სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სიახლეები

„აბიტურიენტების დიდი ნაწილი წელს გამოცდაზე არ გავა, რადგან გაისად გამარტივებული წესით ურჩევნიათ გახდნენ სტუდენტები“ - მარიამ გერსამია
26-03-2019
-
+


ერთიან ეროვნულ გამოცდებზე რეგისტრაციის დაბალი აქტივობა, შესაძლოა, დაანონსებულ სიახლეებს უკავშირდებოდეს, რომლის მიხედვითაც მომავალ წელს აბიტურიენტებს 4-ის მაგივრად 3 სავალდებულო გამოცდის ჩაბარება მოუწევთ.

ამის შესახებ ივანე ჯავახიშვილის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი მარიამ გერსამია სოციალურ ქსელში წერს, რომელსაც etaloni.ge უცვლელად გთავაზობთ:

„განათლების სამინისტრომ აბიტურიენტების რეგისტრაციის უპრეცენდენტოდ დაბალი მაჩვენებლის გამო შეშფოთება გამოთქვა და მათ აქტიურობისკენ მოუწოდა. გუშინ ერთმა ჭკვიანმა ქალმა თავისი ვერსია შემომთავაზა, რომელიც შესაძლოა ახლოს იყოს სიმართლესთან და პასიურობის რეალურ მიზეზთან: აბიტურიენტების დიდი ნაწილი წელს გამოცდაზე საერთოდ არ გავა, ერთ წელს მოიცდიან, რადგან გაისად გამარტივებული წესით ურჩევნიათ გახდნენ სტუდენტები. დავიჯერო ამ რისკებზეც არ იფიქრა სამინისტრომ?“, - წერს გერსამია.

განათლების მკვლევარი  რეზო აფხაზავა etaloni.ge-სთან ამბობს, რომ დაბალ აქტივობაზე საუბარი რთულია, ვინაიდან როგორც ყოველთვის აბიტურიენტების უმრავლესობა ახლაც რეგისტრაციის ბოლო დღეებში გააქტიურდება.

„არ მგონია დაანონსებული სიახლეების გამო იყოს დაბალი აქტივობა, ჯერ საკმაო დროა დარჩენილი იმისთვის, რომ აბიტურიენტები ერთიან ეროვნულ გამოცდებზე დარეგისტრირდნენ. თანაც მოგეხსენებათ სენივით არის, რომ უმეტესობა ბოლო დღეს რეგისტრირდება. მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს შემთხვევაშიც ასე არის ხოლმე, რომ განცხადებების ძირითადი რაოდენობა რეგისტრაციის ბოლო დღეს შემოგვდის. თან წელს არანაირი ცვლილება არ აქვთ აბიტურიენტებს, საატესტატო გამოცდებიც მოხსნილია და პირიქით უფრო მეტ აბიტურიენტი უნდა დარეგისტრირდეს. წარმოგიდგენიათ რომ ქართველს უნივერსიტეტში ჩაბარება დაანონსებულმა სიახლემ ან რამემ გადააფიქრებინოს და გადაავადებინოს?! სავარაუდოდ ბოლო დღეებში გააქტიურდებიან“, - გვეუბნება რეზო აფხაზავა.

შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, რეგისტრაციის დასრულებამდე 9 დღით ადრე, მხოლოდ 12 ათასზე მეტი აბიტურიენტია დარეგისტრირებული. როგორც რამდენიმე დღის წინ განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილემ, ირინა აბულაძემ განაცხადა, წელს სკოლას 39 ათასი მოსწავლე ასრულებს. 

„წელს სკოლას 39 ათასი მოსწავლე ასრულებს, თუმცა არ დაგვავიწყდეს ის მოსწავლეები, რომლებმაც სწავლა წინა წლებში დაასრულეს, ასევე ისინი, ვინც დაასრულეს 12 კლასი, თუმცა ატესტატი არ ჰქონდათ, წელს მათაც შეეძლებათ გამოცდაზე რეგისტრაცია. მიუხედავად ამისა, დღეის მდგომარეობით, ძალიან დაბალი აქტივობაა. რეგისტრაცია ელექტრონულად ხდება და მოვუწოდებ აბიტურიენტებს, დაიწყონ ეს პროცესი დროულად, რადგან მათ ბევრი რამ აქვთ გასათვალისწინებელი. ბოლო წუთებში უფრო მეტად იმატებს ნერვიულობა“, - განაცხადა ირინა აბულაძემ.

იხილეთ ასევე: ეროვნულ გამოცდებზე რეგისტრაციის დაბალი აქტივობაა - 25 მარტის მონაცემებით, 12 ათასზე მეტი აბიტურიენტია დარეგისტრირებული


კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ ოლიმპიადაში მონაწილეობა კი საქართველოს მასშტაბით ასეულობით მოსწავლისთვის უკვე ნიშნავს გამარჯვებას

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები

560 ათასზე მეტი მოსწავლის განათლებისთვის 1.95 მილიარდ ლარზე მეტი დაიხარჯება - რამდენით იზრდება განათლების სფეროს დაფინანსება 

ეროვნულ გამოცდებზე მაქსიმალური ქულის მიღებისთვის აბიტურიენტებს 1000 ლარით დააჯილდოებენ - დადგენილება თერჯოლის საკრებულომ მიიღო

მასწავლებელს 9-წლიანი პატიმრობა მიესაჯა მე-10 კლასის მოსწავლესთან გარყვნილი ქმედების გამო - პროკურატურა დეტალებზე

გამოცდების გარეშე უნივერსიტეტში სწავლის გაგრძელება მაგისტრანტობის მსურველებისთვისაც შესაძლებელია

პიროვნება
სკოლები
ღონისძიებაში მონაწილეობდნენ სკოლის დაწყებითი და საბაზო საფეხურის მოსწავლეები
 

პატარები ნერგებს მოუვლიან, მათ ზრდა-განვითარებას დააკვირდებიან და უკეთ გაიაზრებენ გარემოს დაცვის მნიშვნელობა

„ეს ინიციატივა ბავშვებისთვის ბუნებაზე ზრუნვისა და გარემოს დაცვის პირველი მნიშვნელოვანი გამოცდილება იყო“

„ეს არ არის უბრალოდ მცენარე - ეს არის ჩვენი ზრუნვის, მეგობრობისა და მომავლის სიმბოლო“

 

 

საინტერესო

„ეტალონის“ ოლიმპიადაში მონაწილეობა კი საქართველოს მასშტაბით ასეულობით მოსწავლისთვის უკვე ნიშნავს გამარჯვებას

მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება