სიახლეები
საინტერესო

როდესაც ოჯახში ერთი ბავშვი იზრდება - რას ამბობს დედისერთებზე მეცნიერება
10-05-2019
-
+


დედისერთებმა არ იციან გაზიარება და მხოლოდ საკუთარი თავი უყვართ - ეს სტერეოტიპები თაობიდან თაობას გადაეცემა. საინტერესოა საიდან ჩაეყარა მათ საფუძველი?

ყველაფერი მარტივი გამოკითხვით დაიწყო

ჯერ კიდევ 1898 წელს ცნობილმა ამერიკელმა პედაგოგმა იუჯინ უილიამ ბოჰანონმა მის მიერ ჩატარებული გამოკითხვის შედეგები გამოაქვეყნა, რომელშიც 200 ადამიანი მონაწილეობდა (იმ დროისთვის ეს კვლევის ჩატარების ახალი ფორმა იყო). ამ ადამიანებს სთხოვდნენ დაესახელებინათ თვისებები, რომლებიც მათ ნაცნობ დედისერთებს ახასიათებდათ.

196 შემთხვევაში გამოკითხვის მონაწილეები ასეთ ბავშვებს აღწერდნენ როგორც ძალიან გათამამებულებს და ეგოისტურებს.

ბოჰანონს მიღებულ შედეგებს კოლეგები დაეთანხმნენ და იდეა იმის შესახებ რომ ერთადერთი ბავშვი - ძალიან ცუდია, საზოგადოებაში ფართოდ გავრცელდა.

XX საუკუნის დასაწყისში ოჯახში ერთადერთი ბავშვის პორტრეტს კიდევ ერთი დეტალი დაემატა - მშობლების მხრიდან ჰიპერმზრუნველობის გამო, რომლებიც ბავშვისკენ მიმართავენ არა მხოლოდ მთელ სიყვარულს, არამედ ყველა თავის შიშსა და შფოთვებს, ის სუსტი ნერვების მქონე იპოქონდრიკი იზრდებოდა.

ბავშვები ძლიერი ემოციური კავშირით

პირველი დედისერთებს ტექსასის შტატის უნივერსიტეტის ფსიქოლოგი  ტონი ფელბო გამოექომაგა. 1986 წელს მან გამოაქვეყნა სტატია ამ თემაზე ჩატარებული 200-ზე მეტი სხვა კვლევიდან მიღებული მონაცემთა ანალიზის შედეგებით.

აღმოჩნდა, რომ დედისერთა და დედმამიშვილიანი ბავშვების პიროვნულ მახასიათებლებს შორის განსხვავება არ არის.

ფელბომ, სინამდვილეში, მხოლოდ ერთი განსხვავება იპოვა - დედისერთებს უფრო მტკიცე ემოციური კავშირი აქვთ მშობლებთან, ვიდრე ბავშვებს მრავალშვილიანი ოჯახებიდან.

ფელბოს დასკვნები მოგიანებით სხვა კვლევებმაც გაამყარეს, მათ შორის ბავშვთა ფსიქოლოგების ანდრეას კლოკეს და სვენ შტადტმიულერს 2018 წელს ჩატარებულებმა. მკვლევარებმა გამოკითხვების შედეგები გააანალიზეს, რომლებშიც დაახლოებით ათი ათასი გერმანელი მოსწავლე მონაწილეობდა.

ყველაფერთან ერთად, კლოკე და შტადტმიულერი ბავშვებისა და მშობლების ურთიერთობის ხარისხს აქცევდნენ ყურადღებას. ეს კრიტერიუმი აჩვენებს, რამდენად მსუბუქად და მარტივად შუძლია ბავშვს დაიწყოს საუბარი მშობლებთან მისთვის მნიშვნელოვან თემებზე.

შედეგად გაირკვა, რომ ყველაზე მეტად საკუთარი პრობლემების მშობლებთან განხილვა სწორედ დედისერთებს უმარტივდებათ.
მეორე ადგილზე პირველი შვილები არიან, მესამეზე - შუათანა, ბოლო ადგილზე კი ოჯახის უმცროსი ბავშვები.

მაგრამ მიუხედავად კარგი ურთიერთობისა დედისერთა ბავშვებს ხშირად გული სწყდებათ, რომ მათ არ ჰყავთ ერთგული თანაშემწე თამაშებში, ისე, როგორც მათ, ვინც ძმებთან და დებთან ერთად იზრდება. სკოლამდელი ასაკის დედისერთა ბავშვები არც თუ იშვიათად წარმოსახვით მეგობრებს იგონებენ, მაგრამ ამის შესახებ ღელვა არ ღირს - ასეთი თამაში ბავშვს სხვა ბავშვებთან ურთიერთობის უნარს უვითარებს.

ჩემპიონები წარმოსახვით მეგობრებში

ოჯახის ერთადერთ ბავშვებში მაინც აღმოაჩინეს ზოგიერთი პიროვნული განსაკუთრებულობა. ჩინელი ფსიქოლოგის ძიან ცის ჩატარებულმა ახალმა კვლევამ აჩვენა, რომ დედისერთებს დიდად არ უყვართ კომპრომისებზე წასვლა, თანამშრომლობა და სხვა ადამიანების თანაგრძნობა.  ფსიქოლოგმა 126 დედისერთა და 170 დედმამიშვილიანი სტუდენტის ფსიქიკური შესაძლებლობები  და პირადი მახასიათებლები გატესტა.

ოჯახის ერთადერთმა ბავშვებმა ტოლერანტობის ტესტში ნაკლები ქულა დააგროვეს.

ტოლერანტული ხალხი ალტრუისტულია, მზად არის დაეხმაროს, ითანამშრომლოს და თანაუგრძნოს სხვებს. მაგრამ ამასთან ერთადერთ ბავშვებს აღმოაჩნდათ უფრო კრეატიული, მოქნილი აზროვნება, ვიდრე მათ, ვინც ძმასთან ან  დასთან იზრდებოდა. შესაძლოა იმიტომ, რომ მათ ადრეული ასაკიდან თამაშის დროს მხოლოდ საკუთარ ფანტაზიის და გამომგონებლობის იმედი ჰქონდეთ.

იმაზე, თუ როგორი გაიზრდება ერთადერთი ბავშვი, დიდი რაოდენობით ფაქტორი ახდენს გავლენას.

პირველ რიგში - განვითარების ის შესაძლებლობები, რომელსაც მისთვის ოჯახი უზრუნველყოფს. ერთადერთი ბავშვები, როგორც წესი, იზოლაციაში არ ცხოვრობენ და სხვა ბავშვებთან ურთიერთობას არ არიან მოკლებული - ისინი საბავშვო ბაღებში, სხვადასხვა წრეებზე და სკოლაში დადიან.


კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ შემოდგომის სეზონის საგნობრივი ჩემპიონატი მათემატიკის ოლიმპიადით დასრულდა

„ეტალონის“ საგნობრივი ჩემპიონატი მათემატიკის ოლიმპიადით სრულდება

ინგლისური ენის ოლიმპიადა შემოდგომის სეზონზე პირველად გაიმართა

„ეტალონის“ ინგლისური ენის ოლიმპიადა პირველად ტარდება

სიახლეები

„ეტალონის“ შემოდგომის სეზონის საგნობრივი ჩემპიონატი მათემატიკის ოლიმპიადით დასრულდა

 მოსალოდნელია წვიმა, მთიან რაიონებში თოვლი, ნისლი, ქარბუქი, გზებზე ლიპყინული...

ბაღიდან გათავისუფლებული აღმზრდელი, რომლის აღსაზრდელსაც კარადა დაეცა, სამსახურში სასამართლომ დააბრუნა

საჯარო სკოლებში ხელფასების მატებასთან დაკავშირებით სამინისტრო ინფორმაციას ავრცელებს

1 სპეციალობა, 1 უნივერსიტეტი - შეზღუდვა და ცვლილებები აბიტურიენტებისთვის პარლამენტმა დაამტკიცა

პიროვნება

etaloni.ge-ს ბლიც-კითხვებს სიღნაღის მუნიციპალიტეტის სოფელ საქობოს საჯარო სკოლის დირექტორი დოდო ბეგიაშვილი პასუხობს

„მოსწავლის განვითარებისთვის მნიშვნელოვანია, რომ სკოლაში იყოს თბილი, მხარდამჭერი და შთამაგონებელი გარემო“
 
სკოლები

etaloni.ge-ს ბლიც-კითხვებს მუხროვანის საჯარო სკოლის დირექტორი სვეტლანა სუხორუკოვა პასუხობს

სკოლაში მადლობას უხდიან ლუიზა ტვილდიას მასპინძლობისა და საინტერესო გამოცდილების გაზიარებისთვი

კონფერეცნია მოსწავლეებისთვის მეტად საინტერესო და სასწავლო შემეცნებითი აღმოჩნდა

საინტერესო

„ეტალონის“ შემოდგომის სეზონის საგნობრივი ჩემპიონატი მათემატიკის ოლიმპიადით დასრულდა

„ეტალონის“ საგნობრივი ჩემპიონატი მათემატიკის ოლიმპიადით სრულდება

რა გავლენას ახდენს ChatGPT მოსწავლეებსა და სწავლაზე? - საინტერესო კვლევა

ინგლისური ენის ოლიმპიადა შემოდგომის სეზონზე პირველად გაიმართა

გამორჩეული ათეულების შესახებ გაიგზავნება წარმატების დამადასტურებელი საინფორმაციო წერილები

სიახლეები
საზოგადოება