TOP ნიუსი
სიახლეები
ყველაზე პოპულარული
ეტალონი

''ეტალონი'' მოსწავლეების ინტეგრაციას უწყობს ხელს'' - ''ნინოწმინდის ეტალონი მოსწავლე'' გამოვლინდა
14-03-2017
-
+


სოციალურ - საგანმანათლებლო პროექტი ''ეტალონი'' გრძელდება.

ამჯერად ''ნინოწმინდის ეტალონი მოსწავლე'' გამოვლინდა. 

ეროვნული ინტელექტ-ჩემპიონატი ნინოწმინდის კულტურის სახლში ჩატარდა.   
 
ნინოწმინდის გამორჩეული ახალგაზრდები ერთმანეთს პირველობისათვის დაუპირისპირდნენ.
 
ღონისძიებას გამგებელი გაგიკ კარსლიანი, რესურსცენტრის უფროსი დავით ზედგინიძე, გამგეობის საორგანიზაციო განყოფილების უფროსი სრბუი (ხატია) სანამიანი, სკოლის წარმომადგენლები, დირექტორები, პედაგოგები, მოსწავლეები და მათი მშობლები დაესწრნენ. 
  
დაძაბული ინტელექტუალური დაპირისპირების შედეგად გამარჯვებული გამოვლინდა.  

''ნინოწმინდის ეტალონი მოსწავლის'' ტიტულს ორლოვკის სკოლის მე-9 კლასის მოსწავლე დარია სტრუკოვა დაეუფლა.  
 
''ნინოწმინდის ეტალონი მოსწავლე'' დარია სტრუკოვა იმედოვნებს, რომ შედეგშიც წარმატებას მიაღწევს:''

''ძალიან საინტერესო იყო ინტელექტ-შეჯიბრში მონაწილეობა, დიდი გამოცდილება მივიღე. გამარჯვებას არ ველოდი, რადგან ჩემზე უკეთესი ბავშვები იყვნენ. ძალიან მიხარია, რომ ასეთ შედეგს მივაღწიე და იმედი მაქვს, რომ შემდეგშიც წარმატება მექნება.''  
 
გამგებელი გაგიკ კარსლიანი მადლობას უხდის ''ეტალონის'' შემოქმედებით გუნდს:

''ეტალონთან'' წლებია რაც ვთანამშრომლობთ, უკვე ტრადიციად იქცა ჩვენი თანამშრომლობა. ღონისძიება ძალიან ორგანიზებულად ჩატარდა, კმაყოფილები ვართ. დიდი მადლობა ''ეტალონის'' შემოქმედებით გუნდს.''
 
რესურსცენტრის უფროსი დავით ზედგინიძე აღნიშნავს, რომ წლებია ''ეტალონთან'' თანამშრომლობენ:

''რამდენიმე წელია, რაც ნინოწმინდაში ''ეტალონი'' ტარდება. ძალიან სასიხარულო და მისასალმებელია ეს ფაქტი. პროექტი ხელს უწყობს მოსწავლეების მოტივაციის ზრდას, ცოდნის ამაღლებას. წელს ''ნინოწმინდის ეტალონი მოსწავლე'' რუსი გოგონა გახდა. როგორც ინტეგრაციის, ასევე საგანმანათლებლო თვალსაზრისით ინტელექტ-შეჯიბრი ძალიან მნიშვნელოვანია.''
  
გამგეობის საორგანიზაციო განყოფილების უფროსის სრბუი (ხატია) სანამიანის თქმით, პროექტი ხელს უწყობს ქართველი და არაქართველი ბავშვების ინტეგრაციას:

''ეტალონის'' ღონისძიება ძალიან მაღალ დონეზე ჩატარდა. ეს პროექტი უმნიშვნელოვანესია ნინოწმინდის მოსახელეობისთვის, რადგან ხელს უწყობს ქართველი და არაქართველი ბავშვების ინტეგრაციას, ნიჭიერი ახალგაზრდების გამოვლენას. აღსანიშნავია, რომ ძალიან გაიზარდა იმ ბავშვების რიცხვი, რომელთაც ''ეტალონში'' მონაწილეობა სურთ. ჩვენი მოსახლების სახელით მინდა მადლობა გადაგიხადოთ, ამ ულამაზესი და უმნიშვნელოვანესი პროექტის ჩატარებისთვის. ეს ნამდვილად ისტორიული ამბავია.''  
 
''ნინოწმინდის ეტალონი მოსწავლის'' ტიტულის მფლობელი დარია სტრუკოვა, ეროვნული ინტელექტ-ჩემპიონატის გრანდიოზულ ფინალში მიიღებს მონაწილეობას.  მანამდე ინტელექტ-შეჯიბრი გრძელდება. 

''ეტალონი" 2016-2017 სასწავლო წელს საქართველოს ყველა ქალაქსა და მუნიციპალიტეტს ესტუმრება და ადგილზევე გამოავლენს ''ეტალონ მოსწავლეებს''. 

კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები

ამინდის უარესდება, მოსალოდნელია ძლიერი ნალექი - ინფორმაციას გარემოს ეროვნული სააგენტო ავრცელებს 

რეპეტიტორიუმში პედაგოგების დასაქმებისთვის რეკომენდაციებს მასწავლებლის სახლი გასცემს - ხუციშვილი დეტალებზე

სკოლებისთვის ვადა გახანგრძლივდა - სისტემაში კომისიების დამატება 5 ნოემბრის ჩათვლითაა შესაძლებელი

პროფესიული თანამშრომლობა, გამოცდილების გაზიარება და ახალი საგანმანათლებლო მიდგომები - მასწავლებლის საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილი შეხვედრა

ვიდეოინსტრუქცები და ახალი რესურსები ელექტრონლი ჟურნალის გამოსაყენებლად პროფესიული განათლების მასწავლებლებისთვის 

პიროვნება

დირექტორი დადებითად აფასებს, როგორც სასწავლო პროცესის დროს მობილური ტელეფონების გამოყენების შეზღუდვას, ისე სკოლებში სასკოლო ფორმების შემოღებას.

სკოლები
„ისინი ერთად გაიზრდებიან. ხეები იშრიალებენ და ბავშები დატკბებიან თავისი შრომის შედეგით“
 
სსიპ ვანის მუნიციპალიტეტის სოფელ მუქედის საჯარო სკოლა
 
საინტერესო

მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება