TOP ნიუსი
სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სიახლეები

საჯარო სკოლის დირექტორის დანიშვნისა და უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის წესში ცვლილებები შევიდა
01-05-2019
-
+


„ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების საჯარო სამართლის იურიდიულ პირებად დაფუძნებისა და საჯარო სკოლის წესდების დამტკიცების შესახებ“ ბრძანებაში ცვლილებები შევიდა.

განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მიხეილ ბატიაშვილის ბრძანებით, შეიცვალა საჯარო სკოლის დირექტორი/დირექტორის მოვალეობის შემსრულებლის არჩევის, დანიშვნის და დირექტორისთვის უფლებამოსილების შეწყვეტის საკითხები.

  • სამეურვეო საბჭოს მიერ საჯარო სკოლის დირექტორის შესარჩევი კონკურსის წესის შესაბამისად დირექტორის არარჩევის/ვერარჩევის შემთხვევაში, განათლების სამინისტრო უფლებამოსილია 6 წლის ვადით დანიშნოს დირექტორი დისკრეციული უფლებამოსილების ფარგლებში;
  • დირექტორი/დირექტორის მოვალეობის შემსრულებელი ნიშნავს დირექტორის იმ მოადგილეს, ხოლო დირექტორის მოადგილის თანამდებობის არარსებობის შემთხვევაში – სკოლის იმ თანამშრომელს, რომელიც დირექტორის/დირექტორის მოვალეობის შემსრულებლის მიერ თავისი უფლებამოსილების განხორციელების შეუძლებლობის შემთხვევაში, შეასრულებს დირექტორის მოვალეობას, და ამ მონაცემს სარეგისტრაციოდ უგზავნის საჯარო სამართლის იურიდიულ პირს – განათლების მართვის საინფორმაციო სისტემას (შემდგომში – მართვის სისტემა);
  • დირექტორისათვის უფლებამოსილების შეწყვეტის ან დირექტორის მიერ თავისი უფლებამოსილების 60 სასწავლო დღის განმავლობაში განხორციელების შეუძლებლობის შემთხვევაში, განათლებისმინისტრი უფლებამოსილია დანიშნოს/ გაათავისუფლოს დირექტორის მოვალეობის შემსრულებელი.

აღსანიშნავია, რომ „ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების საჯარო სამართლის იურიდიულ პირებად დაფუძნებისა და საჯარო სკოლის წესდების დამტკიცების შესახებ“ ბრძანებას დაემატა შემდეგი პუნქტები:

  • დირექტორისათვის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის ან დირექტორის მიერ თავისი უფლებამოსილების 60 სასწავლო დღის განმავლობაში განხორციელების შეუძლებლობის შემთხვევაში, დირექტორის მოვალეობის შემსრულებლის ან დირექტორის არჩევამდე/დანიშვნამდე დირექტორის მოვალეობას ასრულებს მართვის სისტემაში რეგისტრირებული პირი;
  • დირექტორისათვის ვადამდე უფლებამოსილების შეწყვეტის ან დირექტორის მიერ თავისი უფლებამოსილების 60 სასწავლო დღის განმავლობაში განხორციელების შეუძლებლობის შემთხვევაში, მართვის სისტემაში რეგისტრირებული პირი ნიშნავს დირექტორის მოვალეობის შემსრულებლად სკოლის იმ თანამშრომელს, რომელიც მის მიერ თავისი უფლებამოსილების განხორციელების შეუძლებლობის/უფლებამოსილების შეწყვეტის შემთხვევაში შეასრულებს დირექტორის მოვალეობას. იმ შემთხვევაში, თუ ასეთი პირი ერთ თვეზე მეტი ვადით ასრულებს დირექტორის მოვალეობას, საჭიროებს მართვის სისტემაში რეგისტრაციას, ეს რეგისტრაცია არ იწვევს ამავე სკოლაში წინა რეგისტრაციის ავტომატურად შეწყვეტას;
  • პირი, რომელიც დირექტორის მოვალეობას ასრულებს, მისი შრომის ანაზღაურება განისაზღვრება  დირექტორის თანამდებობრივი სარგოს შესაბამისად;
  • დირექტორის არჩევა ან დირექტორის/დირექტორის მოვალეობის შემსრულებლის დანიშვნა იწვევს დირექტორის მოადგილის/მოადგილეების უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტას.

კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები

ამინდის უარესდება, მოსალოდნელია ძლიერი ნალექი - ინფორმაციას გარემოს ეროვნული სააგენტო ავრცელებს 

რეპეტიტორიუმში პედაგოგების დასაქმებისთვის რეკომენდაციებს მასწავლებლის სახლი გასცემს - ხუციშვილი დეტალებზე

სკოლებისთვის ვადა გახანგრძლივდა - სისტემაში კომისიების დამატება 5 ნოემბრის ჩათვლითაა შესაძლებელი

პროფესიული თანამშრომლობა, გამოცდილების გაზიარება და ახალი საგანმანათლებლო მიდგომები - მასწავლებლის საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილი შეხვედრა

ვიდეოინსტრუქცები და ახალი რესურსები ელექტრონლი ჟურნალის გამოსაყენებლად პროფესიული განათლების მასწავლებლებისთვის 

პიროვნება

დირექტორი დადებითად აფასებს, როგორც სასწავლო პროცესის დროს მობილური ტელეფონების გამოყენების შეზღუდვას, ისე სკოლებში სასკოლო ფორმების შემოღებას.

სკოლები
„ისინი ერთად გაიზრდებიან. ხეები იშრიალებენ და ბავშები დატკბებიან თავისი შრომის შედეგით“
 
სსიპ ვანის მუნიციპალიტეტის სოფელ მუქედის საჯარო სკოლა
 
საინტერესო

მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება