სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სიახლეები

ახალციხის ციხეზე საგანმანათლებლო სფეროში დასაქმებული პირები შეიკრიბნენ
01-08-2019
-
+


ქალაქ ახალციხის საგანმანათლებლო რესურსცენტრის უფროსის, ხათუნა ხმალაძის ინიციატივით, განათლების სფეროში მიმდინარე სიახლეებზე, გამოწვევებსა და სამომავლო გეგმებზე სასაუბროდ ახალციხის ციხეზე  საგანმანათლებლო სფეროში დასაქმებული  პირები შეიკრიბნენ.

ღონისძიების ფარგლებში გამომსვლელებმა 2018-2019 სასწავლო წელი შეაჯამეს, ერთმანეთს საკუთარი წარმატების ისტორიები გაუზიარეს და სამომავლო თანამშრომლობის გზები დასახეს.

ქალაქ ახალციხის და ახალციხის მუნიციპალიტეტის საჯარო  სკოლების დირექტორებს საზეიმო ვითარებაში ათასწლეულის გამოწვევის ფონდი - საქართველოს  „მასწავლებელთა და სკოლის დირექტორთა პროფესიული განვითარების პროექტი“-ს  ფარგლებში სსიპ მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის მიერ განხორციელებული „ლიდერობის აკადემია 2“-ს წარმატებით დასრულების დამადასტურებელი სერტიფიკატები გადაეცათ. 

ახალციხის საგანმანათლებლო რესურსცენტრის ხელმძღვანელმა განათლების სფეროში თანამშრომლობისათვის და აქტიური მხარდაჭერისათვის მადლობის სიგელი ა(ა)იპ „ახალციხის ციხე“-ს დირექტორს, დავით ტაბატაძეს და ღონისძიებაზე მიწვეულ სხვადასხვა სფეროში მოღვაწე ორგანიზაციების წარმომადგენლებსაც გადასცა.

შეხვედრას ასევე ესწრებოდნენ სამხარეო ადმინისტრაციის, ახალციხის მუნიციპალიტეტის, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტის, პროფესიული კოლეჯი „ოპიზარი“-ს, თავისუფალი პროფკავშირისა და ქალაქ ახალციხის საჯარო სკოლებთან არსებული ქორეოგრაფიული და მუსიკალური სტუდიების წარმომადგენლები.

იხილეთ ფოტოები


კომენტარები


ეტალონი

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

სიახლეები

„თბილისობა 2026“-ის ღონისძიებების პროგრამა ლოკაციების მიხედვით ცნობილია

რა მიზნებს უნდა მიაღწიონ მოსწავლეებმა საფეხურების მიხედვით

მესამე შანსი ორჯერ ჩაჭრილი აბიტურიენტებისთვის - NAEC ხელახალ რეგისტრაციას აცხადებს

პიროვნება

ახალი დასაწყისი თამაკონის სკოლაში - როგორ შეხვდნენ მოსწავლეები სასწავლო წლის პირველ დღეს

სკოლები
საინტერესო

მასწავლებლები იმ მოსწავლეებს, ვისაცდაწესებულ სტანდარტებთან შეუსაბამო ვარცხნილობა ჰქონდა, შენობაში შესვლის უფლებას არ აძლევდნენ

ქვეყნები, რომელთაც PISA-ს კვლევაში საუკეთესო შედეგები აჩვენეს

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება