სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სიახლეები

სკოლების თვითშეფასების მოდელის შემოღება იგეგმება
08-06-2019
-
+


სკოლების თვითშეფასების მოდელის შემოღება იგეგმება - ამის შესახებ განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილემ, ირინა აბულაძემ შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის მიერ ორგანიზებულ კონფერენციაზე განაცხადა, სადაც პროექტის - „სკოლის თვითშეფასება განვითარებისთვის“ პილოტირების შედეგები განიხილეს.

მისი თქმით, განათლების რეფორმის ფარგლებში დაგეგმილია არაერთი ახალი ინიციატივა, მათ შორის მოსწავლეების დიაგნოსტიკური შეფასების ელემენტის დანერგვა, ასევე სკოლების თვითშეფასების მოდელის შემოღება.

„სკოლების თვითშეფასება განვითარებისთვის“ ეს არის კვლევითი პროექტი, რომელიც განხორციელდა „ათასწლეულის გამოწვევის ფონდი საქართველოს“ მხარდაჭერით და გულისხმობდა საქართველოს სხვადასხვა საჯარო სკოლის ფარგლებში თვითშეფასების მოდელის პილოტირებას, რომელიც ხელს შეუწყობდა სკოლებს დაეგეგმათ, იდენტიფიცირება გაეკეთებინათ საკუთარი ძლიერი და სუსტი მხარეების და დაეგეგმათ შესაბამისი ინტერვენციები განვითარებისათვის. 

განათლების რეფორმის ფარგლებში დაგეგმილია არაერთი ახალი ინიციატივა, მათ შორის მოსწავლეთა დიაგნოსტიკური შეფასების ელემენტის დანერგვა, ასევე სკოლების თვითშეფასების მოდელის შემოღება და სწორედ ამ სკოლების შეფასების სისტემაში ძალიან მნიშვნელოვანია სკოლების თვითშეფასების სისტემის განვითარება, ვინაიდან სკოლამ თავად უნდა შეაფასოს საკუთარი ძლიერი და სუსტი მხარეები, დაგეგმოს გაუმჯობესების გზები და ცხადია განათლების, მეცნიერების, კულტურის და სპორტის სამინისტრომ უნდა შეიმუშავოს შესაბამისი მექანიზმები და დაფინანსების შესაძლებლობები, იმისათვის რომ სკოლებს მიეცეთ განვითარების შესაძლებლობა“,-განაცხადა ირინა აბულაძემ.

შეფასებისა და გამოცდების ეროვნულ ცენტრის ხელმძღვანელის სოფო გორგოძის თქმით, პროექტის მიზანი იყო, რომ სკოლები გაცნობოდნენ თვითშეფასების სხვადასხვა მოდელებს, შემდეგ აერჩიათ ის მოდელი, რომელიც მისი სკოლისთვის იყო ყველაზე შესაფერისი, დაენერგათ ეს მოდელი.

„დიდი იმედი გვაქვს, რომ თვითსეფასების მექანიზმები შემდგომში დაინერგება საქართველოს ყველა სკოლაში და გარეშეფასების მექანიზმებთან ერთად ის წარმოადგენს ხარისხის უზუნველყოფის სისტემის დანერგვის საშუალებას“ - აღნიშნა მან ჟურნალისტებთან საუბრისას. 

„სკოლის თვითშეფასება განვითარებისთვის“ სამწლიანი კვლევითი პროექტია, რომელსაც შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი „ათასწლეულის გამოწვევის ფონდ - საქართველოსა“ და „ათასწლეულის გამოწვევის კორპორაციის“ ფინანსური მხარდაჭერით ახორციელებს. პროექტი მიზნად ისახავს სწავლა-სწავლების ხარისხის გასაუმჯობესებლად სკოლის თვითშეფასებისა და განვითარების სისტემის მოდელების შემუშავებას.

პროექტის პილოტირება ჩატარდა ქალაქების, დაბებისა და მაღალმთიანი სოფლების 13 სკოლაში.

კონფერენციაზე წარმოდგენილი იყო თვითშეფასების ის პროექტები, რომლებიც ამ სკოლებმა გამოცდების ეროვნულ ცენტრთან და საერთაშორისო კონსულტანტებთან თანამშრომლობით განახორციელეს.

კონფერენციაში ასევე მონაწილეობდნენ საჯარო სკოლების დირექტორები და განათლების სპეციალისტები.

კომენტარები


ეტალონი

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

საგნობრივ ოლიმპიადის ფარგლებში კი დარჩა მხოლოდ ერთი მათემატიკის ოლიმპიადა 

19 მაისს „ეტალონის“ საგაზაფხულო სეზონის ფარგლებში ინგლისური ენის ოლიმპიადა დაიწყო

სიახლეები

მასწავლებელთა 13 საგნის გამოცდის შედეგები ცნობილია

სკოლების ვალდებულება, რომელიც 1-ელ სექტემბრამდე უნდა შეასრულონ

პედაგოგთა რეგისტრაციასთან დაკავშირებით მასწავლებლის სახლი ინფორმაციას ავრცელებს

პიროვნება

„დირექტორმა ყველაფერი უნდა გააკეთოს მოსწავლეებისა და მასწავლებლებისთვის ღირსეული პირობების შესაქმნელად“...

ფშაველის საჯარო სკოლის რეაბილიტაცია სექტემბრიდან დაიწყება - დირექტორი, არჩილ ხუტუაშვილი არსებულ გამოწვევებსა და ცვლილებებზე საუბრობს

„თუ მასალის მიწოდება მოხდება არა ზეწოლით, არამედ განხილვითა და ემოციური ჩართულობით, ვფიქრობ პრობლემები არ შეიქმნება“

სკოლები

კურსდამთავრებულები ქართული ენის მომზადების საგანმანათლებლო პროგრამაზე (1+4) აპირებენ სწავლის გაგრძელებას

საინტერესო

უჩვეულო სასკოლო წესები მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება