| მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |

მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის, ბერიკა შუკაკიძის განცხადებით, 2019-2020 სასწავლო წლის დასაწყისში მასწავლებელთა პროფესიული განვითარების და შეფასების მიმართულებით სიახლეები იქნება.
„სქემის შეფასების შემდეგ წარმოჩინდა, რომ მასწავლებლები გახვეულები იყვნენ ბიუროკრატიაში და დაკავებულები იყვნენ საბუთების მომზადებით და ატვირთვით და ბავშვი რჩებოდა ყურადღების მიღმა. თუმცა, სქემას ჰქონდა თავისი პოზიტიური მხარეც, რაც იმაში მდგომარეობს, რომ მასწავლებლები მეტად აქტიურად იყვნენ განვითარებაში ჩართული. პირველი ცვლილება, არის ის, რომ კრედიტქულების დაგროვების სისტემა გაუქმდება და განისაზღვრება გარდამავალი ეტაპი. არსებობს სტატუსის მოპოვების, შენარჩუნების 2 სხვადასხვა სისტემა, მაგრამ ჩვენ შევეცდებით, რომ 2019 წლის ბოლომდე ის ადამიანები, რომლებსაც დაწყებული აქვთ ეს პროცესი, არ შევაფერხოთ",- განაცხადა შუკაკიძემ.
I ეტაპი: 2019-2020 სასწავლო წლის დასაწყისი:
დამტკიცდება „მასწავლებლის პროფესიის რეგულირების წესი“
განათლების სისტემაში მიმდინარე რეფორმების ფარგლებში სკოლამდელ და ზოგად განათლებაში ჩატარებული სამუშაოებისა და დაგეგმილი სიახლეების შესახებ პრეზენტაცია განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროში გაიმართა და მას დირექტორები და მასწავლებლებიც დაესწრნენ. პრეზენტაცია განათლების მინისტრმა, მიხეილ ბატიაშვილმა, მინისტრის მოადგილემ, ირინა აბულაძემ და მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა, ბერიკა შუკაკიძემ ჩაატარეს.
ასევე იხილეთ: მასწავლებლების კრედიტქულების დაგროვების სისტემა გაუქმდება
რა ბედი ეწევათ მასწავლებლების მიერ აქამდე დაგროვებულ კრედიტქულებს?! - ბერიკა შუკაკიძის განმარტება
„პედაგოგის ხელფასი 1 500 ლარიდან დაიწყება“- მიხეილ ბატიაშვილი
„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად
„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება
ორ სამსახურში დასაქმებულებთან დაკავშირებით - კანონში ცვლილებები შედის
„მნიშვნელოვანია, თითოეული პედაგოგი გრძნობდეს, რომ მისი შრომა შეუმჩნეველი არ რჩება“ - მახათაურის საჯარო სკოლის დირექტორი ნინო მოდებაძე
„ჩვენი ყველა მასწავლებელი სტატუსიანია“ - როდიონოვკის საჯარო სკოლის დირექტორი კვალიფიციური პედაგოგებითა და წარმატებული მოსწავლეებით ამაყობს
„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად