| მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |

თბილისის N103 საჯარო სკოლის მეოთხეკლასელებმა პედაგოგი ლალი თეთრაძის ხელმძღვანელობით იმუშავეს პროექტზე ,,ექვთიმე თაყაიშვილი“, რომლის მიზანი იყო ეროვნული გმირის გაცნობა და ისტორიული მემკვიდრეობის მიმართ მზრუნველობის გამომუშავება.
მოსწავლეებმა მოიძიეს ინფორმაცია ექვთიმე თაყაიშვილზე, რომლის მთელი სიცოცხლე დიდი რომანტიკაა, დაუცხრომელი ბრძოლა და შემოქმედებაა, თავგანწირული შემართება, კაცური კაცობის, მამულიშვილობის ოქროს მაგალითია.
მოსწავლეებმა გაიგეს, რომ დიდი შრომისა და დამსახურებისთვის ექვთიმეს „ერის მეჭურჭლეთუხუცესი“ უწოდა კონსტანტინე გამსახურდიამ, „ქართული არქეოლოგიის ნესტორი“ შეარქვა დიდმა ხელოვნებათმცოდნე გიორგი ჩუბინაშვილმა „ისტორიის მეცნიერების რაინდად“ იხსენიებს მას ნიკოლოზ ბერძენიშვილი, ქართულმა ეკლესიამ კი საქართველოს საგანძურის დამცველი წმინდანად შერაცხა და ექვთიმე ღვთისკაცი უწოდა.
ამ პროექტის ფარგლებში მოსწავლეებმა საქართველოს ეროვნულ მუზეუმში დაათვალიერეს ეროვნული საგანძური, მთაწმინდაზე პატივი მიაგეს ეროვნული გმირის საფლავს და უყურეს ფილმს ,,ექვთიმე ღვთისკაცი“, რის შემდეგაც მოაწყეს დისკუსია თემაზე ,,ექვთიმე ღვთისკაცი“.
შთაბეჭდილებები ეროვნულ საგანძურზე და ფილმით აღძრული ემოციები მოსწავლეებმა გადაიტანეს ფურცლებზე და მოაწყვეს პრეზენტაცია-გამოფენა.
იხილეთ ფოტოები და ვიდეო
„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხ ძირითად მიმართულებაში
ამინდის უარესდება, მოსალოდნელია ძლიერი ნალექი - ინფორმაციას გარემოს ეროვნული სააგენტო ავრცელებს
რეპეტიტორიუმში პედაგოგების დასაქმებისთვის რეკომენდაციებს მასწავლებლის სახლი გასცემს - ხუციშვილი დეტალებზე
პროფესიული თანამშრომლობა, გამოცდილების გაზიარება და ახალი საგანმანათლებლო მიდგომები - მასწავლებლის საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილი შეხვედრა
დირექტორი დადებითად აფასებს, როგორც სასწავლო პროცესის დროს მობილური ტელეფონების გამოყენების შეზღუდვას, ისე სკოლებში სასკოლო ფორმების შემოღებას.
მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა