სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სიახლეები

ლეღვის ნახარში აქტუალობას არ კარგავს - 21 წლის ქალმა სხეულის 25%-იანი დამწვრობა მიიღო
27-06-2019
-
+


ზაფხულის დადგომასთან ერთად სულ უფრო მეტ ადამიანს აქვს რუჯის მიღების სურვილი, სწრაფი შედეგის მისაღებად კი ხშირად ისინი არაორდინალურ მეთოდებს მიმართავენ, მაგალითად ყველასთვის კარგად ნაცნობ ლეღვის ნახარშს, რომელიც როგორც ჩანს აქტუალობას წელსაც არ კარგავს.

ნამზეურის მისაღებად ლეღვის ნახარშის გამოყენების შედეგად მიღებული დამწვრობის პირველი შემთხვევა უკვე დაფიქსირდა. როგორც  დამწვრობის ცენტრის დირექტორი გუგა ქაშიბაძე etaloni.ge-სთან საუბრისას აღნიშნავს, 21 წლის ქალს სხეულის 20-25% აქვს დამწვარი.

„ერთადერთი შემთხვევა დაფიქსირდა, დღეს შემოვიდა ეს პაციენტი, 21 წლის ქალს საშუალო სირთულის ქიმიური დამწვრობა აქვს, ძირითადად ქვედა კიდურებზე წინა და გვერდითა ზედაპირებზე. რამდენიმე დღის წინ წაისვა ნახარში, რის შემდეგაც სახლში მკურნალობდა, თუმცა, მდგომარეობის გართულების გამო დამწვრობის ცენტრში გადმოიყვანეს. რეაბილიტაციას დაახლოებით 2 კვირა დასჭირდება“, - განაცხადა ქაშიბაძემ.

მისივე თქმით, ამჟამად მზის დამწვრობით ცენტრში სულ 8 პაციენტი მკურნალობს, მათ შორის ყველაზე პატარა 5 წლის არის.

„მზით დამწვრობის გამო, ცენტრში ამჟამად 8 პაციენტი წევს, ყველაზე პატარა 5 წლის არის, დანარჩენები 14, 15 და ზევით. ეს არის სუფთა მზის დამწვრობები, თუმცა, ერთ-ერთ მათგანმა იოდი და ზეთი აურია ერთმანეთს და ის წაისვა ნამზეურის მისაღებად“, - განაცხადა დამწვრობის ცენტრის დირექტორმა.


კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

სიახლეები

დეკრეტული შვებულების თანხასთან დაკავშირებით საკანონმდებლო ცვლილება პარლამენტმა დაამტკიცა

საგანი, რომლის ახალი სტანდარტიც დეტალურად გაიწერა - ბრძანება

სტუდენტი კიდევ 866-მა აბიტურიენტი გახდა - უნივერსიტეტებსა და პროფესიულ სასწავლებლებში ჩარიცხულთა ბოლო სია გამოქვეყნდა

რომელ მასწავლებლებს მისცეს ზამთრში საგნის გამოცდაზე გასვლის უფლება - მინისტრის ახალი ბრძანება გამოქვეყნდა 

პიროვნება

etaloni.ge-ს ბლიც-კითხვებს მამხუტის საჯარო სკოლის მასწავლებელი, ბილინგვური სწავლების სპეციალისტი მახმუდ მუსაევი პასუხობს

მასწავლებელი და ბილინგვური სწავლების სპეციალისტი მოვლუდ მეხრაბოვი​ გვიზიარებს საკუთარ ხედვასა და გამოცდილებას

სელნურ ბაირამოვი etaloni.ge-სთან ბლიც-ინტერვიუში გვიზიარებს საკუთარ ხედვასა და გამოცდილებას

სკოლები

ღონისძიებას ხელმძღვანელობდა ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი მარიამ ონიანი

საინტერესო

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

მასწავლებლები იმ მოსწავლეებს, ვისაცდაწესებულ სტანდარტებთან შეუსაბამო ვარცხნილობა ჰქონდა, შენობაში შესვლის უფლებას არ აძლევდნენ

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება