სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

პირველი მაისის საჯარო სკოლის მოსწავლე თეიმურაზ კვიკვინია სწრაფ ჭადრაკში ოთარ ხომერიკის მე-17 მემორიალის გამარჯვებულია
01-04-2019
-
+


თეიმურაზ კვიკვინია ოთარ ხომერიკის მე-17 მემორიალის გამარჯვებულია.  

30  მარტს ფოთში დასრულდა ოთარ ხომერიკის მე-17 მემორიალი სწრაფ ჭადრაკში. ღია ტურნირში (შეუზღუდავი ასაკი) 47 მონაწილეს შორის დაუმარცხებლად - 7 შესაძლებლიდან 6 ქულით (5 მოგება, 2 ყაიმი) პირველი ადგილი დაიკავა ესტატე შუშანიას სახელობის ხობის მუნიციპალიტეტის პირველი მაისის საჯარო სკოლის მე-8 კლასის (ამავე დროს ფოთის საჭადრაკო სკოლის) მოსწავლე თეიმურაზ კვიკვინიამ. 

საპრიზო ადგილზე მოსახვედრად მცირედი დააკლდა ამავე სკოლის მე-7 კლასის მოსწავლე ნიკა ბუკიას (მე-4 ადგილი), გოგონათა შორის კი მეხუთე ადგილზე გავიდა მეხუთეკლასელი მარიამ ლაგვილავა. 

თეიმურაზ კვიკვინია საქართველოს ორგზის ჩემპიონია კლასიკურ ჭადრაკში. მისი უახლოესი გეგმები საქართველოს 14 წლამდელთა ჩემპიონატს უკავშირდება, რომელსაც თბილისის ნონა გაფრინდაშვილის სახელობის ჭადრაკის სასახლე მაისის დასაწყისში უმასპინძლებს. 

იხილეთ ფოტოები 


კომენტარები


ეტალონი

გამარჯვებების დროა! „ეტალონისა“ და IZRUNE.GE-ს ფინალური საგნობრივი ოლიმპიადები გელით

სიახლეები

სკოლაში დასაქმების მსურველ მასწავლებელთა საკვალიფიკაციო მოთხოვნები განსხვავდება - რა წერია კანონში

პიროვნება
სკოლები
ღონისძიებაში მონაწილეობდნენ სკოლის დაწყებითი და საბაზო საფეხურის მოსწავლეები
 

პატარები ნერგებს მოუვლიან, მათ ზრდა-განვითარებას დააკვირდებიან და უკეთ გაიაზრებენ გარემოს დაცვის მნიშვნელობა

„ეს ინიციატივა ბავშვებისთვის ბუნებაზე ზრუნვისა და გარემოს დაცვის პირველი მნიშვნელოვანი გამოცდილება იყო“

„ეს არ არის უბრალოდ მცენარე - ეს არის ჩვენი ზრუნვის, მეგობრობისა და მომავლის სიმბოლო“

 

 

საინტერესო

გამარჯვებების დროა! „ეტალონისა“ და IZRUNE.GE-ს ფინალური საგნობრივი ოლიმპიადები გელით

ტექნოლოგიების გამოყენების შეზღუდვის შემდეგ მასწავლებლებმა უკვე შეამჩნიეს, რომ მოსწავლეები სასწავლო პროცესში უფრო აქტიურად არიან ჩართულნი

 

„ეტალონის“ ოლიმპიადაში მონაწილეობა კი საქართველოს მასშტაბით ასეულობით მოსწავლისთვის უკვე ნიშნავს გამარჯვებას

მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება