| მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |

ქუთაისის N40 საჯარო სკოლის მხიარული სტარტების გუნდი „არგონავტები“ იმერეთის რეგიონის ჩემპიონი გახდა.
შეჯიბრი თერჯოლის სპორტის სასახლეში გაიმართა და მასში რეგიონის თორმეტ მუნიციპალიტეტში გამაჯვებული გუნდები მონაწილეობდნენ. ქუთაისის N40 საჯარო სკოლის მოსწავლეებმა დამაჯერებლად იასპარეზეს. მათ ყველა პაექრობა მოიგეს, ხოლო ფინალურ შეხვედრაში სძლიეს სამტრედიის მე-11 საჯარო სკოლას ანგარიშით 42:20.
„ჩვენი სკოლის გუნდმა რეგიონალურ პირველობაზე ასპარეზობამდე მოიგო ქუთაისის პირველობა, სადაც მონაწილეობდა ქუთაისის 23 საჯარო სკოლის გუნდი. ფინალურ შეხვედრაში დაამარცხეს გასული წლის საქართველოს ვიცე ჩემპიონი, ქუთაისის 21-ე საჯარო სკოლის გუნდი. რეგიონალური თამაშის ორგანიზატორებმა ერთხმად აღნიშნეს ჩვენი სკოლის გუნდის ორგანიზებულობა, რაც სპორტის პედაგოგების, გულნარა ბზიკაძისა და ბესიკ ჯანელიძის დაუღალავი მუშაობის შედეგია“ - აღნიშნეს სკოლაში.
ჩემპიონი გუნდი შემდეგი შემადგენლობით ასპარეზობდა: მარიამ აბუთიძე, ნინო ფერცულიანი, გიორგი ტყეშელაშვილი, მალხაზ ლორია, ნინი გოგოლაძე, ანანო ორმოცაძე, ლუკა სალარიძე, გიორგი ბენდელიანი, სანდრა გაბუნია, მარიამ გოგოლაძე, ლევან ქათამაძე, თორნიკე ქაშაკაშვილი, მანდატურის სამსახური - რამაზ ხუხუა და მშობელი - ნათია გოდერიძე.
სკოლის დირექცია, მასწავლებლები, მოსწავლეები და მშობლები ულოცავენ ღირსეულ გამარჯვებას „არგონავტებს“ და მომავალ ასპარეზობებშიც წარმატებებს უსურვებენ.
იხილეთ ფოტოები
„ეტალონის“ ოლიმპიადაში მონაწილეობა კი საქართველოს მასშტაბით ასეულობით მოსწავლისთვის უკვე ნიშნავს გამარჯვებას
„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება
ხელფასი საბავშვო ბაღის 40 ათასზე მეტი თანამშრომელს გაეზრდება - კიდევ რომელი სფეროს წარმომადგენელბს ეხებათ ანაზღაურების მატება
საბავშვო ბაღები იკეტება - როდიდან განახლდება სააღმზრდელო პროცესი გურჯაანის სკოლამდელ დაწესებულებებში
დირექტორი მიიჩნევს, რომ სასკოლო ფორმა მოსწავლეს განსაკუთრებულ პასუხისმგებლობას აკისრებს
„ეტალონის“ ოლიმპიადაში მონაწილეობა კი საქართველოს მასშტაბით ასეულობით მოსწავლისთვის უკვე ნიშნავს გამარჯვებას