TOP ნიუსი
სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

ოჯახის, ბავშვისა და სკოლის წარმატებას Izrune.ge-ზე თბილისის N8 საჯარო სკოლა უერთდება
27-03-2019
-
+


თბილისის N8 საჯარო სკოლამ ინოვაციურ საგანმანათლებლო პორტალ Izrune.ge-ს უმასპინძლა.

სკოლის ლიდერ დირექტორ თეონა მაისურაძეს, წარმატებულ მასწავლებლებსა და აქტიურ მშობლებს პორტალის ინდივიდუალურ- გუნდური, შემეცნებითი და მამოტივირებელი მიდგომები Izrune.ge-ს მთავარმა მენეჯერმა, თინათინ ტყეშელაშვილმა გააცნო.

შეხვედრა მზრუნველ გარემოში, კითხვა-პასუხის რეჟიმში წარიმართა.

აუდიტორია ინოვაციური საგანმანათლებლო პორტალის მთავარ მიზანს- ოჯახის, ბავშვისა და სკოლის გაერთიანებას, მიესალმა და Izrune.ge-სთან ერთად ქვეყნის ბედნიერ მომავალზე ზრუნვის სურვილი გამოთქვა.

თეონა მაისურაძის შეფასებით, პორტალი თანამედროვე საგანმანათლებლო სივრცის საინტერესო გამოწვევაა, რომელიც სასკოლო საზოგადოებასა და ცხოვრებას წარმატებით აერთიანებს.

მშობლებმა  Izrune.ge-სა და თბილისის N8 საჯარო სკოლას  მადლობა გადაუხადეს თანამშრომლობისთვის, რომლის საფუძველზეც, პორტალის ყველა სიკეთე თითოეული მოსწავლისთვის ხელმისაწვდომი ხდება.

გამოცდილმა და პროფესიონალმა პედაგოგებმა პროექტის ინდივიდუალურ-გუნდური მიდგომების მნიშვნელობას გაუსვეს ხაზი და ჯერ „მეგობრული“, შემდეგ „სუპერ“ და „მომავლის კლასების“ ჩამოყალიბება დაისახეს მიზნად. 

შეგახსენებთ, რომ:

„მეგობრული კლასი“ ეს არის სასტარტო წამახალისებელი ტიტული, რომელიც კლასს Izrune.ge-ში მოსწავლეთა 90%-100%-იანი ჩართულობის გააქტიურების შემდეგ ენიჭება;

„თვის სუპერ კლასი“ მეგობრული კლასის წამახალისებელი ცალკეული თვის შემაჯამებელი ტიტულია.  „მეგობრულ კლასს“ ეს წოდება Izrune.ge-ში ჩართულ მოსწავლეთა ყოველი თვის  „შემაჯამებელი ტესტის“ შედეგების მიხედვით ენიჭება, მაშინ, როდესაც კლასის თვის საშუალო შეწონილი ქულა არის 77 ქულა, ან მეტი.

„მომავლის კლასი“ „მეგობრული კლასის“ წამახალისებელი, უკვე წლის შემაჯამებელი ტიტულია, რომელიც კლასს სასწავლო წლის განმავლობაში მიღწეული შედეგების მიხედვით მიენიჭება. უფრო ზუსტად, 10 თვიდან კლასი 6-ჯერ, ან მეტჯერ თუ გახდება „სუპერ კლასი“, ის ხდება „სასწავლო წლის მომავლის კლასი“, მოსწავლეთა აქტიურ მშობლებს კი „მომავლის მშობელის“ წოდება მიენიჭებათ.

იხილეთ ფოტოები


კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები

ამინდის უარესდება, მოსალოდნელია ძლიერი ნალექი - ინფორმაციას გარემოს ეროვნული სააგენტო ავრცელებს 

რეპეტიტორიუმში პედაგოგების დასაქმებისთვის რეკომენდაციებს მასწავლებლის სახლი გასცემს - ხუციშვილი დეტალებზე

სკოლებისთვის ვადა გახანგრძლივდა - სისტემაში კომისიების დამატება 5 ნოემბრის ჩათვლითაა შესაძლებელი

პროფესიული თანამშრომლობა, გამოცდილების გაზიარება და ახალი საგანმანათლებლო მიდგომები - მასწავლებლის საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილი შეხვედრა

ვიდეოინსტრუქცები და ახალი რესურსები ელექტრონლი ჟურნალის გამოსაყენებლად პროფესიული განათლების მასწავლებლებისთვის 

პიროვნება

დირექტორი დადებითად აფასებს, როგორც სასწავლო პროცესის დროს მობილური ტელეფონების გამოყენების შეზღუდვას, ისე სკოლებში სასკოლო ფორმების შემოღებას.

სკოლები
„ისინი ერთად გაიზრდებიან. ხეები იშრიალებენ და ბავშები დატკბებიან თავისი შრომის შედეგით“
 
სსიპ ვანის მუნიციპალიტეტის სოფელ მუქედის საჯარო სკოლა
 
საინტერესო

მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება