| მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |

ასპინძის საჯარო სკოლაში აპრილისადმი მიძღვნილი ღონისძიება - „დღე მწუხარებისა და სიხარულისა“ გაიმართა.
9 აპრილს დაღუპულ გმირებს პატივი მიაგეს სკოლის მოსწავლეებმა, წაიკითხეს ლექსები, შეასრულეს სიმღერები და ცეკვები, აანთეს სანთლები.
როგორც, ღონისძიების ხელმძღვანელებმა აღნიშნეს 9 აპრილის გმირების გახსენებით იმ გმირების ღვაწლის აღიარებაა, რომლებმაც საქართველოს დამოუკიდებლობას შესწირეს თავი.
„დღე მწუხარებისა“ - საქართველოს უახლესი ისტორიისა, როდესაც საჭირო გახდა დაღვრილიყო უმანკო სისხლი გმირებისა, რათა კიდევ ერთხელ აღდგენილიყო საქართველოს დამოუკიდებლობა.
9 აპრილს საქართველოს პირველმა პრეზიდენტმა, ზვიად გამსახურდიამ დამოუკიდებლობა გამოაცხადა. სიხარულის დღე, რომელიც იყო ქართველი მამულიშვილების საოცნებო დღე და საქართველოს განვითარების დასაბამი“,-ნათქვამია ასპინძის საჯარო სკოლის მიერ etaloni.ge-სთვის მოწოდებულ ინფორმაციაში.
იხილეთ ფოტოები
„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხ ძირითად მიმართულებაში
რეპეტიტორიუმში პედაგოგების დასაქმებისთვის რეკომენდაციებს მასწავლებლის სახლი გასცემს - ხუციშვილი დეტალებზე
ვიდეოინსტრუქცები და ახალი რესურსები ელექტრონლი ჟურნალის გამოსაყენებლად პროფესიული განათლების მასწავლებლებისთვის
მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა