| მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |

2019 წლის ზოგადი უნარების ტესტში აბიტურიენტებს მათემატიკური ნაწილის დაწერა უფრო მეტად გაუჭრდათ, რაც შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ზოგადი უნარების ჯგუფის ხელმძღვანელის ლევან ჩიქვინაძის შეფასებით, იმის ბრალია, რომ მოსწავლეები მათემატიკის უბრალოდ არ სწავლობენ სიღრმისეულად.
მისივე თქმით, ბოლო წლების განმავლობაში არც ტესტის სირთულე იცვლებოდა დიდად და არც აბიტურიენტების შედეგები.
- წელს ზოგადი უნარების გამოცდაში მაქსიმალური ქულა არ დაწერილა. როგორ შეაფასებდით ზოგადად მიღებულ შედეგებს ?
- ზოგადი უნარების გამოცდაში მაქსიმალური ქულა ძალიან იშვიათად იწერება. 2005 წლიდან დღემდე სულ რამდენიმე შემთხვევა მახსენდება, როცა აბიტურიენტმა მაქსიმალური ქულის მიღება შეძლო. ასე რომ, წლევანდელი წელი ამ მხრივ არაფრით განსხვავდება წინა წლებისაგან. წელს ორმა აბიტურიენტმა მიიღო 79 ქულა, რამდენიმემ – 78. საერთოდ, თუ აბიტურიენტი ზოგადი უნარების გამოცდაში იღებს 70 ან მეტ ქულას, ეს მის ძალიან მაღალ უნარებზე მიანიშნებს. სამწუხაროდ, აბიტურიენტთა მხოლოდ 3%-ზე ნაკლები ახერხებს 70 ან მეტი ქულის მიღებას.
- რომელი ნაწილის დაწერა უფრო გაურთულდათ აბიტურიენტებს, ვერბალური თუ მათემატიკური ნაწილის?
- ზოგადი უნარების ტესტები ისეა შედგენილი, რომ ვერბალური და მათემატიკური ნაწილები დაახლოებით თანაბარი სირთულისაა. როგორც წინა წლებში, წელსაც აბიტურიენტებს შედარებით გაუძნელდათ მათემატიკური ნაწილი. ამის მიზეზი ისაა, რომ ზოგადად, მოსწავლეების დონე მათემატიკაში დაბალია და მოსწავლეები არ სწავლობენ მას სიღრმისეულად.
- მიღებული შედეგებით თუ ვისმჯელებთ, წინა წელთან შედარებით უფრო გართულებული იყო გამოცდა თუ გამარტივებული?
- გამოცდიდან გამოსულ აბიტურიენტს ჰგონია, რომ მის მიერ ჩაბარებული გამოცდა უფრო რთული იყო, ვიდრე წინა წლების ამავე ტესტის სხვა ვარიანტები. ეს იმიტომ, რომ მას ტესტში შეხვდა ახალი, მისთვის სხვანაირი დავალებები, რომლებზეც მას არ უვარჯიშია არც სკოლაში და არც რეპეტიტორთან. სტატისტიკური ანალიზი კი აჩვენებს, რომ ტესტების სირთულე დაახლოებით იგივეა, როგორიც წინა წლებში იყო. ყველაზე ადვილი ზოგადი უნარების ტესტები იყო ერთიანი ეროვნული გამოცდების პირველ და მეორე წელს. ეს იმიტომ, რომ ამგვარი ტესტები მაშინ ყველასთვის სიახლე იყო. ბოლო წლებში კი ტესტების სირთულე დაახლოებით ერთნაირია.
- წელს უნარების გამოცდა სავალდებულო საგნად ბოლოჯერ დაწერეს აბიტურიენტებმა. როგორ შეაფასებდით საერთო ჯამში, რამდენად იცვლებოდა წლების განმავლობაში აბიტურიენტების მიერ მიღებული შედეგები?
- სტატისტიკური მონაცემების საფუძველზე შეგვიძლია დავასკვნათ, რომ ბოლო წლებში აბიტურიენტთა შედეგები მნიშვნელოვნად არ შეცვლილა. თუმცა იმის თქმა ნამდვილად შეიძლება, რომ 2005-2006 წლებთან შედარებით შედეგები მნიშვნელოვნად გაუმჯობესებულია.
იხილეთ ასევე: 2020 წელს უცხოური ენების ტესტებში ცვლილებები კვლავ განხორციელდება - „ნაეკის“ უცხოური ენების ჯგუფის ხელმძღვანელი რუსუდან ტყემალაძე
„აბიტურიენტთა ნაწილს წარმოდგენაც კი არა აქვს ტესტის ფორმატზე“ - ქართულის გამოცდას ჯგუფის ხელმძღვანელი ნანა ლოლაძე აფასებს
IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა
გასაჩივრების შემდეგ ქულა შესაძლოა დაგაკლდეთ - აპელაციის თანხა 50 ლარია
„სასურველია ქუჩაში გადაადგილებისგან თავის შეკავება“ - ზაფხულის ცხელ დღეებთან დაკავშირებით NCDC-ის გაფრთხილება
შვილებს უნდა ავუხსნათ, რომ თავისუფლება არ ნიშნავს სხვისი უფლების დარღვევას...
„დირექტორმა ყველაფერი უნდა გააკეთოს მოსწავლეებისა და მასწავლებლებისთვის ღირსეული პირობების შესაქმნელად“...
„ყველას უღრმესი მადლობა ჩვენი სკოლის ავტორიზაციის მიღებით გამოწვეული დიდი სიხარულის გაზიარებისთვის!“
მოსწავლეებმა შეაჯამეს ორწლიანი წარმატებები, გაიხსენეს საინტერესო გაკვეთილები, პროექტები თუ გასვლითი აქტივობები