სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სიახლეები

რჩევები აბიტურიენტებს ეროვნული გამოცდების პროცედურულ ნაწილთან დაკავშირებით
30-06-2019
-
+


2019 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდების აბიტურიენტებისთვის პირველ ივლისს იწყება. აპლიკანტების კითხვებს ერთიანი ეროვნული გამოცდების პროცედურულ ნაწილთან დაკავშირებით შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ლოჯისტიკის სამსახურის წარმომადგენელმა მაია გაბუნიამ უპასუხა.

გთავაზობთ ყველაზე აქტუალურ კითხვებსა და პასუხებს:

-გამარჯობა, მაინტერესებს, როგორი კალმის შემოტანაა შესაძლებელი?

-სურვილის შემთხვევაში, გამოცდაში მონაწილეს შეუძლია, გამოიყენოს საკუთარი კალამი - გელიანი (ე. წ. ტუშის), შავი ფერის, 0,5 - 0,7 მმ. ბურთულიანი წვერით.

-შეიძლება თუ არა გამოცდის ადგილის შეცვლა?

-საგამოცდო ქალაქის შეცვლა 3 აპრილის 18:00 საათამდე იყო შესაძლებელი. ამ ეტაპზე აპლიკანტთა განაწილების პროცესი დასრულებულია და მასში ცვლილებების შეტანა შეუძლებელი.

-საგამოცდო გრაფაში წერია 08:00 საათი. ამ დროს იწყება გამოცდა? 

-საგამოცდო ბარათზე მითითებულია რეგისტრაციის დაწყების დრო. რეგისტრაცია 1 საათის განმავლობაში გრძელდება.

-დაიშვება თუ არა აბიტურიენტი ვადაგასული პირადობის მოწმობით გამოცდაზე?

-თუ ახალი პირადობის აღებას ვერ მოასწრებთ, შეგიძლიათ გამოცდაზე პასპორტით ან იუსტიციის სახლის მიერ გაცემული ფოტოსურათიანი ცნობით გამოხვიდეთ (ფორმა N1).

-საგამოცდო ბარათი ამოვბეჭდე, თუმცა ფოტო მკვეთრად არ ჩანს. როგორ მოვიქცე? 

-მთავარია ბარათზე დატანილი მონაცემები იკითხებოდეს მკაფიოდ.

-ბათუმში საგამოცდო ადგილად მხოლოდ სახელმწიფო უნივერსიტეტია შერჩეული?

-ბათუმში ორი საგამოცდო ცენტრია გახსნილი. კონკრეტულად რომელ საგამოცდო ცენტრში ხართ გადანაწილებული და რომელ მისამართზე, ეს ინფორმაცია მითითებულია თქვენს საგამოცდო ბარათზე. საგამოცდო ცენტრებისა და მარშრუტების შესახებ ინფორმაცია იხილეთ შემდეგ ბმულზე: https://naec.ge/#/ge/post/1927


კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

სიახლეები

დეკრეტული შვებულების თანხასთან დაკავშირებით საკანონმდებლო ცვლილება პარლამენტმა დაამტკიცა

საგანი, რომლის ახალი სტანდარტიც დეტალურად გაიწერა - ბრძანება

სტუდენტი კიდევ 866-მა აბიტურიენტი გახდა - უნივერსიტეტებსა და პროფესიულ სასწავლებლებში ჩარიცხულთა ბოლო სია გამოქვეყნდა

რომელ მასწავლებლებს მისცეს ზამთრში საგნის გამოცდაზე გასვლის უფლება - მინისტრის ახალი ბრძანება გამოქვეყნდა 

პიროვნება

etaloni.ge-ს ბლიც-კითხვებს მამხუტის საჯარო სკოლის მასწავლებელი, ბილინგვური სწავლების სპეციალისტი მახმუდ მუსაევი პასუხობს

მასწავლებელი და ბილინგვური სწავლების სპეციალისტი მოვლუდ მეხრაბოვი​ გვიზიარებს საკუთარ ხედვასა და გამოცდილებას

სელნურ ბაირამოვი etaloni.ge-სთან ბლიც-ინტერვიუში გვიზიარებს საკუთარ ხედვასა და გამოცდილებას

სკოლები

ღონისძიებას ხელმძღვანელობდა ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი მარიამ ონიანი

საინტერესო

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

მასწავლებლები იმ მოსწავლეებს, ვისაცდაწესებულ სტანდარტებთან შეუსაბამო ვარცხნილობა ჰქონდა, შენობაში შესვლის უფლებას არ აძლევდნენ

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება