სიახლეები
ყველაზე პოპულარული
ეტალონი

''საჩხერის ეტალონის'' მონაწილეები და მათი გულშემატკივრები რამდენიმე საათით ადრე შეიკრიბნენ
21-03-2017
-
+


''ეტალონი'' მორიგ ინტელექტ-ჩემპიონატს ატარებს - დღეს ''საჩხერის ეტალონი მოსწავლე'' გამოვლინდება. 

სოციალურ-საგანმანათლებლო პროექტ "ეტალონის" შემოქმედებითი გუნდი, წამყვანთან, გოჩა ტყეშელაშვილთან ერთად საჩხერეს სტუმრობს.   
   
ამ წუთებში, ეროვნული ინტელექტ-ჩემპიონატი საჩხერეში, საირხის სკოლაში მიმდინარეობს.

ინტელექტ-შეჯიბრში საჩხერის სკოლებიდან გამორჩეული ახალგაზრდები მონაწილეობენ.
  
ღონისძიებას გამგებელი მალხაზ ბაზაძე, საკრებულოს თავმჯდომარე თამაზ ნადირაძე, რესურსცენტრის უფროსი ცისმარ მაჭარაშვილი, საირხის სკოლის დირექტორი ეკა ენუქიძე, საკრებულოს ჰუმანიტარულ საკითხთა კომისიის თავმჯდომარე ლევან ივანაშვილი, სკოლის წარმომადგენლები, დირექტორები, პედაგოგები, მოსწავლეები და მათი მშობლები ესწრებიან.   

''ეტალონს'' ასევე, დავით აღმაშენებლის სახელობის საქართველოს ეროვნული თავდაცვის აკადემიის წარმომადგენლები ესწრებიან. ისინი მოსწავლეებს აკადემიაში არსებული საგანმანათლებლო პროგრამების შესახებ აწვდიან ინფორმაციას.  
         
დღევანდელ შეჯიბრში გამარჯვებულს ''საჩხერის ეტალონი მოსწავლის" ტიტული მიენიჭება და ის გაზაფხულზე, ეროვნული ინტელექტ-ჩემპიონატის გრანდიოზულ ფინალში მიიღებს მონაწილეობას.       

"ეტალონი" 2016-2017 სასწავლო წელს საქართველოს ყველა ქალაქსა და მუნიციპალიტეტს ესტუმრება და ადგილზევე გამოავლენს "ეტალონ მოსწავლეებს".  



















კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

სიახლეები

მასწავლებლებს რეგისტრაციის საფასურის გადახდა მოუწევთ - ზამთარში პედაგოგები 1 ან 3 გამოცდას ჩააბარებენ

„გვაქვს სკოლები, სადაც შეიძლება საგნის მასწავლებელი არ არსებობდეს, ან ასწავლიდეს არაკვალიფიციური სპეციალისტი...“

საცდელი ტესტირება ხვალ, 20 ოქტომბერს გაიმართება - NAEC რეგისტრაციის დეტალებზე

პიროვნება
სკოლები
საინტერესო

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

მასწავლებლები იმ მოსწავლეებს, ვისაცდაწესებულ სტანდარტებთან შეუსაბამო ვარცხნილობა ჰქონდა, შენობაში შესვლის უფლებას არ აძლევდნენ

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება