TOP ნიუსი
სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სიახლეები

სკოლებში „ანონიმური ყუთები“ აღარ განთავსდება
04-02-2019
-
+


მანდატურის სამსახურის უფროსის, გელა გელაძის განცხადებით, საჯარო სკოლებში „ანონიმური ყუთები“ აღარ განთავსდება. 

etaloni.ge მანდატურის სამსახურს დაუკავშირდა, იმის გასარკვევად თუ რა გახდა განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის, მიხეილ ბატიაშვილის მიერ მიმდინარე წლის 29 იანვარს ხელმოწერილი  ბრძანების  შეცვლის მიზეზი, თუმცა, როგორც უწყებაში განგვიცხადეს, აღნიშნულთან დაკავშირებით  დამატებით კომენტარს  ამ ეტაპზე ვერ გააკეთებენ.

etaloni.ge-მ „ანონიმური ყუთების“ სკოლაში განთავსებასთან დაკავშირებით რამდენიმე დღის წინ მასალაც მოამზადა, რომელსაც სოციალურ ქსელში საზოგადობის  ნაწილის ნეგატიური გამოხმაურება მოჰყვა.

როგორც გელა გელაძე განმარტავს, აღნიშნული ყუთების განთავსების შესახებ რეკომენდაცია არასამთავრობო და ადამიანის უფლებათა დამცველი ორგანიზაციებიდან მომდინარეობდა, მასშტაბური რეფორმის ფარგლებში კი როდესაც მთელი სისტემის ჩართულობით კომპლექსურად მოხდება სკოლებში უსაფრთხოებაზე ზრუნვა, სკოლებში „ანონიმური ყუთების“  განთავსება არ მოხდება.

„აღნიშნული ყუთების განთავსების შესახებ რეკომენდაცია მომდინარეობდა არასამთავრობო და ადამიანის უფლებათა დამცველი ორგანიზაციებიდან, რაც მიზნად ისახავდა ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებაში უსაფრთხოებისა და საზოგადოებრივი წესრიგის დაცვის წესისა და პირობების გაუმჯობესებას, სკოლებში ძალადობის რისკების შეფასებასა და ადრეულ ეტაპზე ძალადობის პრევენციას.

მოგეხსენებათ, განათლების რეფორმის ერთ-ერთი მთავარი მიზანი, სწორედ სკოლებში უსაფრთხოების უზრუნველყოფაა. ამავე მიზანს ემსახურება ყველა სიახლე, რომლებიც სკოლაში იგეგმება და დაიგეგმება - „ახალი სკოლის“ მოდელის და „მასწავლებლის პროფესიის რეგულირების წესის“ დანერგვა, პედაგოგთა ხელშეწყობა და გადამზადება, მანდატურის სამსახურის რეფორმა, მოსწავლეების უსაფრთხოებასა და ჯანმრთელობაზე ზრუნვა, ფსიქო-სოციალური მომსახურების გაწევა მოსწავლეებისათვის, მათი მშობლების/კანონიერი წარმომადგენლებისთვის, სკოლის ადმინისტრაციისა და მანდატურებისათვის. ამ მასშტაბური რეფორმის ფარგლებში, როდესაც მთელი სისტემის ჩართულობით კომპლექსურად მოხდება სკოლებში უსაფრთხოებაზე ზრუნვა, მიგვაჩნია, რომ სკოლებში „ანონიმური ყუთების“  განთავსება არ მოხდება“, - განაცხადა გელა გელაძემ. 


კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები

ამინდის უარესდება, მოსალოდნელია ძლიერი ნალექი - ინფორმაციას გარემოს ეროვნული სააგენტო ავრცელებს 

რეპეტიტორიუმში პედაგოგების დასაქმებისთვის რეკომენდაციებს მასწავლებლის სახლი გასცემს - ხუციშვილი დეტალებზე

სკოლებისთვის ვადა გახანგრძლივდა - სისტემაში კომისიების დამატება 5 ნოემბრის ჩათვლითაა შესაძლებელი

პროფესიული თანამშრომლობა, გამოცდილების გაზიარება და ახალი საგანმანათლებლო მიდგომები - მასწავლებლის საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილი შეხვედრა

ვიდეოინსტრუქცები და ახალი რესურსები ელექტრონლი ჟურნალის გამოსაყენებლად პროფესიული განათლების მასწავლებლებისთვის 

პიროვნება

დირექტორი დადებითად აფასებს, როგორც სასწავლო პროცესის დროს მობილური ტელეფონების გამოყენების შეზღუდვას, ისე სკოლებში სასკოლო ფორმების შემოღებას.

სკოლები
„ისინი ერთად გაიზრდებიან. ხეები იშრიალებენ და ბავშები დატკბებიან თავისი შრომის შედეგით“
 
სსიპ ვანის მუნიციპალიტეტის სოფელ მუქედის საჯარო სკოლა
 
საინტერესო

მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება