| მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |

მარტვილის მუნიციპალიტეტის ნახუნაოს საჯარო სკოლის მასწავლებლებისა და მოსწავლეების ნაწილმა 1989 წლის 9 აპრილს დაღუპული თანამემამულის, აზა ადამიას ხსოვნისადმი მიძღვნილ ღონისძიებაში მიიღეს მონაწილეობა.
პატივი მიაგეს მის ხსოვნას და ყვავილებით შეამკეს მისი მემორიალი. სიტყვით გამოვიდა ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი ლიანა ბერია, რომელმაც ისაუბრა აზა ადამიას განვლილ გზაზე და აღნიშნა, რომ მან და კიდევ 21 თანამემამულემ საქართველოს მოუპოვა თავისუფლება და დამოუკიდებლობა.
ნახუნაოს სკოლის გარდა ღონისძიებას ესწრებოდნენ ადგილობრივი თვითმმართველობისა და სკოლის წარმომადგენლები.
იხილეთ ფოტოები
„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხ ძირითად მიმართულებაში
რამდენით იზრდება მასწავლებლების ხელფასები - 2027 წლის ბიუჯეტის პროექტის მეორე განხილვა
დირექტორი მიიჩნევს, რომ სასკოლო ფორმა მოსწავლეს განსაკუთრებულ პასუხისმგებლობას აკისრებს
ვიზიტი შემეცნებითი და საინტერესო აღმოჩნდა
მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა