სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სიახლეები

თბილისის საბავშვო ბაღების კვების რაციონიდან არაჟანი, ხაჭო და ყველი აღმოჩენილი შეუსაბამობების გამო ამოიღეს
02-04-2019
-
+


თბილისის საბავშვო ბაღების კვების რაციონიდან არაჟანი, ხაჭო და ყველი აღმოჩენილი შეუსაბამობების გამო მიმდინარე წლის 27 მარტიდან ამოიღეს. 

ბაგა-ბაღების საკვები პროდუქტებით მომმარაგებელი კომპანიის წარმომადგენელის, თეონა ნინოშვილის განცხადებით, ​ აღნიშნული პროდუქტების კვლევა 13 ბაგა-ბაღში ჩატარდა, საიდანაც დარღვევები მხოლოდ N111 ბაღში აღმოჩნდა.

მონიტორინგის მიხედვით, შპს „​​ქობულეთურის” მიერ წარმოებულ არაჟანსა და ხაჭოში მცენარეული ცხიმი, ხოლო სასოფლო სამეურნეო კოოპერატივის მიერ წარმოებულ ყველში რძის ფხვნილი აღმოჩნდა. მონიტორინგის შედეგებში კომპანია „ქობულეთურის“ წარმომადგენელს ეჭვი ეპარება და გეგმავს, პროდუქციის ნიმუშები თურქეთის ერთ-ერთი ლაბორატორიაში გაგზავნოს.

„​​7 მარტს ბაღების სააგენტომ სურსათის ეროვნული სააგენტოს კვლევაზე დაყრდნობით მოგვწერა, რომ ქვეკონტრაქტორი კომპანიების მიერ მოწოდებული რძის პროდუქტების - ყველის, ხაჭოს, არაჟნის მიწოდება შეგვეწყვიტა. სურსათის ეროვნულმა სააგენტომ თავისი ინიციატივით, 13 ბაღში ჩაატარა კვლევა და არაჟნისა და ხაჭოს შემთხვევაში ერთ კონკრეტულ ბაღში აღმოჩნდა დარღვევა, ხოლო ყველის შემთხვევაში 10 ბაღიდან მხოლოდ ერთში. ეს ნიმუშები არის ერთსა და იმავე დღეს ამოღებული და ერთი და იმავე პარტიის ყველი. ჩვენ გამოვთქვამთ ვარაუდს, რომ ეს შეიძლება იყოს ლაბორატორიის მიერ დაშვებული შეცდომა, რადგან ერთი კონკრეტული თარიღითა და პარტიით მიწოდებული ყველი როგორ შეიძლება იყოს სხვადასხვა შემადგენლობით“- აღნიშნა მან.


კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

სიახლეები

შეზღუდვა მასწავლებლებისთვის - მხოლოდ 1 საგნის გამოცდაზე დარეგისტრირებას ეს პედაგოგები შეძლებენ

ეროვნული სასწავლო გეგმით, სკოლებში სავალდებულო საგანი დაემატა - მინისტრის ბრძანება ძალაშია

პიროვნება

„მოსწავლის ინდივიდუალობა თუ აკადემიური სტანდარტი -  მაყვალა გელაშვილის ხედვა სასკოლო ჩაცმულობაზე“

 

„მნიშვნელოვანია, სკოლებში კვალიფიციური მასწავლებლები იყვნენ“ - ფერმის საჯარო სკოლის დირექტორი თამარ ალიევი

„კომპეტენტური მასწავლებელი ძლიერი სკოლის საფუძველია“, - თბილისის N39 საჯარო სკოლის დირექტორი ბესარიონ სიხარულიძე

სკოლები

„მოსწავლის ინდივიდუალობა თუ აკადემიური სტანდარტი -  მაყვალა გელაშვილის ხედვა სასკოლო ჩაცმულობაზე“

 

„ჩემთვის, როგორც სკოლის დირექტორისთვის, მნიშვნელოვანია, თითოეულ მასწავლებელს ჰქონდეს განვითარების სურვილი“ - ჯუმბერ ხოზრევანიძე

„მნიშვნელოვანია, სკოლებში კვალიფიციური მასწავლებლები იყვნენ“ - ფერმის საჯარო სკოლის დირექტორი თამარ ალიევი

„ძვირფასო სტუდენტებო, გისურვებთ, რომ თქვენი არჩეული გზები ნათელი, სტაბილური და დანაკარგის გარეშე ყოფილიყოს

„კომპეტენტური მასწავლებელი ძლიერი სკოლის საფუძველია“, - თბილისის N39 საჯარო სკოლის დირექტორი ბესარიონ სიხარულიძე

საინტერესო

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

მასწავლებლები იმ მოსწავლეებს, ვისაცდაწესებულ სტანდარტებთან შეუსაბამო ვარცხნილობა ჰქონდა, შენობაში შესვლის უფლებას არ აძლევდნენ

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება