| მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |

განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს ინიციატივით, ქვეყნის მასშტაბით სხვადასხვა რეგიონის ფიზიკური აღზრდისა და სპორტის მასწავლებლების გადამზადებისა და პროფესიული უნარების გაუმჯობესების მიზნით სემინარები ტარდება.
სკოლებში ფიზიკური აღზრდისა და სპორტის სწავლების გაძლიერების პროექტის ფარგლებში, სპორტის მასწავლებლებისთვის პრაქტიკული და თეორიული მეცადინეობები ამჯერად გორის N1 საჯარო სკოლაში ჩატარდა.
გორის სკოლაში გამართულ სემინარს, განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს ფიზიკური აღზრდისა და სპორტის ექსპერტი გია ბეგიაშვილი და ფიზიკური აღზრდისა და სპორტის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტის კვალიფიკაციის ამაღლებისა და გადამზადების ცენტრის დირექტორი, სპორტის დამსახურებული მწვრთნელი ხელბურთში მერაბ მეტრეველი უძღვებოდნენ.
აღსანიშნავია, რომ პროექტის პირველ ეტაპზე, სამინისტროს ორგანიზებით სხვადასხვა რეგიონში მომუშავე სპორტის მასწავლებლებისთვის თბილისში 3 დღიანი სემინარი მოეწყო.
სემინარში მონაწილეობა მიიღო რეგიონის 48 საგანმანათლებლო რესურსცენტრის ფიზიკური აღზრდისა და სპორტის 60-მდე მასწავლებელმა, რომლებიც მიღებულ ცოდნას უკვე რეგიონის მასშტაბით მომუშავე სპორტის მასწავლებლებს გადასცემენ.
თბილისსა და რეგიონებში მიმდინარე ტრეინინგების მიზანია პროექტის - „ფიზიკური აღზრდისა და სპორტის სწავლების გაძლიერება“ - განვითარება და სამომავლო გაფართოება, რომელიც ახალი ეროვნული სასწავლო გეგმის დანერგვის მიზნით ხორციელდება.
„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხ ძირითად მიმართულებაში
ამინდის უარესდება, მოსალოდნელია ძლიერი ნალექი - ინფორმაციას გარემოს ეროვნული სააგენტო ავრცელებს
რეპეტიტორიუმში პედაგოგების დასაქმებისთვის რეკომენდაციებს მასწავლებლის სახლი გასცემს - ხუციშვილი დეტალებზე
პროფესიული თანამშრომლობა, გამოცდილების გაზიარება და ახალი საგანმანათლებლო მიდგომები - მასწავლებლის საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილი შეხვედრა
დირექტორი დადებითად აფასებს, როგორც სასწავლო პროცესის დროს მობილური ტელეფონების გამოყენების შეზღუდვას, ისე სკოლებში სასკოლო ფორმების შემოღებას.
მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა