| მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |

სკოლების რეფორმის ფარგლებში სკოლამდელი და პროფესიული განათლების ინტეგრაციასთან დაკავშირებით, განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო მუშაობს და გაზაფხულზე კონკრეტულ გეგმებს წარადგენს.
ამის შესახებ განათლების მინისტრმა, მიხეილ ბატიაშვილმა ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.
მინისტრის განმარტებით, სკოლამდელი და პროფესიული განათლების ინტეგრაცია ისეთ სკოლებში უნდა განხორციელდეს, სადაც ამის შესაძლებლობა არსებობს.
„სკოლების რეფორმის ფარგლებში ჩვენ ვისაუბრეთ, რომ სადაც არის ამის შესაძლებლობა, უნდა მოხდეს არამარტო სკოლამდელი განათლების ინტეგრაცია, არამედ შეგვიძლია, პროფესიული განათლების ინტეგრაციაზეც ვიზრუნოთ, მით უმეტეს, რეგიონის სკოლებში, სადაც ამის შესაძლებლობაა. რაც მეტი ასეთი სივრცე იქნება ინტეგრირებული, მით უფრო მეტ ეფექტს მივიღებთ. ყველაზე მთავარი რაც იყო, სკოლების ერთიან ბაზაზე მუშაობა დასრულდა და ის უკვე ნებისმიერი ასეთი რეფორმის განხორციელებისთვის შესაძლებლობას მოგვცემს, რომ დავინახოთ, სად არის შესაძლებელი, სკოლებში სკოლამდელი განათლების ინტეგრაცია.
სკოლამდელი განათლება განათლების სისტემაში ერთ-ერთი მნიშვნელოვანი კომპონენტი უნდა გახდეს. მას არ უნდა ჰქონდეს მხოლოდ ბავშვის დატოვებისა და მზრუნველობის ფუნქცია, არამედ განათლების კომპონენტიც უნდა ჰქონდეს. ახლა საკმაოდ ინტენსიურად ვმუშაობთ და გაზაფხულზე წარვადგენთ, რას ვაპირებთ ამ კუთხით, რა უნდა განხორციელდეს და რა მასშტაბი უნდა მივიღოთ“, - განაცხადა მიხეილ ბატიაშვილმა.
დღეს განათლების მინისტრმა და მინისტრის მოადგილემ, ნათია ზედგინიძემ განათლების რეფორმის ფარგლებში, საზოგადოებას ინფრასტრუქტურული მიმართულებით დაგეგმილი პროექტების პრეზენტაცია წარუდგინეს.
„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხ ძირითად მიმართულებაში
ამინდის უარესდება, მოსალოდნელია ძლიერი ნალექი - ინფორმაციას გარემოს ეროვნული სააგენტო ავრცელებს
რეპეტიტორიუმში პედაგოგების დასაქმებისთვის რეკომენდაციებს მასწავლებლის სახლი გასცემს - ხუციშვილი დეტალებზე
პროფესიული თანამშრომლობა, გამოცდილების გაზიარება და ახალი საგანმანათლებლო მიდგომები - მასწავლებლის საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილი შეხვედრა
დირექტორი დადებითად აფასებს, როგორც სასწავლო პროცესის დროს მობილური ტელეფონების გამოყენების შეზღუდვას, ისე სკოლებში სასკოლო ფორმების შემოღებას.
მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა