სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

კერძო სკოლა „ანაბასისის“ მოსწავლეები წიგნის ჩუქების დღეს აქტიურად გამოეხმაურნენ
01-05-2019
-
+


ზესტაფონის კერძო სკოლა „ანაბასისი“ 23 აპრილს, წიგნის ჩუქების დღეს აქტიურად გამოეხმაურა. 

სკოლის წარმომადგენლის ცნობით, ანაბასისელებმა მათთვის საყვარელი წიგნები აჩუქეს მეგობრებს და ძვირფას საჩუქართან ერთად ყურადღება, სითბო და სიყვარული გაუნაწილეს ერთმანეთს. 

23 აპრილი წიგნის ჩუქების დღედ დაწესდა, საქართველოს პარლამენტის ეროვნული  ბიბლიოთეკის დირექტორის, გიორგი კეკელიძისა და „ანაგრამას“ ინიციატივის მიხედვით.

#აჩუქეწიგნი - ეს კამპანიის მთავარი გზავნილია. ინიციატივის მთავარი მიზანი, ქვეყანაში წიგნისა და წიგნიერების პოპულარიზაციაა. „23 აპრილს, მსოფლიოში, წიგნთან და წიგნიერებასთან რამდენიმე მოვლენა ერთად არის დაკავშირებული: ეს არის წიგნისა და საავტორო უფლებების საერთაშორისო დღე, შექსპირისა და სერვანტესის გარდაცვალების დღე. ვიფიქრეთ, იქნებ, სწორედ ამ დღეს დაგვეწესებინა ძალიან ძვირფასი და თანაც, მარტივი ტრადიცია - წიგნის ჩუქების დღე.

წიგნის ჩუქება ყველა საჩუქარს ერთად მოიცავს: ცოდნასაც და განცდასაც, სიხარულსაც და  ტკივილის გაძლების სწავლსაც, ნივთს, ჩაფიქრებას, დაკვირვებას, ამ დაკვირვებით  გაკვირვებას. წიგნი კაცობრიობის მეხსიერების ჯამია, ისეთივე გამოცდილება, როგორიც მე და შენ გვაქვს. ამ ინიციატივის მიზანია წიგნისა და წიგნიერების პოპულარიზაცია.  ეროვნული ბიბლიოთეკის მთავარი ფუნქციაც ხომ სწორედ ეს არის“ - ამბობს გიორგი  კეკელიძე.

„ანაგრამაში“ ამბობენ, რომ ეს ინიციატივა ძალიან მნიშვნელოვანია. „ჩვენთვის, „ანაგრამელებისთვის“ ასეთი ინიციატივები განსაკუთრებით მნიშვნელოვანია. ვფიქრობთ, რომ განათლების საკითხი უმთავრესი პრობლემაა ქვეყანაში და ამ მიმართულებით მრავალმხრივი მუშაობა აუცილებელია. ცხადია, ეს ინიციატივა სიმბოლური აქტივობაა, რომლითაც გვინდა სახალისო ფორმით შევახსენოთ ადამიანებს, რომ ხანდახან მაინც, ასეთი საჩუქრის გაკეთება სასარგებლოა და რომ ერთი ნაჩუქარი წიგნი ბევრი ახალი აღმოჩენის მიზეზადაც შეიძლება იქცეს“, - ამბობს თაკო როდონაია.

იხილეთ ფოტოები 


კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები

3 ქალაქი 3 საგამოცდო ცენტრი მასწავლებელთა გამოცდებისთვის - დეტალები

მასწავლებელთა გამოცდები 11 იანვარიდან დაიწყება - დეტალური განრიგი ჩასაბარებელი საგნების მიხედვით ცნობილია

ინფორმაცია საგანმანათლებლო რესურსცენტრებისთვის

პედაგოგების ფინანსური დახმარებისთვის 4 მილიონი ლარი გაიცა - სახელმწიფო ბიუჯეტი

სასკოლო ფორმა ყველა მოსწავლისთვის სავალდებულო არ არის -  როდის და რა მიზეზით შეგიძლიათ უარი თქვათ ფორმის ტარებაზე 

პიროვნება

დირექტორი დადებითად აფასებს, როგორც სასწავლო პროცესის დროს მობილური ტელეფონების გამოყენების შეზღუდვას, ისე სკოლებში სასკოლო ფორმების შემოღებას.

სკოლები
საინტერესო

მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება