სიახლეები
სიახლეები

2019 წლის სექტემბრიდან მასწავლებლებისთვის ხელფასების ზრდა ბიუჯეტში გათვალისწინებული არ არის - ფინანსთა მინისტრის მოადგილე
07-05-2019
-
+


ფინანსთა მინისტრის მოადგილემ გიორგი კაკაურიძემ პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტის სხდომაზე საქართველოს 2019 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის 3 თვის შესრულების მიმოხილვა წარმოადგინა და დეპუტატების კითხვებს უპასუხა.

როგორც გიორგი კაკაურიძემ სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, 2019 წლიდან პედაგოგებისთვის ხელფასების ზრდა ბიუჯეტში გათვალისწინებული არ არის.

გიორგი კაკაურიძეს გამოეხმაურა განათლების კომიტეტის წევრი სერგო რატიანი და აღნიშნა, რომ ფინანსთა მინისტრის მოადგილის სიტყვები იმას ნიშნავს, რომ ხელისუფლება კვლავ ატყუებს მოსახლეობას.

„როდესაც იყო ნათქვამი რომ 2022 წელს იქნება მატება და 2021 წელსაც მოემატება, იქვე იყო ნათქვამი, რომ 2019 წელსაც იქნება ხელფასების მატება. თქვენ ახლა ამბობთ, რომ კვლავ მოგვატყუა „ქართული ოცნების“ ხელისუფლებამ“, - განაცხადა რატიანმა.

კაკაურიძემ კიდევ ერთხელ განაცხადა, რომ 2019 წლის ბიუჯეტში მასწავლებლებისთვის ხელფასის ზრდა გათვალისწინებული არ არის, თუმცა, დასძინა, რომ დამატებითი თანხების მობილიზება ეკონომიკური რესურსების ფონზე შესაძლებელია.

„მე კიდევ ერთხელ გეტყვით, რომ 2019 წლის ბიუჯეტში გათვალისწინებული არ არის ხელფასების მატება, თუმცა ჩვენ ვუყურებთ და ეკონომიკურ ანალიზს ვუკეთებთ იმ შემოსავლებს, რომელიც გვაქვს და ვფიქრობთ, ეკონომიკური რესურსი მოგვცემს იმის საშუალებას, რომ წარმოვადგინოთ ბიუჯეტში ცვლილებები და უზრუნველყოთ ამ მიმართულებით დამატებითი თანხების მობილიზება“,- აღნიშნა კაკაურიძემ.

ასევე იხილეთ: „განათლების სამინისტროსგან ველოდები დეტალურ პროექტს პედაგოგების ანაზღაურებასთან დაკავშირებით“ - მარიამ ჯაში


კომენტარები


ეტალონი

მათემატიკის ოლიმპიადა დაიწყო - „ეტალონის“ საგნობრივი ჩემპიონატი გრძელდება

2-3 ივნისი ლოგიკური აზროვნებისა და ზოგადი განათლების ოლიმპიადის დღეებია - „ეტალონის“ საგაზაფხულო ჩემპიონატი გრძელდება

„დიდი მადლობა „ეტალონს“ ამ ახალი და ძალიან საინტერესო პროექტისთვის“

„ეტალონის“ საგაზაფხულო ჩემპიონატი დაიწყო - ოლიმპიადები სამ საგანში იმართება

ონლაინ ჩემპიონატში II-XI კლასების მოსწავლეებს შეეძლებათ მონაწილეობა

სიახლეები

სკოლების ჩამონათვალი, რომელთა ფართის ცვლილება და მოსწავლეთა რაოდენობის ზრდა სექტემბრის პირველივე სხდომაზე განიხილება

ცვლილება 25 აგვისტოდან ამოქმედდება - ინფორმაციას განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრი ავრცელებ

როდის აესახებათ გამოცდაჩაბარებულ მასწავლებლებს ინფორმაცია „ესქულის“ ბაზაში - განმარტება

ქართული სალიტერატურო ენის ნორმებში ცვლილება შევიდა - პრემიერის ბრძანება ძალაშია

პიროვნება
„ჩვენთან გამოცდილი პედაგოგები არიან, არ უჭირთ ბავშვებთან ურთიერთობა“
„დიდი პატივისცემა გამოცდილ პედაგოგებს ჩემგან, მაგრამ ვცდილობ, ახალგაზრდებით შევავსოთ კოლექტივი“
 
„სიხალისე და გახსნილობა ბავშვებისთვის დიდი სტიმულია... ასევე მნიშვნელოვანია, გამოცდილი პედაგოგების პრაქტიკების გათვალისწინება“... 
 
სკოლები
სამიქაოს საჯარო სკოლა მწუხარებას გამოთქვამს ფიზიკა-მათემატიკის მასწავლებლის, ანზორ ჯანგველაძის გარდაცვალების გამო 
„ჩვენ ვაგრძელებთ უსაფრთხო, ინკლუზიური და თანამედროვე სასწავლო გარემოს განვითარებას“...
 
„ათდღიანი ვიზიტი ერთდროულად დატვირთული იყო სასარგებლო, საინტერესო, შემეცნებითი და გასართობი მრავალფეროვანი აქტივობებით“
საინტერესო

როგორ უნდა მიხვდეთ, რომ თქვენი შვილი ბაღისთვის მზად არ არის?

სიახლეები
საზოგადოება