| მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |

საქართველოს სტრატეგიისა და საერთაშორისო კვლევის ფონდმა („რონდელის ფონდი“) ბრიტანეთის საელჩოს მხარდაჭერით განახორციელა პროექტი, რომლის ფარგლებშიც აჭარის სხვადასხვა მუნიციპალიტეტიდან 24 მოსწავლე სამი დღით დედაქალაქს ეწვია.
მათ შორის იმყოფებოდნენ დაბა ხულოს საჯარო სკოლის მოსწავლეები და დირექტორი.
ამ პერიოდის განმავლობაში მოსწავლეები იმყოფებოდნენ:
1) ბრიტანეთის საელჩოში, სადაც შეხვდნენ ბრიტანეთის ელჩს საქართველოში. აქვე ჩატარდა ტრენინგი, რომელშიც მოსწავლეებმა საკუთარი აზრები გამოთქვეს ნატოსა და ევროკავშირის შესახებ. ასევე, იმყოფებოდნენ პარლამენტში, სადაც ისაუბრეს იმ პრობლემებზე, გეგმებზე და გადაჭრის გზებზე, რომლებიც ხელს შეუწყობდა საქართველოს გაერთიანებას ევროკავშირსა და ნატოში.
2) ტრენინგი ჩატარდა რონდელის ფონდის ოფისში, სადაც ისაუბრეს საქართველოში არსებულ ევროპულ და ამერიკულ პროექტებზე, რომელიც ძირითადად ახალგაზრდების განათლების ამაღლებისკენ იყო მიმართული.
3) ექსკურსია ძველ თბილისში, აბანოთუბანსა და შემდეგ უკვე ილუზიების მუზეუმში, რომლებმაც მოსწავლეებში უდიდესი კმაყოფილება და აღმაფრთოვანება გამოიწვია.
4) მარჯანიშვილის სახელობის დრამატურგიულ თეატრში ნახეს სპექტაკლი „ღამის სიზმარი“.
5) კინოთეატრ ამირანში ნახეს ფილმი „კაპიტანი მარველი“.
„ღონისძიების საშუალებით გაფართოვდა მოსწავლეთა ინტერესი რიგ საკითხებზე და როგორც თვითონ მოსწავლეები აღნიშნავენ პროექტმა მოლოდინს გადააჭარბა. გვინდა მადლობა გადავუხადოთ პროექტის ორგანიზატორებს, რონდელის ფონდსა და ბრიტანეთის საელჩოს“ - აღნიშნეს სკოლაში.
იხილეთ ფოტოები
„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ოთხი მიმართულებით მიმდინარეობს
„ეტალონის“ ოლიმპიადაში მონაწილეობა კი საქართველოს მასშტაბით ასეულობით მოსწავლისთვის უკვე ნიშნავს გამარჯვებას
მასწავლებელს 9-წლიანი პატიმრობა მიესაჯა მე-10 კლასის მოსწავლესთან გარყვნილი ქმედების გამო - პროკურატურა დეტალებზე
დირექტორი მიიჩნევს, რომ სასკოლო ფორმა მოსწავლეს განსაკუთრებულ პასუხისმგებლობას აკისრებს
„ეს ინიციატივა ბავშვებისთვის ბუნებაზე ზრუნვისა და გარემოს დაცვის პირველი მნიშვნელოვანი გამოცდილება იყო“
„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ოთხი მიმართულებით მიმდინარეობს
„ეტალონის“ ოლიმპიადაში მონაწილეობა კი საქართველოს მასშტაბით ასეულობით მოსწავლისთვის უკვე ნიშნავს გამარჯვებას