაზე დაბალი ქულებით შეფასდა. მოცემულ დავალებაზე პასუხის ადეკვატურად გაცემის და აზრის ლოგიკურად და თანმიმდევრულად გადმოცემის უნარი. მაგალითად, აბიტურიენტს ვთხოვთ გამოხატოს მოსაზრება იმასთან დაკავშირებით, თუ რომელი წრის გახსნა ურჩევნია სკოლაში, მათემატიკის თუ ფოტოგრაფიის. დავალებაში პირდაპირ წერია „გამოხატე შენი აზრი და გაამყარე არგუმენტებით“. საკუთარი აზრის გამოხატვის მაგივრად, აბიტურიენტების უმეტესობა წერს ზოგადად, ყოველგვარი არგუმენტაციის და კონკრეტიკის გარეშე. იშვიათია ისეთი ფრაზები, როგორებიცაა „მე ვფიქრობ, რომ...“ ან, „ჩემი აზრით...“.

აბიტურიენტებს უჭირთ საკუთარი პოზიციის ჩამოყალიბება და ამ პოზიციის, თუნდაც მარტივი არგუმენტით ან მაგალითით დასაბუთება. ვფიქრობ, რომ სკოლაში უფრო მეტი დრო უნდა დაეთმოს მოსწავლეების მიერ პირადი აზრის გადმოცემის უნარის განვითარებას, როგორც მეტყველების, ისე წერის დროს.

- წელს  ჩატარებული ცვლილების შედგებად უცხოური ენის გამოცდიდან გრამატიკული დავალება ამოღებული იყო, რამდენად გამოჩნდა ტექსტებში აბიტურიენტთა გრამატიკული ცოდნა და როგორ ფიქრობთ, გაამართლა თუ არა ამ ცვლილებებმა?

- გრამატიკული დავალება, რომელიც ამოვიღეთ, ფაქტობრივად, ამოწმებდა გრამატიკული წესების ცოდნას და არა ამ ცოდნის გამოყენების უნარს. ნაკლებად მოწმდებოდა ის, თუ რამდენად შეუძლია აბიტურიენტს კონკრეტული ცოდნის გამოყენება ცხოვრებისეულ სიტუაციებში ან აკადემიურ სივრცეში. ეს დავალება ძალიან კარგია განმავითარებელი საკლასო ტესტირებისათვის, მაგრამ ეროვნული გამოცდა უფრო ენობრივი უნარების განვითარება/შემოწმებაზეა ორიენტირებული.

ვფიქრობ, რომ ამ თვალსაზრისის გათვალისწინებით, ამ დავალების ამოღებამ გაამართლა. ფაქტია ისიც, რომ ჩვენი ტესტი ამ ცვლილების შედეგად უფრო თანამედროვე ფორმატის გახდა და მიუახლოვდა უცხო ენებში მსგავსი ტესტების საერთაშორისო სტანდარტს. მნიშვნელოვანია ის გარემოებაც, რომ ეროვნული გამოცდებისათვის მომზადების პროცესში მასწავლებლებისა და აბიტურიენტების ყურადღება გადავიდა ცოდნის დაგროვებიდან ამ ცოდნის პრაქტიკულად გამოყენების უნარის განვითარებაზე, რაც ცალსახად წინგადადგმული ნაბიჯია. 

- 2020 წლის გამოცდებისთვის თუ იგეგმება გარკვეული სიახლეები და რას უნდა ელოდონ აბიტურიენტები ?

- სიახლეებზე ვფიქრობთ, მაგრამ სანამ პილოტირებებს არ ჩავატარებთ და არ დავრწმუნდებით, თუ რამდენად გამართლებულია ეს ცვლილება, ამაზე ვერ ვისაუბრებ. ერთი რამ შემიძლია ვთქვა: ეს არ იქნება მნიშვნელოვანი ცვლილება, რაც შეცვლის ტესტის ფორმატს ან მაქსიმალურ ქულას, ასე რომ, გამოცდისთვის მომზადების პროცესი ჩვეულებრივი და ტრადიციული უნდა იყოს. ცვლილებების შესახებ გაცნობებთ მოგვიანებით.

ასევე იხილეთ: „აბიტურიენტთა ნაწილს წარმოდგენაც კი არა აქვს ტესტის ფორმატზე“ - ქართულის გამოცდას ჯგუფის ხელმძღვანელი ნანა ლოლაძე აფასებს

„ბოლო წლებში აბიტურიენტთა შედეგები მნიშვნელოვნად არ შეცვლილა“ - ზოგადი უნარების ჯგუფის ხელმძღვანელი


კომენტარები


ეტალონი

ოლიმპიადა ახლა უკვე ინგლისურ ენაშიც გაიმართება, საგნების მიხედვით განრიგი კი შემდეგნაირია

მოსწავლეთა წარმატებების შესახებ ოფიციალური წერილები გაიგზავნა

მათემატიკის ოლიმპიადა დაიწყო - „ეტალონის“ საგნობრივი ჩემპიონატი გრძელდება

2-3 ივნისი ლოგიკური აზროვნებისა და ზოგადი განათლების ოლიმპიადის დღეებია - „ეტალონის“ საგაზაფხულო ჩემპიონატი გრძელდება

„დიდი მადლობა „ეტალონს“ ამ ახალი და ძალიან საინტერესო პროექტისთვის“

სიახლეები

ახალი პროექტი საჯარო სკოლებისთვის - სამინისტრომ მოსწავლეებისთვის განახლებული მოდული შეიმუშავა

„ორგან მუშაობის მიზეზი არის არასაკმარისი ანაზღაურება“  - პრემიერი კანონში ცვლილებაზე

ინფორმაცია ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებისთვის

სკოლებში ბიბლიის კითხვასა და ლათინური ენის სწავლებას აბრუნებენ - იტალიის განათლების სამინისტრო ახალ საგანმანათლებლო სტანდარტზე მუშაობს

ორ სკოლაში დასაქმებული მასწავლებლებისთვის - სამინისტროს განმარტება

პიროვნება

ბავშვი გახსნილია, როცა ხედავს, რომ მის აზრს პატივს სცემენ, მასწავლებელმა უნდა შეძლოს მოსწავლეს უსაფრთხო გარემო შეუქმნას

„ჩვენს სკოლაში ვმუშაობთ ყველა ერთად და ვცდილობთ, საინტერესო გარემოს შექმნას“...

„მასწავლებელს უნდა ახსოვდეს, რომ ის არა მხოლოდ ცოდნის გადამცემი, არამედ გზამკვლევი და მხარდამჭერია მოსწავლისათვის“...

სკოლები

მოსწავლეებმა ხოტბა შესახებ წელიწადის ამ უმშვენიერესი სეზონის სილამაზესა და მრავალფეროვნებას

სკოლის პირველი კლასის მოსწავლეებმა, დამრიგებელ ლუსინე პაპოიანთან ერთად, ლამაზი ღონისძიება გამართეს

საინტერესო

ოლიმპიადა ახლა უკვე ინგლისურ ენაშიც გაიმართება, საგნების მიხედვით განრიგი კი შემდეგნაირია

გერმანული ენის მენტორი მასწავლებელმა, ქალბატონმა თამარ შანიძემ გერმანულიდან ქართულად თარგმნა სახელმძღვანელო „ნეიროლინგვისტური პროგრამირება“

არაბთა გაერთიანებული საამიროები აქტიურად ნერგავს ხელოვნურ ინტელექტს განათლების სფეროში

როგორ მიმდინარეობს სასწავლო პროცესი საქართველოს საჯარო სკოლებში - დირექტორები etaloni.ge-ს კითხვებს პასუხობენ

სიახლეები
საზოგადოება