| მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |

ქედის მუნიციპალიტეტის ოქტომბრის საჯარო სკოლაში, ისტორიის პედაგოგ ანზორ ბასილაძის ხელმძღვანელობით ჩატარდა 1989 წლის 9 აპრილის მოვლენებისადმი მიძღვნილი ღონისძიება „9 აპრილი - საქართველოს მოუშუშებელი ტკივილი“.
ღონისძიებაში აქტიური მონაწილეობა მიიღეს V-XII კლასის მოსწავლეებმა. დამსწრე საზოგადოებას სიტყვით მიმართა სკოლის დირექტორმა ნონა გორგაძემ.
ღონისძიებას უძღვებოდნენ VI და X კლასის მოსწავლეები გიორგი კონცელიძე და მარიამ ზოიძე. მონაწილეებმა ვიდეორგოლის საშუალებით დამსწრე საზოგადოებას კიდევ ერთხელ გაახსენეს 1989 წლის 9 აპრილის მოვლენები და წუთიერი დუმილით პატივი მიაგეს ტრაგიკულად დაღუპულ გმირთა ხსოვნას. მოსწავლეებმა წაიკითხეს 9 აპრილისადმი მიძღვნილი ლექსები, მოისმინეს ჯემალ სეფიაშვილის სიმღერა „ვაჩუქოთ ერთმანეთს ტიტები“, რომელიც ნამდვილ პატრიოტულ ჰიტად და თავისუფლების ჰიმნად იქცა ქართველი ერისათვის.
დასასრულს მოსწავლეებმა ცოცხალი ყვავილებით შეამკეს ქედის მუნიციპალიტეტის ცენტრში მდებარე 9 აპრილის მემორიალური დაფა.
იხილეთ ფოტოები
„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხ ძირითად მიმართულებაში
ინფორმაცია იმ მასწავლებლებს, ეხება რომლებმიც 2026-2027 სასწავლო წლის ზამთრის პერიოდში ორგანიზებულ საგნის გამოცდაზე დარეგისტრირდნენ
მშობელი: სავარაუდო სექსუალურ ძალადობამდე, მეოთხეკლასელი მესამეკლასელ ბიჭს გამოესარჩლა, რომელზეც ასევე ფიზიკურად ძალადობდნენ მეექვსე კლასის მოსწავლეები
მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა