სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

ლეხაინდრაოს საჯარო სკოლის მოსწავლეებმა ნიკოლოზ ბარათაშვილის ცხოვრებასა და შემოქმედებას კედლის გაზეთი მიუძღვნეს
23-04-2019
-
+


მარტვილის მუნიციპალიტეტის, ლეხაინდრაოს საჯარო სკოლაში ქართული ენისა და ლიტერატურის პედაგოგმა მე-5 კლასის მოსწავლეებთან, ნიკოლოზ ბარათაშვილის საბედისწერო ყოფასა და უიღბლო სიყვარულზე ისაუბრა. პედაგოგის ნაამბობით ინტერესაღძრულმა მოსწავლეებმა კედლის გაზეთი „მერანი“ გამოუშვეს.

ქართული ენისა და ლიტერატურის პედაგოგი გაკვეთილის შესახებ ვრცლად საუბრობს:

„ვიფიქრე, მეხუთე კლასია, ნიკოლოზ ბარათაშვილის საბედისწერო ყოფასა და უიღბლო სიყვარულზე საუბარი ნაადრევია-მეთქი...
მშრალი ბიოგრაფიული ცნობები მივაწოდე ბავშვებს.
რვავე თვალებში მიყურებს.
ინტერესიანი მზერა აქვთ...
უცებ,
-ბავშვებო, ეკატერინე ჭავჭავაძე იცით ვინ არის?
-დავით დადიანის ცოლი, მას.-წამოხტა გიორგი.
მივხვდი, რომ არაფერიც არ იყო ნაადრევი და დავიწყე...
აუხდენელი ოცნებები, უიმედო სიყვარული, ამ სიყვარულით დაწერილი ლექსები, ეკატერინეს დაგვიანებული და დროული საჩუქარი მკითხველს, ილიას "აღმოჩენა"-ტატოს პოეზია...
ინტერესი გაუძლიერდათ, ვატყობ.
-მოდით, მოვიძიოთ ყველაფერი ტატოზე და კედლის გაზეთი გავაკეთოთ!
მეორე დღესვე მოიტანეს "ამბები"...
"მერანი" ჯერ ადრეა...
მაინც ვერ გავექეცი(თ) და სათაურისთვის "ვიქურდე"...
მე ვწერდი.
ისინი გარშემო შემომისხდნენ და ჩვენი პირველი გაზეთიც "გამოცხვა"...
ნიკოლოზ ბარათაშვილის განწირულ სულისკვეთებას ცუდად არც ამჯერად ჩაუვლია...
წინ ბევრი ასეთი ამბავია...
ბავშვებო,მიყვარხართ“,-აღნიშნავს პედაგოგი. 

იხილეთ ფოტოები


კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები

ხედვის შეფასების კრიტერიუმები, მაქსიმალური და მინიმალური ქულა დადებითი პასუხისთვის მასწავლებლის სახლის დირექტორის ბრძანებით დადგინდა 

2024 წლის მთავარ სიახლეზე ინფორმაციას NAEC ავრცელებს

პიროვნება
სკოლები
საინტერესო

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება