| მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |

სკოლა „ოპიზას“ პედაგოგები მოსწავლეებს საგნებთან ერთად ურთიერთპატივისცემას, კაცთმოყავრეობას, მშვიდობიან თანაცხოვრებას ასწავლიან და სწორ ღირებულებებზე ზრდიან.
სულ ახლახან, სკოლა „ოპიზას“ მე-6ბ კლასის მოსწავლეებმა წარმატებით განახორციელეს საგანმანათლებლო პროექტი „დავამარცხოთ ბულინგი ერთად!“
არჩილ სულაკაურის მოთხრობის „ბიჭი და ძაღლი“ და სხვა მხატვრულ-მულტიმედიური ტექსტების სიღრმისეული განხილვის საფუძველზე, მოსწავლეებმა შეისწავლეს ბულინგის ოთხი ძირითადი ფორმა - ფიზიკური, ვერბალური, სოციალური და კიბერბულინგი.
ჯგუფურად მოამზადეს PowerPoint-ის საპრეზენტაციო მასალები, შეიმუშავეს პრევენციული წესები, შექმნეს საინფორმაციო ბუკლეტები YouTube-ის თემატური ვიდეორესურსების QR კოდებით და თანატოლებს დაურიგეს.
როგორც სკოლაში გვეუბნებიან, ეს ინიციატივა მიზნად ისახავდა მოზარდებში ემპათიის, კრიტიკული აზროვნებისა და სოციალურ-ემოციური უნარების განვითარებას, რათა ერთად შევქმნათ უსაფრთხო და მეგობრული სასკოლო გარემო.
პროექტს ხელმძღვანელობდა მე-6ბ კლასის დამრიგებელი და ქართული ენის პედაგოგი დავით შანიძე.
იხილეთ ფოტოები:
გამარჯვებების დროა! „ეტალონისა“ და IZRUNE.GE-ს ფინალური საგნობრივი ოლიმპიადები გელით
„მასწავლებლების სიყოჩაღე რომ არა, წარმოდგენაც არ მინდა, რა შეიძლება მომხდარიყო... დამატებით, გაჩუმებას გვთხოვენ, რომ არ გახმაურდეს ამბავი“
ავტორიზაციის საბჭოს უფლება ეძლევა უნივერსიტეტს სტუდენტთა მიღება 3 წლით შეუზღუდოს - ცვლილებები კანონში
შეხვედრამ საინტერესოდ და აქტიურად ჩაიარა, რამაც ხელი შეუწყო მოსწავლეთა ცნობიერების ამაღლებას და მათი ჩართულობის წახალისებას სასკოლო ცხოვრებაში
„ჩემი აზრით, სკოლაში სასკოლო ფორმების შემოღება მნიშვნელოვანი და დროული გადაწყვეტილებაა“
გამარჯვებების დროა! „ეტალონისა“ და IZRUNE.GE-ს ფინალური საგნობრივი ოლიმპიადები გელით
ტექნოლოგიების გამოყენების შეზღუდვის შემდეგ მასწავლებლებმა უკვე შეამჩნიეს, რომ მოსწავლეები სასწავლო პროცესში უფრო აქტიურად არიან ჩართულნი
„ეტალონის“ ოლიმპიადაში მონაწილეობა კი საქართველოს მასშტაბით ასეულობით მოსწავლისთვის უკვე ნიშნავს გამარჯვებას