| მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |

ქუთაისის N40 საჯარო სკოლა აუტიზმის ცნობადობის გაზრდის აქციას შეუერთდა.
სკოლის IIIა კლასის მოსწავლეებმა (კლასის ხელმძღვანელი: ქ. დიაკონიძე), IIIბ კლასის მოსწავლეებმა (კლასის ხელმძღვანელი: გ. სანებლიძე), IIIგ კლასის მოსწავლეებმა (კლასის ხელმძღვანელი: ს. კუხიანიძე) და IIბ კლასის მოსწავლეებმა (კლასის ხელმძღვანელი: ნ. ჟორჟოლიანი) დაამზადეს კედლის გაზეთები, ჩაწერეს ვიდეორგოლი აუტისტური სპექტრისა და მისი მახასიათებლების შესახებ და ასევე მიიღეს ზოგადი და ძირითადი ინფორმაცია აღნიშნული დარღვევის შესახებ.
აუტიზმი ნეიროგანვითარებითი დარღვევაა, რომელსაც ახასიათებს პრობლემები სოციალურ ინტერაქციასა და სოციალურ კომუნიკაციაში, ასევე ქცევებისა და ინტერესების შეზღუდული რეპერტუარი.
სხვისთვის საკუთარი გრძნობებისა და აზრების გაზიარება წარმოადგენს სირთულეს და კომუნიკაციას იყენებენ არასოციალური, არამედ ინსტრუმენტული მიზნებისთვის.
იმის გამო, რომ მთელი მსოფლიო ალაპარაკდა აუტიზმის ძალიან მაღალ სიხშირეზე, 2007 წელს გაეროს მიერ მიღებული რეზოლუციით, 2 აპრილი აუტიზმის ცნობადობის გაზრდის დღედ გამოცხადდა. ამ თარიღს საქართველოში 2010 წლიდან აღნიშნავენ.
იხილეთ ფოტოები
„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხ ძირითად მიმართულებაში
ამინდის უარესდება, მოსალოდნელია ძლიერი ნალექი - ინფორმაციას გარემოს ეროვნული სააგენტო ავრცელებს
რეპეტიტორიუმში პედაგოგების დასაქმებისთვის რეკომენდაციებს მასწავლებლის სახლი გასცემს - ხუციშვილი დეტალებზე
პროფესიული თანამშრომლობა, გამოცდილების გაზიარება და ახალი საგანმანათლებლო მიდგომები - მასწავლებლის საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილი შეხვედრა
დირექტორი დადებითად აფასებს, როგორც სასწავლო პროცესის დროს მობილური ტელეფონების გამოყენების შეზღუდვას, ისე სკოლებში სასკოლო ფორმების შემოღებას.
მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა