TOP ნიუსი
სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

ახალციხის N5 საჯარო სკოლის მოსწავლეებმა პროექტი ,,ტუბერკულოზი ისევე ხანდაზმულია, როგორც კაცობრიობა“ განახორციელეს
08-04-2019
-
+


24 მარტი ტუბერკულოზთან ბრძოლის საერთაშორიო დღეა. ამ დღესთან დაკავშირებით ახალციხის N5 საჯარო სკოლის XIბ კლასის მოსწავლეებმა განახორციელეს პროექტი თემაზე ,,ტუბერკულოზი ისევე ხანდაზმულია, როგორც კაცობრიობა“ (ბიოლოგიის მასწავლებელი:  შორენა ენდელაძე).

საკონფერენციო დარბაზში პროექტის პრეზენტაცია გაიხსნა ლადო ასათიანის ლექსით „როგორ არ მინდა ძლიერო სენო“. ამის შემდეგ ჯგუფებმა გააკეთეს პრეზენტაცია თემებზე: „ტუბერკულოზის ისტორია“, „ტუბერკულოზის ინფექციური ბუნება და ტუბერკულოზთან  ბრძოლა“. მათ, ასევე, ისაუბრეს კურორტ აბასთუმნის მნიშვნელობაზე ტუბერკულოზთან ბრძოლის საკითხში.

მოსწავლეებმა მასწავლებლებისთვის და მეგობრებისთვის დაამზადეს ბუკლეტები.

პროექტის ფარგლებში მოსწავლეები იმყოფებოდნენ აბასთუმნის ტუბსაწინააღმდეგო საავადმყოფოში.

საკონფერენციო დარბაზში მოსწავლეებისათვის მომზადებული პრეზენტაციები წარადგინეს საავადმყოფოს წამყვანმა სპეციალისტებმა. განხილულ თემები მოიცავდა,  როგორც კურორტ აბასთუმნის ისტორიულ-ეთნოგრაფიულ საკითხებს, საავადმყოფოს ისტორიას, ასევე, ტუბერკულოზთან ბრძოლისა და კვლევის თანამედროვე მეთოდებსა და მიღწევებს, მის ეპიდემიოლოგიას, კლინიკას, ამ დაავადების სტიგმატიზაციასთან საზოგადოების დამოკიდებულებას, ცხოვრების ჯანსაღ წესს, დაავადების პრევენციასა და რეაბილიტაციის საკითხებს.

საავადმყოფოს სპეციალისტებმა მოახდინეს სხვადასხვა სამედიცინო ტექნიკის დემონსტრირება, პრაქტიკულად აუხსნეს და აათვისებინეს ახალგაზრდებს ის ელემენტარული სამედიცინო უნარ-ჩვევები, რომლებიც მათ გამოადგებათ ყოველდღიურ ყოფაში. სტუმრებმა დაათვალიერეს კლინიკის თანამედროვე კლინიკო-ბიოქიმიური ლაბორატორია, რადიოლოგიური სამსახური, სასადილო, კნიაგინია ქსენიას ისტორიული სასახლე.

სტუმრებს ჩაუტარდათ სხვადასხვა პროფილის პროფილაქტიკური გამოკვლევები, სამედიცინო შემოწმება. დასკვნით ეტაპზე საზეიმოთ გაიჭრა ტუბერკულოზის სიმბოლოიანი - გვირილით დამშვენებული ტორტი და სტუმარ-მასპინძლებმა თავიანთი ვოკალური მონაცემების დემონსტრირებაც შესძლეს.

პრეზენტაციას ესწრებოდნენ: სკოლის დირექტორი ინგა ვარდიძე, დირექტორის მოადგილე ზოია ბალიაშვილი, მასწავლებლები და მოსწავლეები. 

იხილეთ ფოტოები 


კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები

ამინდის უარესდება, მოსალოდნელია ძლიერი ნალექი - ინფორმაციას გარემოს ეროვნული სააგენტო ავრცელებს 

რეპეტიტორიუმში პედაგოგების დასაქმებისთვის რეკომენდაციებს მასწავლებლის სახლი გასცემს - ხუციშვილი დეტალებზე

სკოლებისთვის ვადა გახანგრძლივდა - სისტემაში კომისიების დამატება 5 ნოემბრის ჩათვლითაა შესაძლებელი

პროფესიული თანამშრომლობა, გამოცდილების გაზიარება და ახალი საგანმანათლებლო მიდგომები - მასწავლებლის საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილი შეხვედრა

ვიდეოინსტრუქცები და ახალი რესურსები ელექტრონლი ჟურნალის გამოსაყენებლად პროფესიული განათლების მასწავლებლებისთვის 

პიროვნება

დირექტორი დადებითად აფასებს, როგორც სასწავლო პროცესის დროს მობილური ტელეფონების გამოყენების შეზღუდვას, ისე სკოლებში სასკოლო ფორმების შემოღებას.

სკოლები
„ისინი ერთად გაიზრდებიან. ხეები იშრიალებენ და ბავშები დატკბებიან თავისი შრომის შედეგით“
 
სსიპ ვანის მუნიციპალიტეტის სოფელ მუქედის საჯარო სკოლა
 
საინტერესო

მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება