TOP ნიუსი
სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სიახლეები

განახლდება თუ არა სასწავლო პროცესი 21 იანვარს - რა განცხადებას აკეთებს განათლების მინისტრი
18-01-2019
-
+


წითელას ეპიდაფეთქების გამო, სკოლებში სასწავლო პროცესი ჯერჯერობით არ გადაიდება. 

როგორც განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრმა, მიხეილ ბატიაშვილმა განაცხადა, სასწავლო პროცესი ორშაბათს დაიწყება, თუმცა, თუ  კონკრეტული ნაბიჯის გადადგმა გახდება საჭირო, საზოგადოებას ეცნობება.

„ძალიან აქტიურ კავშირში ვართ შესაბამის ორგანიზაციებთან. დღესაც გავეცით რეკომენდაციები, სკოლებში შესაბამისი ღონისძიებების გასატარებლად. ორშაბათს სასწავლო პროცესი დაიწყება, მაგრამ ჩვენ საათობრივ რეჟიმში ვიქნებით ჩართულები სკოლებთან და შესაბამის უწყებებთან, თუ რაღაც ჩარევა იქნება საჭირო ან საფრთხე გაჩნდება, წამიერად ვართ მზად ნებისმიერი გადაწყვეტილების მისაღებად.

გვესმის, რომ განათლება და სწავლა ძალიან მნიშვნელოვანია, მაგრამ ასევე ძალიან მნიშვნელოვანია ბავშვების ჯანმრთელობა. წითელას შეეხება ეს თუ ვირუსული გრიპის გააქტიურებას, ყოველდღიურ რეჟიმში დავაკვირდებით მოვლენებს, თავადაც ვივლით სკოლებში და თუ რაღაც კონკრეტული ნაბიჯის გადადგმა გახდება საჭირო, საზოგადოებას უსწრაფესად გავაგებინებთ“, – განაცხადა მიხეილ ბატიაშვილმა.

ასევე იხილეთ: „საქართველოში წითელას ეპიდაფეთქებაა“ - სად უნდა გაიკეთოთ უფასო აცრა

სკოლებში არდადეგები გახანგრძლივდა - განათლების სამინისტროს განცხადება


კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები

ამინდის უარესდება, მოსალოდნელია ძლიერი ნალექი - ინფორმაციას გარემოს ეროვნული სააგენტო ავრცელებს 

რეპეტიტორიუმში პედაგოგების დასაქმებისთვის რეკომენდაციებს მასწავლებლის სახლი გასცემს - ხუციშვილი დეტალებზე

სკოლებისთვის ვადა გახანგრძლივდა - სისტემაში კომისიების დამატება 5 ნოემბრის ჩათვლითაა შესაძლებელი

პროფესიული თანამშრომლობა, გამოცდილების გაზიარება და ახალი საგანმანათლებლო მიდგომები - მასწავლებლის საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილი შეხვედრა

ვიდეოინსტრუქცები და ახალი რესურსები ელექტრონლი ჟურნალის გამოსაყენებლად პროფესიული განათლების მასწავლებლებისთვის 

პიროვნება

დირექტორი დადებითად აფასებს, როგორც სასწავლო პროცესის დროს მობილური ტელეფონების გამოყენების შეზღუდვას, ისე სკოლებში სასკოლო ფორმების შემოღებას.

სკოლები
„ისინი ერთად გაიზრდებიან. ხეები იშრიალებენ და ბავშები დატკბებიან თავისი შრომის შედეგით“
 
სსიპ ვანის მუნიციპალიტეტის სოფელ მუქედის საჯარო სკოლა
 
საინტერესო

მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება