| მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |

სასწავლო წელი ახლოვდება, მოსწავლეები, მასწავლებლები და დირექტორები ახალი შემართებით ემზადებიან სწავლის დასაწყებად.
მასწავლებლებს უდიდესი პასუხისმგებლობა აკისრიათ, მნიშვნელოვანია, მათ ის თვისებები გააჩნდეთ, რომელიც მოსწავლეთა პიროვნულ ზრდასა და მათ წარმატებას ხელს შეუწყობს.
etaloni.ge დაინტერესდა, თუ რას ფიქრობენ სკოლის დირექტორები ამ საკითხთან დაკავშირებით. ისინი მასწავლებლის სამ მნიშვნელოვან თვისებას ასახელებენ.
მერი ცინცაძე ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის კირნათის საჯარო სკოლის დირექტორი: სამართლიანი, პოზიტიური, კრიტიკული.
ნანა მენაბდე ქობულეთის N3 საჯარო სკოლის დირექტორი: უნდა უყვარდეს ბავშვები, იყოს პროფესიონალი და მოტივირებული.
ელისაბედ ჩქარეული მარტყოფის N2 საჯარო სკოლის დირექტორი: პასუხისმგებლობის გრძნობა, საკუთარი საქმის სიყვარული, მოსწავლეების სიყვარული.
გიორგი გველესიანი წყალაფორეთის საჯარო სკოლის დირექტორი: პროფესიონალიზმი, კომუნიკაციის კარგი უნარი, კრეატიულობა.
ლენა აბაშიძე ვერტყვიჭალას საჯარო სკოლის დირექტორი: მაღალი პროფესიონალიზმი, პროფესიის სიყვარული, პიროვნული ავტორიტეტი საზოგადოებაში.
ინგა მიქელაძე სავანეთის საჯარო სკოლის დირექტორი: უნდა უყვარდეს თავისი პროფესია, მოსწავლეები და საქმე, რომელსაც აკეთებს.
დავით ნაჭყებია დიდი ჭყონის N1 საჯარო სკოლის დირექტორი: ბავშვების სიყვარული, კომპეტენცია, ადამიანებთან ურთიერთობის კარგი უნარი.
ნინო დაუთაშვილი განთიადის საჯარო სკოლის დირექტორი: ობიექტურობა, სამართლიანობა, მოსწავლეების სიყვარული.
მარინა სახვაძე უბისის საჯარო სკოლის დირექტორი: კომპეტენტურობა, ბავშვების სიყვარული, სიახლეებისაკენ სწრაფვა.
გოჩა კვინიკაძე წიფის საჯარო სკოლის დირექტორი: კომპეტენტურობა, მიუკერძოებლობა, უნდა უყვარდეს ბავშვები.
თამაზ ბერიანი ტანძიის საჯარო სკოლის დირექტორი: ობიექტურობა, კეთილსინდისიერება, პასუხისმგებლობა.
თეა წიკლაური ახალი სამგორის საჯარო სკოლის დირექტორი: უნდა უყვარდეს ბავშვები, უნდა იყოს სიახლეების მიმღები და ინოვაციების მომხრე, კარგად უნდა ფლობდეს თანამედროვე მიდგომებს.
ეთერ ჩხეიძე ბათუმის N28 საჯარო სკოლის დირექტორი: ბავშვების სიყვარული, შრომისმოყვარეობა, სამართლიანობა.
ნანა ბეღელაძე გოდოგანის საჯარო სკოლის დირექტორი: შრომისმოყვარეობა, ბავშვების სიყვარული, კეთილსინდისიერება.
„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ოთხი მიმართულებით მიმდინარეობს
„ეტალონის“ ოლიმპიადაში მონაწილეობა კი საქართველოს მასშტაბით ასეულობით მოსწავლისთვის უკვე ნიშნავს გამარჯვებას
560 ათასზე მეტი მოსწავლის განათლებისთვის 1.95 მილიარდ ლარზე მეტი დაიხარჯება - რამდენით იზრდება განათლების სფეროს დაფინანსება
ეროვნულ გამოცდებზე მაქსიმალური ქულის მიღებისთვის აბიტურიენტებს 1000 ლარით დააჯილდოებენ - დადგენილება თერჯოლის საკრებულომ მიიღო
დირექტორი მიიჩნევს, რომ სასკოლო ფორმა მოსწავლეს განსაკუთრებულ პასუხისმგებლობას აკისრებს
„ეს ინიციატივა ბავშვებისთვის ბუნებაზე ზრუნვისა და გარემოს დაცვის პირველი მნიშვნელოვანი გამოცდილება იყო“
ტექნოლოგიების გამოყენების შეზღუდვის შემდეგ მასწავლებლებმა უკვე შეამჩნიეს, რომ მოსწავლეები სასწავლო პროცესში უფრო აქტიურად არიან ჩართულნი