| მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |

შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი etaloni.ge-სთან საუბრისას აცხადებს, ამ დროისთვის გამოცდებიდან სულ 5 აბიტურიენტია მოხსნილი. 2 აბიტურიენტი იმის გამო მოიხსნა, რომ მათ მაგივრად სხვა პირი ცდილობდა გამოცდაზე შესვლას, 2 აბიტურიენტი ე.წ შპარგალკის შეტანის გამო მოხსნეს, ხოლო ერთიც - ტელეფონის შეტანის გამო.
უცვლელად გთავაზობთ შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის მიერ გავრცელებულ განცხადებას:
„შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი გაცნობებთ, რომ 2019 წლის ერთიან ეროვნულ გამოცდებზე გამოვლინდა ორი შემთხვევა, როდესაც აბიტურიენტის ნაცვლად სხვა პირი ცდილობდა გამოცდის ჩაბარებას. ორივე აბიტურიენტი მოხსნილია გამოცდიდან და ამ ფაქტებთან დაკავშირებით დაწყებულია გამოძიება.
შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი ამკაცრებს მონიტორინგს და კიდევ ერთხელ აფრთხილებს აბიტურიენტებს, რომ ასეთი ქმედებით ისინი არღვევენ კანონს და საფრთხეს უქმნიან საკუთარ მომავალს“, - ნათქვამია ცენტრის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით
შეზღუდვა მასწავლებლებისთვის - მხოლოდ 1 საგნის გამოცდაზე დარეგისტრირებას ეს პედაგოგები შეძლებენ
„მოსწავლის ინდივიდუალობა თუ აკადემიური სტანდარტი - მაყვალა გელაშვილის ხედვა სასკოლო ჩაცმულობაზე“
„მნიშვნელოვანია, სკოლებში კვალიფიციური მასწავლებლები იყვნენ“ - ფერმის საჯარო სკოლის დირექტორი თამარ ალიევი
„მოსწავლის ინდივიდუალობა თუ აკადემიური სტანდარტი - მაყვალა გელაშვილის ხედვა სასკოლო ჩაცმულობაზე“
„ჩემთვის, როგორც სკოლის დირექტორისთვის, მნიშვნელოვანია, თითოეულ მასწავლებელს ჰქონდეს განვითარების სურვილი“ - ჯუმბერ ხოზრევანიძე
„ძვირფასო სტუდენტებო, გისურვებთ, რომ თქვენი არჩეული გზები ნათელი, სტაბილური და დანაკარგის გარეშე ყოფილიყოს