| მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |

მარნეულის მუნიციპალიტეტის ოფრეთის საჯარო სკოლის პირველ კლასში ქართულ ენაში ღია გაკვეთილი ჩატარდა.
გაკვეთილზე ეროვნული სასწავლო გეგმით გათვალისწინებული პროგრამების შეჯამება მოხდა.
ოფრეთის საჯარო სკოლაში განხორციელებულ ღია გაკვეთილს, რომელსაც ქართული, როგორც მეორე ენის კონსულტანტ- მასწავლებელი თინა ბაწაშვილი ხელმძღვანელობდა, პირველი კლასის მოსწავლეთა მოსწავლეთა მშობლები და სკოლის დირექცია ესწრებოდა.
სკოლის წარმომადგენლის თქმით, მოსწავლეებმა მხიარული აქტივობების ფონზე წარმოაჩინეს ის უნარები და შესაძლებლობები, რომელიც მომავალში ხელს შეუწყობს მათ მომდევნო საფეხურზე უკეთ სწავლაში.
ღია გაკვეთილი, რომელის დასასრულსაც მოსწავლეები ქების სიგელებით დაჯილდოვდნენ, მხიარული, საინტერესო და სიურპრიზებით სავსე აღმოჩნდა, როგორც მოსწავლეებისთვის ასევე მშობლებისთვის.
იხილეთ ფოტოები:
„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხ ძირითად მიმართულებაში
ინფორმაცია იმ მასწავლებლებს, ეხება რომლებმიც 2026-2027 სასწავლო წლის ზამთრის პერიოდში ორგანიზებულ საგნის გამოცდაზე დარეგისტრირდნენ
მშობელი: სავარაუდო სექსუალურ ძალადობამდე, მეოთხეკლასელი მესამეკლასელ ბიჭს გამოესარჩლა, რომელზეც ასევე ფიზიკურად ძალადობდნენ მეექვსე კლასის მოსწავლეები
მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა