სიახლეები
სიახლეები

საქართველოში გაცემული დიპლომები შესაძლოა ევროპაში აღიარონ - განათლების სამინისტროს გეგმა
01-02-2019
-
+


განათლების, მეცნიერების, კულტურის და სპორტის მინისტრმა მიხეილ ბატიაშვილმა და განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის დირექტორმა გიორგი ვაშაკიძემ ჟურნალისტებს უმაღლესი განათლების სისტემის ევროპულ სივრცეში ინტეგრაციის  ხედვა და განათლების ხარისხის განვითარების ორწლიანი სამოქმედო გეგმა წარუდგინეს.

როგორც პრეზენტაციაზე მიხეილ ბატიაშვილმა განაცხადა, სტუდენტებმა უნდა ისარგებლონ ყველა იმ სარგებელით, რაც ევროპულ საგანმანათლებლო სივრცეს გააჩნია.

„ჩვენმა სტუდენტებმა უნდა ისარგებლონ ყველა იმ სარგებელით, რაც ევროპულ საგანმანათლებლო სივრცეს გააჩნია. საქართველო რამდენიმე წელიწადში უნდა ვიხილოთ ერთიან ევროპულ საგანმანათლებლო სივრცეში. უმაღლესი განათლება ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პრიორიტეტია და ის ცვლილებები რაც რეფორმის ფარგლებში უნდა განხორციელდეს, ძალიან მნიშვნელოვანი გზაა, რომელიც ერთად გვაქვს გასავლელი. ერთ-რთი მნიშვნელოვანი, რაც მკაფიოდ გვინდა გამოვყოთ, არის ის რომ საქართველოს უმაღლესი განათლება გახდეს ერთინი ევროპული განათლების სივრცის ნაწილი“, – განაცხადა მიხეილ ბატიაშვილმა.

მისის თქმით, ამ თვეების განმავლობაში უკვე ჩატარდა ინტენსიური სამუშაობი, შეფასდა ყველა რისკი და კონკრეტული ნაბიჯების გადადგმა უკვე წყებულია. მინიტრი მიიჩნევს, რომ ერთიან ევროპულ საგანმანათლებლო სივრცესთან დაახლოება არ არის მარტივი გზა, თუმცა ეს არის რეალური და მიღწევადი გზა, რომელსაც ალტერნატივა არ გააჩნია. მით უმეტეს, ევროკავშირის უმაღლეს კომისრების მხრიდან არის მკაფიო მხარდაჭერა და ყველანაირი მზაობა იმისთვის, რომ ევროკავშირი საქართველოს ევროპულ სივრცეში გაწევრიანებაში დაეხმაროს.

როგორც პრეზენტაციაზე აღინიშნა, 2018 წლის შედეგების ანალიზმა ცხადყო, რომ უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების საგანმანათლებლო პროგრამები და კვლევითი კომპონენტი ჯერ კიდევ არასრულყოფილია და ევროპულ სტანდარტს ვერ პასუხობს. ასევე დაბალია საგრანტო რესურსების ათვისების მაჩვენებელი, ისევე როგორც, კვლევების ინტერნაციონალიზაციის ხარისხი და სამეცნიერო წარმადობა. აგრეთვე, პრობლემად რჩება კვალიფიკაციების და დიპლომების უცხოეთში აღიარების საკითხი.

აღნიშნული პრობლემების დასაძლევად, სამინისტროსა და ცენტრის მიერ შემუშავებული სტრატეგია მიზნად ისახავს საქართველოში „უმაღლესი განათლების ევროპული სივრცის ხარისხის უზრუნველყოფის სტანდარტების და სახელმძღვანელო პრინციპების“ დანერგვის ხელშეწყობას და „უმაღლესი განათლების ხარისხის უზრუნველყოფის ევროპული ქსელში“ (ENQA) გაწევრიანებას.

ENQA-ში შესაბამისი განაცხადი უკვე გაკეთებულია და არსებობს მოლოდინი, რომ მარტში ცენტრი ამ ორგანიზაციის წევრი გახდება. ამ ეტაპის წარმატებით გავლის შემდეგ იგეგმება ცენტრის გაწევრიანება „ხარისხის უზრუნველყოფის სააგენტოების ევროპული რეესტრში“ (EQAღ) და „უმაღლესი განათლების აკრედიტაციის ევროპული კონსორციუმში“ (EჩA), რაც უზრუნველყოფს საქართველოში გაცემული დიპლომების უპირობო აღიარებას ევროპაში და საერთაშორისო კვლევებში  ქართული უნივერისტეტების ჩართულობას წაახალისებს.

„ჩვენი გეგმების განხორციელება 2 წელიწადში სრულიად შესაძლებელია. ENQA არის ერთგვარი ინსტიტუცია, რომელიც საქართველოში ეფექტურად დანერგავს ხარისხის განვითარების ევროპულ წინაპირობებს. ამიტომ კრიტიკულად მნიშვნელოვანია, რომ ჩვენ ENQA-ს გავწევრიანდეთ. ეს იქნება დასტური იმისა, რომ დავიწყეთ ევროპული სტანდარტების ამოქმედება და მათი ეფექტური დანერგვა. ამასთანავე, ეს ნიშნავს, რომ მუდმივ კომუნიკაციაში ვიქნებით გავლენიან ევროპულ ინსტიტუციებთან, რომლებიც ხარისხის განვითარების მიმართულებით მუშაობენ. ENQA იქნება გარანტი ქართული ხარისხის განვითარების სისტემის დამოუკიდებლობისა და მუდმივი განვითარებისა“, - განაცხადა მიხეილ ბატიაშვილმა.

ამასთანავე, სამოქმედო გეგმა ითვალისწინებს კონკრეტულ ნაბიჯების გადადგმას ხარისხის განვითარების პროცედურებისა და მექანიზმების დასახვეწად რაც ხელს შეუწყობს პროცესის გამარტივებას, ბიუროკრატიული ბარიერების მოხსნას და უნივერისტეტებს ინსტიტუციური რესურსების და საგანმანათლებლო პროგრამების ევროპულ სტანდარტთან შესაბამისობაში მოყვანაში დაეხმარება.

როგორ განათლების ხარისხის განვითარების ცენტრის დირექტორმა, გიორგი ვაშაკიძემ განაცხადა, ცენტრი დაინტერესებულ უნივერსიტეტებს შესთავაზებს განმავითარებელ შეფასებებს,  ეს გულისხმობს მხარდამჭერი ხასიათის შეფასებას. უნივერსიტეტებს საშუალება ექნებათ, დახვეწონ და უკეთ მოემზადონ თუნცად ავტორიზაციებისთვის. 

„რაც შეეხება დარგობრივ მახასიათებლებს, განსაკუთრებული მიღწევები გავქვს მედიცინის მიმართულებით. ეს მახასიათებლები მოვიყვანეთ მსოფლიო სტანდარტთან შესაბამისობაში და 2023 წლიდან ის უნივერსიტეტები, რომლებიც მოიპოვებენ ავტორიზაციას, შეძლებენ  სალიცენზიოდ თავიანთი სტუდენტები თუნდაც კანადაში გაუშვან“,-აღნიშნა მან და დასძინა, რომ უნივერსიტეტებისთვის ავტორიზაცია–აკრედიტაციის პროცესში „ქაღალდომანია“ უნდა დასრულდეს, ამისთვის კი საჭირო დოკუმენტაციების 60%-მდე შემცირება იგეგმება.

„აუცილებელია დავძლიოთ „ქაღალდომანია“, ხანდახან ჩვენთან შემოტანილი დოკუმენტაცია 10 ათას გვერდს აღწევს. მიღებულია გადაწყვეტილება, რომ უნივერსიტეტების მიერ ჩვენთვის წარმოსადგენი დოკუმენტაცია 60%-მდე შემცირდება“,-განაცხადა  ვაშაკიძემ.

შეგახსენებთ, რომ განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრომ განათლების რეფორმის ფარგლებში 10 ძირითადი მიმართულება გამოყო მოდულების სახით, რომელთაც საზოგადოებას პრეზენტაციების სახით აცნობს.  

10-ვე მოდულის მიხედვით პანელები ასე გადანაწილდა:

1. სკოლამდელი და ზოგადი განათლება

2. ინფრასტრუქტურული პროექტები

3. ინოვაცია და ტექნოლოგიები

4. უსაფრთხო სკოლები

5. ეროვნული გამოცდები

6. მეცნიერება

7. ხარისხის უზრუნველყოფა უმაღლეს სასწავლებლებში

8. უნივერსიტეტების დაფინანსების ახალი მოდელი

9. პროფესიული განათლება

10. განათლების კლასტერები


კომენტარები


ეტალონი

მათემატიკის ოლიმპიადა დაიწყო - „ეტალონის“ საგნობრივი ჩემპიონატი გრძელდება

2-3 ივნისი ლოგიკური აზროვნებისა და ზოგადი განათლების ოლიმპიადის დღეებია - „ეტალონის“ საგაზაფხულო ჩემპიონატი გრძელდება

„დიდი მადლობა „ეტალონს“ ამ ახალი და ძალიან საინტერესო პროექტისთვის“

„ეტალონის“ საგაზაფხულო ჩემპიონატი დაიწყო - ოლიმპიადები სამ საგანში იმართება

ონლაინ ჩემპიონატში II-XI კლასების მოსწავლეებს შეეძლებათ მონაწილეობა

სიახლეები

ხელფასები 207 ლარით გაიზარდა - განათლებაში დასაქმებულების ანაზღაურება ბოლოდან მეორე ადგილზეა

სად ითვლება მასწავლებლისთვის ყვავილების ჩუქება ცუდ ტონად - რა ტრადიციები აქვთ სწავლის პირველ დღეს სხვადასხვა ქვეყნებში 

საჯარო სკოლების სრული სია, რომელთა ავტორიზაციის საკითხი 20 სექტემბრამდე განიხილება

პიროვნება

„ჩვენს სკოლაში ვმუშაობთ ყველა ერთად და ვცდილობთ, საინტერესო გარემოს შექმნას“...

„მასწავლებელს უნდა ახსოვდეს, რომ ის არა მხოლოდ ცოდნის გადამცემი, არამედ გზამკვლევი და მხარდამჭერია მოსწავლისათვის“...

„როცა მასწავლებელი ხედავს, რომ მისი ხმა ისმის - ის ხდება მოტივირებული“ -  შუამთას საჯარო სკოლის ხელმძღვანელი 

„არ შეგეშინდეთ შეცდომების“ - ახალბედა პედაგოგებს შუამთას საჯარო სკოლის ხელმძღვანელი, თეონა მეფარიშვილი მიმართავს

„სკოლაში უნდა შეიქმნას გარემო, სადაც სწავლა იწყება სითბოთი, არა შიშით“ - შუამთის საჯარო სკოლის დირექტორი თეონა მეფარიშვილი- 

სკოლები
„ვულოცავთ მათ ამ დიდ წარმატებას და ვუსურვებთ კიდევ უფრო დიდ მიღწევებს!“
 
ეს არის შესაძლებლობა მოსწავლეებისთვის, რომ გაიცნონ მსოფლიოს ერთ-ერთი უძველესი კულტურა
საინტერესო

ამერიკის შეერთებულ შტატებში ზოგიერთი სკოლა შეკვეცილი ოთხდღიანი განრიგით მუშაობს

რა ცოდნა და უნარები მოეთხოვებათ მასწავლებლებს - პედაგოგიური განათლება სხვადასხვა ქვეყანაში

სწავლების უჩვეულო მეთოდები - როგორ აქციოთ გაკვეთილი სახალისოდ, გაზარდოთ მოსწავლეთა ჩართულობა და ინტერესი 

როგორ უნდა მიხვდეთ, რომ თქვენი შვილი ბაღისთვის მზად არ არის?

სიახლეები
საზოგადოება