სიახლეები
სიახლეები

რა ცვლილებები შედის მანდატურის სამსახურის ფუნქციებში - განათლების სამინისტრო „უსაფრთხო სკოლის“ პროექტის შესახებ
25-01-2019
-
+


განათლების რეფორმის ფარგლებში, განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრმა მიხეილ ბატიაშვილმა, მინისტრის მოადგილე ნათია ზედგინიძესა და საგანმანათლებლო დაწესებულების მანდატურის სამსახურის უფროს გელა გელაძესთან ერთად საზოგადოებას „უსაფრთხო სკოლის“ პროექტი წარუდგინა.

როგორც პრეზენტაციაზე აღინიშნა, სკოლებში თვისებრივად ახალი ტიპის მანდატურის სამსახური - უფრო მეტად ზრუნვასა და პრევენციაზე ორიენტირებული ინსტიტუტი ყალიბდება. იზრდება მისი ხელმისაწვდომობა და ხარისხი.

„ბოლო სამი თვის განმავლობაში, აშშ-ის სკოლის მანდატურთა ეროვნულ ასოციაციასთან ინტენსიური მუშაობის  შედეგად, შემუშავდა სწორედ თვისებრივად განსხვავებული მიდგომები. განსაკუთრებული ყურადღება მოსწავლეების ემოციურ მდგომარეობაზე ზრუნვას მიექცევა. ამისათვის ძლიერდება მანდატურის სამსახურში არსებული ფსიქოლოგიური მომსახურების ცენტრები.

შემუშავდა „ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებაში უსაფრთხოებისა და საზოგადოებრივი წესრიგის დაცვის წესი და პირობები“ – პირველი დოკუმენტი, რომელიც არეგულირებს მანდატურის სამსახურს, შინაგან საქმეთა სამინისტროს, სოციალური მომსახურების სააგენტოსა და საგანმანათლებლო დაწესებულებებს შორის კოორდინირებული თანამშრომლობის მექანიზმებს. 

უსაფრთხოების წესის თანახმად, ძალიან მნიშვნელოვანია, ის რომ თითოეულ სკოლაში შეიქმნება მრჩეველთა საბჭო, რომელიც ორიენტირებული იქნება პრევენციასა და რეკომენდაციებზე სკოლის უსაფრთხოების კომპონენტში. 

საბჭოს წევრები იქნებიან სკოლის დირექტორი ან მოადგილე, მანდატური, პედაგოგიური საბჭოს წარმომადგენელი, სამეურვეო საბჭოს წარმომადგენლები, საჭიროების შემთხვევაში კი შემადგენლობას დაემატება განათლების სამინისტროს და მანდატურის სამსახურის წარმომადგენლები, მშობელი და მოსწავლე.

საბჭო წლის მანძილზე არაუმეტეს 4-ჯერ შეიკრიბება. იგი დაგეგმავს კონკრეტულ რეკომენდაციებს უსაფრთხოების კომპონენტის ნაწილში, შეაფასებს არსებულ რისკებს,  განსაზღვრავს რომელ სკოლაში რა ღონისძიებები უნდა დაიგეგმოს, შემდეგ გასცემს რეკომენდაციებს, რის შემდეგაც ამ ყველაფრის შეფასება მოხდება. 

კრიზისულ სიტუაციებზე დროული და ეფექტური რეაგირების მიზნით, შეიქმნა კრიზისული ინტერვენციის ჯგუფი, რომელიც გადაუდებელი შემთხვევის დროს საგანმანათლებლო დაწესებულებაში ადგილზევე ეცნობა არსებულ სიტუაციას და ატარებს ყველა საჭირო ღონისძიებას. ასეთი მიდგომა მნიშვნელოვნად შეამცირებს ბავშვებსა და მოზარდებში გრძელვადიანი ფსიქოლოგიური ტრავმის ჩამოყალიბებას. აღნიშნული ჯგუფი სკოლაში განსაკუთრებულად დაძაბული ვითარების შემთხვევაში გამოცხადდებიან. აღნიშნულ ჯგუფში შედის ფსიქოლოგი, სოციალური მუშაკი და ბავშვთა ფსიქიატრი.

ამ ეტაპზე მიმდინარეობს მუშაობა ელექტრონული პროგრამის შესაქმნელად, რომელიც უზრუნველყოფს მშობლის, სკოლის ადმინისტრაციის, მანდატურისა და განათლების სამინისტროს წარმომადგენლების მაღალ ჩართულობას სასკოლო პროცესში. პროგრამა მათ შესაძლებლობას მისცემს მოსწავლის შესახებ ელექტრონულ რეჟიმში მიიღონ ინფორმაცია.

დაგეგმილია ახალი ფსიქოლოგიური მომსახურების ცენტრების გახსნა სამცხე-ჯავახეთსა და სამეგრელოში. დღეს საქართველოს მასშტაბით, 8 ფსიქოლოგიური ცენტრი მუშაობს: თბილისში - 2, რუსთავში, თელავში, გორში, ფოთში, ქუთაისსა და ბათუმში. ფსიქოლოგიური ცენტრები დაკომპლექტებულია მაღალკვალიფიციური ფსიქოლოგებით, ბავშვთა ფსიქიატრებით და სოციალური მუშაკებით. ასევე, შეიქმნება მანდატურის სამსახურის 8 რეგიონული ცენტრი. 2019-2020 წლებში მანდატურის სამსახური წარმოდგენილი იქნება დამატებით 260 საჯარო სკოლაში. შედეგად, მანდატური საჯარო სკოლების 85%-ს მოემსახურება. დანარჩენ 15%-ში კი იქნება უსაფრთხოებაზე პასუხისმგებელი პირი, რომელიც მანდატურის სამსახურის მიერ გადამზადდება.

მანდატურთა მოტივაციის გაზრდის მიზნით მათი ანაზღაურება მიმდინარე წლის 1-ლი იანვრიდან  200 ლარით გაიზარდა.

2021 წლის ბოლომდე პოლიციის აკადემიაში გადამზადდება 1 300 მოქმედი მანდატური, რომელსაც არ გაუვლია შსს-სთან თანამშრომლობის საფუძველზე შექმნილი ახალი სასწავლო მოდული. ასევე, გაგრძელდება იმ საჯარო სკოლების უსაფრთხოებაზე პასუხისმგებელი პირების გადამზადება, სადაც არ არის წარმოდგენილი საგანმანათლებლო დაწესებულების მანდატური. 2019 წლის სექტემბრამდე უსაფრთხოებაზე პასუხისმგებელი ყველა პირი სრულად აღიჭურვება მეტალო-დეტექტორებით.

2018 წლის ბოლოსთვის შემცირდა ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფისა და მაღალი რისკის შემცველი საგნების აღმოჩენების ფაქტები. ოქტომბერში ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფის 663 ფაქტი იყო, ნოემბერში - 483, ხოლო დეკემბერში 424. რაც შეეხება მაღალი რისკის შემცველ საგნებს, ოქტომბერში 32 ფაქტი დაფიქსირდა, ნოემბერში - 17, დეკემბერში -12.

ძალადობის შესახებ საზოგადოების ცნობიერების ამაღლებასა და ინფორმირების მიზნით, სატესტო რეჟიმში ფუნქციონირებს ინტერნეტ-პორტალი www.befriend.mes.gov.ge, რომელიც წლის განმავლობაში საბოლოო სახით მოდიფიცირება. პორტალზე ფსიქოლოგის კონსულტაცია, როგორც ონლაინ რეჟიმში, ასევე, მობილური აპლიკაციის მეშვეობით იქნება შესაძლებელი.

ჯანსაღი ცხოვრების წესის დამკვიდრებისა და პოპულარიზაციის მიზნით, მანდატურებისა და სკოლის მოსწავლეების ჩართულობით, მთელი საქართველოს მასშტაბით არაერთი სპორტული ღონისძიება გაიმართება, სხვადასხვა უწყებასთან ერთად დაიგეგმება მოცულობითი ღონისძიებები და კამპანიები, მათ შორის, ყოველწლიურად ჩატარდება უსაფრთხო სკოლის კვირეული“,-აღინიშნა პრეზენტაციაზე.

შეგახსენებთ, რომ განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრომ განათლების რეფორმის ფარგლებში 10 ძირითადი მიმართულება გამოყო მოდულების სახით, რომელთაც საზოგადოებას პრეზენტაციების სახით აცნობს.   

10-ვე მოდულის მიხედვით პანელები ასე გადანაწილდა:

1. სკოლამდელი და ზოგადი განათლება
2. ინფრასტრუქტურული პროექტები
3. ინოვაცია და ტექნოლოგიები
4. უსაფრთხო სკოლები
5. ეროვნული გამოცდები
6. ხარისხის უზრუნველყოფა უმაღლეს სასწავლებლებში
7. უნივერსიტეტების დაფინანსების ახალი მოდელი
8. პროფესიული განათლება
9. მეცნიერება
10. განათლების კლასტერები


კომენტარები


ეტალონი
„ეტალონში“ მიღწეული წარმატება მოსწავლეებისა და სრულიად სასკოლო საზოგადოებისთვის მნიშვნელოვანი მოვლენაა“
საპრიზო ადგილის მფლობელი მოსწავლეები, რესურსცენტრების ხელმძღვანელები, სკოლების დირექტორები და პედაგოგები კონკურსის ემოციების შესახებ საუბრობენ
სიახლეები
მასწავლებლების გამოცდაზე რეგისტრაცია აპრილის პირველ ნახევარში დაიწყება - NAEC
„განათლების სისტემაში ასეულობით ვაკანსია გვაქვს და ჰაერივით გვჭირდება ცოდნამიღებული ახალგაზრდები...“
ბრალდებულმა, მკვეთრი მანევრით, ნაპირიდან მოშორებით „ბანანი“ ამოატრიალა, რის შედეგადაც უჟილეტო ბავშვები ზღვაში ჩაცვივდნენ
პიროვნება
„ვფიქრობ მოსწავლეები დამახასიათებენ მეგობრულ, საყვარელ, სამართლიან მასწავლებლად“
„ბევრი ჩემი მოსწავლის ოჯახში ჩემი აღზრდილი სამი თაობა ცხოვრობს ერთად. ეს ბევრს ნიშნავს ჩემთვისაც და მათთვისაც“
„ვფიქრობ, ქარიზმა, შარმი, პიროვნული ხიბლი აუცილებელია მასწავლებლისთვის, სკოლის ლიდერისთვის“
სკოლები
კონკურსის მონაწილეები იყვნენ მე-9 და მე-10  კლასის მოსწავლეები: ნინო ყიფშიძე, მარიამ ნადირაძე, ქეთი გოგოლაძე, ლიზი ძინძიბაძე და მარიამ შეყლაშვილი
როგორც სკოლაში გვიყვებიან, დაჯილდოვდება ის მონაწილე, რომელმაც მაქსიმალური ქულის 70% და მეტი დააგროვა
მათ სხვადასხვა სახალისო აქტივობა განახორციელეს და დრო ნაყოფიერად გაატარეს
მოსწავლეების თვალი დანახული წელიწადის ყველაზე ფერადი სეზონი და საინტერესო გამოფენა - დღე, რომელიც მოსწავლეებისთვის ძალიან საინტერესო და დასამახსოვრებელი აღმოჩნდა
მოსწავლეებმა შესაძლებლობები გამოავლინეს, დრო ნაყოფიერად გაატარეს და რაც მთავარია, ცოდნა კიდევ უფრო გაიღრმავეს
საინტერესო
ამაზე საუბარი, რა თქმა უნდა, კვლევებიდან და მოსწავლეებისა თუ სტუდენტების შედეგებიდან გამომდინარე შეიძლება
საინტერესო შემთხვევაა ე.წ. მომთაბარე სკოლაც, სადაც ბავშვები განათლებას კარვებში იღებენ
სიახლეები
საზოგადოება