სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

ახალი დიოკნისის საჯარო სკოლაში წიგნისა და საავტორო უფლებების მსოფლიო დღე აღნიშნეს
30-04-2019
-
+


მარნეულის მუნიციპალიტეტის, ახალი დიოკნისის საჯარო სკოლაში წიგნისა და საავტორო უფლებების მსოფლიო დღე აღნიშნეს.


სკოლის წარმომადგენლის თქმით, მოსწავლეებმა, მასწავლებლებმა და ადმინისტრაციამ აქცია - ,,აჩუქე წიგნები“ განახორციელეს.


სკოლის ბიბლიოთეკას საჩუქრად გადასცეს საინტერესო და მოზარდებისთვის აუცილებელი მხატვრული ლიტერატურა.


სკოლის ბიბლიოთეკარმა ირმა გელაძემ აღნიშნა, რომ მსგავსი აქციები არამარტო გაამდიდრებს საბიბლიოთეკო ფონდს, არამედ მოსწავლეებს წაახალისებს ხშირად შეიძინონ წიგნები და იკითხონ მეტი.


ბიბლიოთეკის ინიციატივით სკოლაში მიწვეული იყო სკოლის კურსდამთავრებული, ახალგაზრდა პოეტი გოჩა ძირკვაძე. მოეწყო პოეზიის საღამო. სკოლის დირექტორმა დამწერლობისა და წიგნის შექმნის შესახებ და  წიგნის კითხვის მნიშვნელობის აუცილებლობაზე ისაუბრა.


გოჩა ძირკვაძემ საკუთარი ლექსები წაიკითხა და მოსწავლეებს საკუთარი შემოქმედების შესახებ უამბო. ახალგაზრდა პოეტმა ქართველი მწერლებისა და პოეტების საინტერესო ბიოგრაფიული ფაქტების შესახებ მოუთხრო. ლექსები წაიკითხეს მოსწავლეებმაც.


„სამომავლოდ დაიგეგმა ბუნებაში მოეწყოს პოეზიის საღამო, უფრო ფართო  მაშტაბით. აღნიშნული ღონისძიებები მნიშვნელოვანია მოსწავლის სწავლის მოტივაციის ასამაღლებლად“,-აღნიშნავს სკოლის წარმომადგენელი. 


იხილეთ ფოტოები


კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები

ხედვის შეფასების კრიტერიუმები, მაქსიმალური და მინიმალური ქულა დადებითი პასუხისთვის მასწავლებლის სახლის დირექტორის ბრძანებით დადგინდა 

2024 წლის მთავარ სიახლეზე ინფორმაციას NAEC ავრცელებს

რომელი მოქმედი მასწავლებლები ვერ გავლენ ზამთარში გამოცდაზე - განმარტება

მასწავლებლებს შეუძლიათ უარი თქვან გამოცდაში მონაწილეობაზე

პიროვნება
სკოლები
საინტერესო

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება