TOP ნიუსი
სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სიახლეები

სკოლებში მრჩეველთა საბჭოები შეიქმნება - ვინ იქნებიან მისი წევრები
25-01-2019
-
+


განათლების რეფორმის ფარგლებში, განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრმა მიხეილ ბატიაშვილმა, მინისტრის მოადგილე ნათია ზედგინიძესა და საგანმანათლებლო დაწესებულების მანდატურის სამსახურის უფროს გელა გელაძესთან ერთად საზოგადოებას „უსაფრთხო სკოლის“ პროექტი წარუდგინა.

როგორც პრეზენტაციაზე გახდა ცნობილი შემუშავდა „ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებაში უსაფრთხოებისა და საზოგადოებრივი წესრიგის დაცვის წესი და პირობები“ – პირველი დოკუმენტი, რომელიც არეგულირებს მანდატურის სამსახურს, შინაგან საქმეთა სამინისტროს, სოციალური მომსახურების სააგენტოსა და საგანმანათლებლო დაწესებულებებს შორის კოორდინირებული თანამშრომლობის მექანიზმებს. 

უსაფრთხოების წესის თანახმად, ძალიან მნიშვნელოვანია, ის რომ თითოეულ სკოლაში შეიქმნება მრჩეველთა საბჭო, რომელიც ორიენტირებული იქნება პრევენციასა და რეკომენდაციებზე სკოლის უსაფრთხოების კომპონენტში. 

საბჭოს წევრები იქნებიან სკოლის დირექტორი ან მოადგილე, მანდატური, პედაგოგიური საბჭოს წარმომადგენელი, სამეურვეო საბჭოს წარმომადგენლები, საჭიროების შემთხვევაში კი შემადგენლობას დაემატება განათლების სამინისტროს და მანდატურის სამსახურის წარმომადგენლები, მშობელი და მოსწავლე.

საბჭო წლის მანძილზე არაუმეტეს 4-ჯერ შეიკრიბება. იგი დაგეგმავს კონკრეტულ რეკომენდაციებს  უსაფრთხოების კომპონენტის ნაწილში, შეაფასებს არსებულ რისკებს, განსაზღვრავს რომელ სკოლაში რა ღონისძიებები უნდა დაიგეგმოს, შემდეგ კი გასცემს რეკომენდაციებს, რის შემდეგაც ამ ყველაფრის შეფასება მოხდება. 

ასევე იხილეთ: რა ცვლილებები შედის მანდატურის სამსახურის ფუნქციებში - განათლების სამინისტრო „უსაფრთხო სკოლის“ პროექტის შესახებ


კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები

ინფორმაცია იმ მასწავლებლებს, ეხება რომლებმიც 2026-2027 სასწავლო წლის ზამთრის პერიოდში ორგანიზებულ საგნის გამოცდაზე დარეგისტრირდნენ

მშობელი: სავარაუდო სექსუალურ ძალადობამდე, მეოთხეკლასელი მესამეკლასელ ბიჭს გამოესარჩლა, რომელზეც ასევე ფიზიკურად ძალადობდნენ მეექვსე კლასის მოსწავლეები

თუ არასრულწლოვანი თანხის შეგროვებას ვერ შეძლებდა, მას ფიზიკურად უსწორდებოდნენ... - დანაშაული 17 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს

პიროვნება
სკოლები
გაიმართა ღონისძიება სახელწოდებით -„მხიარული შემოდგომა“
 
„30 პატარის მიერ დარგული 30 ნერგი - იქნება საწყისი ბუნების სიყვარულისა, გარემოს დაცვისა და ეკოლოგიური წიგნიერებისა“
 
საინტერესო

მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება