სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

ჯგალის თემის საჯარო სკოლაში გიორგობა და ჯგალელობა აღნიშნეს
07-05-2019
-
+


კალისტრატე სალიას სახელობის ჯგალის თემის საჯარო სკოლაში გიორგობა და ჯგალელობა აღნიშნეს.

6 მაისი წმინდა გიორგის აღსრულების დღეა და სრულიად საქართველო ზეიმობს ამ საუფლო დღესასწაულს. წლევანდელი 6 მაისი ჯგალის თემში განსაკუთრებულად აღნიშნეს. სოფლის წმინდა გიორგის სახელობის ტაძრის მოძღვრის მამა ილია ლუკავას ინიციატივით საფუძველი ჩაეყარა ახალ ტრადიციას-ჯგალელობას და ამ დღეს კალისტრატე სალიას სახელობის ჯგალის თემის საჯარო სკოლაში საეკლესიო და საერო დღესასწაული (გიორგობა და ჯგალელობა) ერთად აღნიშნეს.

სკოლის წარმომადგენლის თქმით, მოსწავლეებმა წარმოადგინეს ჯგალის ისტორია და კულტურა. გაიხსენეს ღირსეული მამულიშვილები. დამსწრე საზოგადოებას გააცნეს „დიდი წალენჯიხელი“ კალისტრატე სალიას ცხოვრება და მოღვაწეობა.

სკოლის აღსაზრდელებმა ვიდეორგოლით - „თანამედროვე გმირები“ პატივი მიაგეს აგვისტოს ომში დაღუპული გმირის, ჯგალის მკვიდრი, კობა ხარჩილავას ხსოვნას, წაიკითხეს ლექსები სამშობლოზე, წმინდა გიორგიზე, საცეკვაო ნომრები შეასრულეს და პატრიოტული თემატიკის სიმღერები იმღერეს.

სკოლის ეზოში მოსწავლეების დამზადებული ნივთებისა და სუვენირების გამოფენა-გაყიდვა გაიმართა.

ღონისძიების დასასრულს დამსწრე საზოგადოება და სრულიად საქართველო დალოცა ცხუმ-ცაიშის, გერმანიისა და ავსტრიის მიტროპოლიტმა მეუფე გერასიმემ, ჯგალის წმინდა გიორგის სახელობის ტაძრის მოძღვარმა მამა ილია ლუკავამ, სიტყვით გამოვიდა წალენჯიხის საგანმანათლებლო რესურსცენტრის უფროსი ლირა ღურწკაია.

ღონისძიების დასრულების შემდეგ ტრაპეზი გაიმართა.

იხილეთ ფოტოები


კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები

რამდენით იზრდება მასწავლებლების ხელფასები - 2027 წლის ბიუჯეტის პროექტის მეორე განხილვა

სახელმწიფო უნივერსიტეტებში მობილობის წესები იცვლება – რა შეზღუდვები ამოქმედდება 2026-2027 სასწავლო წლიდან

3 ქალაქი 3 საგამოცდო ცენტრი მასწავლებელთა გამოცდებისთვის - დეტალები

მასწავლებელთა გამოცდები 11 იანვარიდან დაიწყება - დეტალური განრიგი ჩასაბარებელი საგნების მიხედვით ცნობილია

პიროვნება
სკოლები

სკოლაში, სადაც მოსწავლეთა გარემოსდაცვითი პასუხისმგებლობის ამაღლებაზე ყოველთვის განსაკუთრებულად ზრუნავენ, ინიციატივას სიხარულით შეხვდნენ

საინტერესო

მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება