TOP ნიუსი
სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

დიდი ჭყონის N1 საჯარო სკოლაში ფიზიკის ღია გაკვეთილი უმაღლესი ქულით შეფასდა
03-04-2019
-
+


დიდი ჭყონის N1 საჯარო სკოლაში, IX კლასში პედაგოგ მაყვალა გაგუას ხელმძღვანელობით ფიზიკის ღია გაკვეთილი ჩატარდა.

თემა მექანიკური მუშაობა, მუშაობის ერთეული გახლდათ. გაკვეთილი სამფაზიანი მოდელის შესაბამისად წარიმართა: მოლოდინების განსაზღვრა (გამოწვევა), ცოდნის აგება(შინაარსის განხორციელება) და გამთლიანება(რეფლექსია). 

გაკვეთილზე გონებრივი იერიშის მეთოდი გამოიყენეს და სხეულზე ძალის მოქმედებით მუშაობის შესახებ ექსპერიმენტი ჩაატარეს.

მოკლე ლექციის წარმოდგენის შემდეგ, მასწავლებელმა ჯგუფური მუშაობა ჩაატარა. აქტივობის წესების გაცნობის შემდეგ, შემთხვევითობის პრინციპით დაჰყო მოსწავლეები, რომელთაც დავალებები მისცა და ნამუშევრების კლასის წინაშე წარდგენა სთხოვა.  

ჯგუფურ მუშაობაში თანაკლასელებთან ერთად სსსმ მოსწავლე აქტიურად მონაწილეობდა. 

გაკვეთილზე გამოიყენეს ფლიპჩარტი, პროექტორი, ძელი და კომპიუტერი.

ღია გაკვეთილზე მოსწავლეებმა შეძლეს მუშაობის განმარტება, მისი ფორმულით ჩაწერა, მექანიკური მუშაობისა და ენერგიის შესახებ მსჯელობა, მექანიკური ენერგიის ცნების განსხვავება საყოველთაოდ მიღებული „ენერგიის“ ცნებისგან და სხვა.

 

გაკვეთილი შეფასების ჯგუფის მიერ უმაღლესი ქულით შეფასდა.

 

იხილეთ ფოტოები


კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები

ამინდის უარესდება, მოსალოდნელია ძლიერი ნალექი - ინფორმაციას გარემოს ეროვნული სააგენტო ავრცელებს 

რეპეტიტორიუმში პედაგოგების დასაქმებისთვის რეკომენდაციებს მასწავლებლის სახლი გასცემს - ხუციშვილი დეტალებზე

სკოლებისთვის ვადა გახანგრძლივდა - სისტემაში კომისიების დამატება 5 ნოემბრის ჩათვლითაა შესაძლებელი

პროფესიული თანამშრომლობა, გამოცდილების გაზიარება და ახალი საგანმანათლებლო მიდგომები - მასწავლებლის საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილი შეხვედრა

ვიდეოინსტრუქცები და ახალი რესურსები ელექტრონლი ჟურნალის გამოსაყენებლად პროფესიული განათლების მასწავლებლებისთვის 

პიროვნება
სკოლები

პატარებმა თავიანთი წვლილი შეიტანეს გარემოს გამწვანებაში

საინტერესო

მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება