სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სიახლეები

ენგურის ხიდზე ე.წ გამშვები პუნქტის ჩაკეტვის გამო აბიტურიენტების ნაწილს პრობლემა შეექმნა - ირინა აბულაძის მიმართვა
01-07-2019
-
+


აბიტურიენტების ნაწილი, რომლებმაც ენგურის ე.წ. გამშვები პუნქტის ჩაკეტვის გამო  ერთიანი ეროვნული გამოცდების პირველ სესიაში მონაწილეობა ვერ მიიღეს, განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო სთხოვს, შესაძლებლობის მიხედვით, სხვა გამოცდებში აუცილებლად მიიღონ მონაწილეობა.

ამის შესახებ განათლების მინისტრის მოადგილემ, ირინა აბულაძემ ერთ-ერთ საგამოცდო ცენტრში - თბილისის N103 საჯარო სკოლაში ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.

„ჩვენი ინფორმაციით, აბიტურიენტების ნაწილმა უკვე შეძლო ე.წ. საზღვარზე გადმოსვლა. დაახლოებით ნახევარი გადმოსულია. ყოველ დღე ველოდებით სიტუაციის გაუმჯობესებას. ენგურის ე.წ. გამშვები პუნქტის ჩაკეტვის გამო მოგეხსენებათ აბიტურიენტების გარკვეულ რაოდენობას პრობლემა შეექმნა.

ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ მათ უმაღლესი განათლების მიღების შესაძლებლობა მიეცეთ. ამიტომ აბიტურიენტებს მოვუწოდებ, მიუხედავად იმისა მათ შეძლეს თუ არა პირველ გამოცდაზე გასვლა, აუცილებლად როგორც კი შესაძლებლობა იქნება შემდგომ გამოცდებში მიიღონ მონაწილეობა და ჩაერთონ გამოცდებში. ჩვენ დავაკვირდებით პროცესს და საბოლოო ჯამში მივიღებთ გადაწყვეტილებას როგორ და რა სქემით უზრუნველვყოფთ მათთვის განათლების ხელმისაწვდომობას“,-განაცხადა ირინა აბულაძემ.

2019 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდები ქართული ენისა და ლიტერატურის გამოცდით დღეს დაიწყო.


კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები

გამოცდებს მე-12 კლასელებიც ჩააბარებენ - ცნობილია, კიდევ რომელ მოსწავლეებს ეხებათ ტესტირება

სკოლის ნიშნები უმაღლესი განათლების საფეხურზე სწავლის გაგრძელებისთვის - რა წერია ოფიციალურ დოკუმენტში

როდიდან უნდა ჩაირთოს გათბობა სკოლებში და რა ტემპერეტურა უნდა იყოს საკლასო ოთახებში 

რამდენით იზრდება მასწავლებლების ხელფასები - 2027 წლის ბიუჯეტის პროექტის მეორე განხილვა

პიროვნება
სკოლები

სკოლაში, სადაც მოსწავლეთა გარემოსდაცვითი პასუხისმგებლობის ამაღლებაზე ყოველთვის განსაკუთრებულად ზრუნავენ, ინიციატივას სიხარულით შეხვდნენ

საინტერესო

მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება