სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სიახლეები

გამომცემლობები „დედა ენის“ სახელმძღვანელოსთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებენ
02-04-2019
-
+


გამომცემლობები „დედა ენასთან“ დაკავშირებულ საკითხს ეხმაურებიან და პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტს უნდობლობას უცხადებენ.

როგორც გამომცემლების მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი, თუ კომისია თავად შექმნის სახელმძღვანელოს ერთ ვერსიას და სხვის შექმნილ ვერსიებსაც იგივე კომისია შეაფასებს, ​ ინტერსთა კონფლიქტი წარმოიშვება.

etaloni.ge განცხადების ტექსტს უცვლელად გთავაზობთ:

„ჩვენთვის, ქართული ენისა და ლიტერატურის 1-ლი კლასის გრიფირებული სახელმძღვანელოების გამომცემლებისთვის („ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა“, „ამც“, „საქართველოს მაცნე“, „მერიდიანი“), გახდა ცნობილი, რომ 2019 წლის 1-ელ აპრილს პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტის თავმჯდომარემ, მარიამ ჯაშმა კომიტეტის სხდომაზე განსახილველად წარადგინა მისი და კომიტეტის წევრის ზაზა გაბუნიას საკანონმდებლო ინიციატივის შეცვლილი ვერსია, რომლის თანახმადაც არამატერიალური კულტურის ძეგლის, ამ შემთხვევაში იაკობ გოგებაშვილის „დედა ენის“, გადასამუშავებლად უნდა შეიქმნას კომისია, რომელიც ერთი მხრივ, თავად გადაამუშავებს „დედა ენას“, ხოლო მეორე მხრივ, შეაფასებს ავტორთა სხვა ჯგუფების მიერ „დედა ენის“ გადამუშავებული ვერსიების შესაბამისობას გოგებაშვილისეულ პრინციპებთან.

ჩვენი აზრით, თუ კომისია თავად შექმნის ერთ ვერსიას და სხვის შექმნილ ვერსიებსაც იგივე კომისია შეაფასებს, წარმოიშვება აშკარა ინტერსთა კონფლიქტი, რისი დანერგვა საკანონმდებლო დონეზე სრულიად მიუღებელია. ასევე მიუღებელია, კომისიამ შეიმუშავოს „დედაენის“ ერთადერთი გადამუშავებული ვერსია, რომლის ავტორად იაკობ გოგებაშვილი იქნება დადგენილი, მაშინ, როდესაც ავტორის სიცოცხლეში სახელმძღვანელოს არაერთი გამოცემა იყო დაბეჭდილი.

სასურველია, კომისია შეიქმნას ერთი მიზნით - შეიმუშავოს ის პრინციპები და კრიტერიუმები, რომლის მიხედვითაც მოხდება სხვადასხვა ავტორთა ჯგუფების მიერ გადამუშავებული ვერსიების შესაბამისობის დადგენა გოგოებაშვილისეულ პრინციპებთან და მეთოდთან, ხოლო ასეთ სახელმძღვანელოებს დაეწეროს - შედგენლია იაკობ გოგებაშვილის „დედა ენის“ მიხედვით.

ამავე დროს ვაცხადებთ, რომ იმისათვის, რათა არ დაირღვეს სხვა ავტორთა ჯგუფების ინტერესები და ყველა ჯგუფი იყოს თანაბარ კონკურენტულ გარემოში, ნებისმიერი ვერსია, რომელიც კომისიისგან მიიღებს შესაბამისობის დამადასტურებელ სერტიფიკატს, სახელმძღვანელოს სტატუსის მოსაპოვებლად უნდა იღებდეს მონაწილეობას განათლების სამინისტროს მიერ ორგანიზებულ გრიფირების პროცესში“, - ნათქვამია გამომცემელთა ერთობლივ განცხადებაში.


კომენტარები


ეტალონი

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

სიახლეები

საგნების სწავლების უფლება და გამონაკლისები: რა შეიცვალა მასწავლებელთა სქემაში

ქობულეთის საბავშვო ბაღთან სროლა იყო - რატომ არ შეატყობინა დირექტორმა პოლიციას

etaloni.ge-ს წყარო უამბობს, რომ ფიზიკური კონფლიქტი მაშინ დაიწყო, როდესაც დირექტორმა ეკატერინე წამალაშვილისთვის ტელეფონის გამორთმევა სცადა

რამდენიმეკვირიანი სამუშაოების შესრულების შემდეგ, შესაძლებელი იქნება 2026-2027 სასწავლო წლის დასრულება იმავე შენობაში

პიროვნება

ახალი დასაწყისი თამაკონის სკოლაში - როგორ შეხვდნენ მოსწავლეები სასწავლო წლის პირველ დღეს

„მნიშვნელოვანია, მოსწავლე სასწავლო პროცესზე იყოს ორიენტირებული და ყურადღებას სხვადასხვა გასართობი საშუალება არ უფანტავდეს“

 

 

სკოლები

მოსწავლეებმა ბევრი იაქტიურეს და დრო მეტად ნაყოფიერად გაატარეს

„მთავარია, უკეთესი მომავლის იმედი გვქონდეს“ - ზურაბ ნეფარიძე, შუქრუთის N1 საჯარო სკოლის დირექტორი

„სიამაყითა და დიდი სიხარულით ვულოცავთ ჩვენს გუნდს ღირსეულ ასპარეზობას!“
სკოლამ Peace Circle Network-ის ინიციატივის ფარგლებში, 21 სექტემბერს, მშვიდობის საერთაშორისო დღე აღნიშნა
 
საინტერესო

ქვეყნები, რომელთაც PISA-ს კვლევაში საუკეთესო შედეგები აჩვენეს

რატომ კრძალავენ ზოგიერთ ქვეყანაში მასწავლებლებისთვის ყვავილების ჩუქებას 

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება