| მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |

ქობულეთის მუნიციპალიტეტის, ჩაისუბნის N2 საჯარო სკოლის მე-8 კლასში თემაზე -,,საჭმლის მომნელებელი სისტემის დაავადებები - შაქრიანი დიაბეტი, სიმსუქნე, ანორექსია, კუჭის წყლული“ როლური თამაშების გამოყენებით გაკვეთილი ჩატარდა.
სასწავლო პროცესს ბიოლოგიის მასწავლებელი მანანა ლემსაძე ხელმძღვანელობდა.
მანანა ლემსაძის თქმით, საგაკვეთილო პროცესს საინტერესოს ხდის მრავალფეროვანი და სახალისო აქტივობების გამოყენება, მაგ. როლური თამაშები მერვე კლასში ადამიანის ანატომიის გაკვეთილებზე.
„თემაზე - ,,საჭმლის მომნელებელი სისტემის დაავადებები - შაქრიანი დიაბეტი, სიმსუქნე, ანორექსია, კუჭის წყლული“ მოსწავლეებმა საინტერესოდ შეასრულეს როლები ჯგუფებში: სასწრაფო დახმარების ბრიგადა, ლაბორანტი, ექიმი დიეტოლოგი, ენდოკრინოლოგი, მკურნალი ექიმი, ავადმყოფი, მეზობელი და ა.შ.
მოსწავლეებმა იციან, რომ როლს ისე ვერ მოირგებენ, თუ თეორიული ცოდნა არ აქვთ. იმდენად მოწონთ როლების მორგება, რომ თეორიული ნაწილი-ადამიანის ორგანიზმის ანატომიური აგებულება და ფიზიოლოგია შემოესწავლებათ. მედიკამენტოზური მკურნალობის ნაცვლად ერთმანეთს რჩევებს აძლევენ, აქცენტი კი სწორ კვებაზე კეთდება. იციან, რომ სწორი დიაგნოზი და ეფექტური რჩევები დაეხმარებათ მკურნალობაში და რაც მთავარია დაავადების პრევენციაში. ასე ცდილობენ დაამკვიდრონ ცხოვრების ჯანსაღი წესი და დაეხმარონ ირგვლივ მყოფ ადამიანებს.
ესაა ხელოვნება, სწავლა თამაშით, მოწონთ თეთრი ხალათით, წნევის აპარატით, ფონენდოსკოპით პოზირება-შესვენემაზე ფოტოსესიას აწყობენ, იძენენ მიღებული ცოდნის პრაქტიკაში გამოყენების უნარს, ეს ეხმარება პროფესიულ ორიენტაციაში, ვითარდება თანამშრომლობის, ურთიერთდახმარების, ურთიერთგანცდის უნარები“,-აღნიშნავს პედაგოგი.
იხილეთ ფოტოები
„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხ ძირითად მიმართულებაში
პედაგოგების ფინანსური დახმარებისთვის 4 მილიონი ლარი გაიცა - სახელმწიფო ბიუჯეტი
დირექტორი დადებითად აფასებს, როგორც სასწავლო პროცესის დროს მობილური ტელეფონების გამოყენების შეზღუდვას, ისე სკოლებში სასკოლო ფორმების შემოღებას.
მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა