| მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |

ხონის მუნიციპალიტეტის, მალხაზ აბაშიძის სახელობის ჩაის მეურნეობის საჯარო სკოლაში ბულინგთან ბრძოლის საერთაშორისო დღე აღნიშნეს.
ღონისძიებას თემაზე - „ერთად ვებრძოლოთ ბულინგს“ სამოქალაქო განათლების მასწავლებელი ნონა მაჭარაშვილი ხელმძღვანელობდა.
სკოლის წარმომადგენლის თქმით, ღონისძიების დაგეგმვასა და წარმართვაში განსაკუთრებული წვლილი შეიტანეს მე-12 კლასის მოსწავლეებმა - ანა ნადირაძემ, ქრისტინე ძაგნიძემ, თამუნა ხაჭაპურიძემ. მათ ბულინგის სახეებსა და ფორმებზე პრეზენტაცია გააკეთეს. ისაუბრეს საქართველოს სკოლებში ბულინგის შემთხვევების შესახებ წარმოებული კვლევის შედეგებზე. მოსწავლეებმანახეს ფილმი - „ჩაანაცვლე ბულინგი მეგობრობით“.შემდეგ მოეწყო დისკუსია და მოსწავლეებს სხვადასხვა სახალისო აქტივობით შესაძლებლობა მიეცათ ერთმანეთისათვის გულახდილად მიეწერათ, თუ რას ფიქრობდნენ მათზე- 3 დადებითი და 1 უარყოფითი თვისება.
ბულინგის საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაში სკოლის ყველა მოსწავლე აქტიურად ჩაერთო.
იხილეთ ფოტოები
„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხ ძირითად მიმართულებაში
3 ქალაქი 3 საგამოცდო ცენტრი მასწავლებელთა გამოცდებისთვის - დეტალები
მასწავლებელთა გამოცდები 11 იანვარიდან დაიწყება - დეტალური განრიგი ჩასაბარებელი საგნების მიხედვით ცნობილია
დირექტორი დადებითად აფასებს, როგორც სასწავლო პროცესის დროს მობილური ტელეფონების გამოყენების შეზღუდვას, ისე სკოლებში სასკოლო ფორმების შემოღებას.
„ჩვენი სკოლის უსაყვარლესი პირველკლასელები სიხარულით შეუერთდნენ ამ პროგრამას“
მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა